მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მეფეთა წიგნი |
თავი 17 |
1მას ჟამსა შეკრბეს უცხოთესლნი იგი და მოვიდეს და დაიბანაკეს წყობად შორის სოქოთსა და შორის აზაკესა აფერმნისასა. 2საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა, და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ. 3უცხოთესლნი იგი იდგენ მიერ კერძო მთისა და ისრაჱლნი ამიერ კერძო მთისა, და ღელე იყო საშუალ მათსა. 4და გამოვიდა კაცი ერთი ერისა მისგან უცხოთესლთასა, კაცი მჴნე და ძლიერი და ქველი, გუნდისა მისგან გეთელთასა, და სახელი მისი გოლიად, სიმაღლე მისი ექუს წყრთა და მტკაველი, 5სპარაზენად ჭურვილი ჯაჭჳთ ჩაბალახითურთ, და იყო სასწორი საჭურველისა მისისა ხუთ ათას სიკილა რკინით და რვალითურთ; 6და ფარი ბარკალთა მისთა რვალისა პოლოტიკნი და ფარი რვალისა ბჭეთა მისთა, 7ხოლო ბუნი ჰოროლისა მისისა, ვითარცა ავლი ქსელთა, პირი ჰოროლისა მისისა - ექუსასის სასწორისა, და მეაბჯრე ერთი წინაშე მისა. 8მოვიდა და დადგა განმზადებული წინაშე ისრაიტელთა მათ, ჴმა-ყო მათ მიმართ და თქუა: რად ერთბამად ყოველნი განწყობილ ხართ ბრძოლად ჩუენდა? აჰა, ესერა, მე ერთი უცხოთესლთაგანი ვარ და თქუენ ებრაელნი მონანი საულისანი ხართ. აწ გამოირჩიეთ ერთი კაცი, რომელი მოვიდეს და ბრძოლა-ყოს ჩემ თანა! 9და უკუეთუ მაჯობოს, მომკლას მე, და ვიყუნეთ ჩუენ მორჩილ თქუენდა. უკუეთუ მე ვერეოდი და მოვკლა იგი, თქუენ დაგვემორჩილენით. 10და კუალად თქუა უცხოთესლმან: აჰა, ესერა, მე გაყუედრებ განწყობილსა მაგას ისრაჱლისასა, დღესდღე გამოვედინ კაცი ერთი თქუენგანი და განვიდეთ ახოვნად ურთიერთსა მარტოდ! 1111. და ვითარცა ესმა საულს და ყოველთა ისრაიტელთა მათ სიტყუაჲ იგი უცხოთესლისა მის, ზარი განჰჴდა, რამეთუ შეშინდეს ფრიად. 12და დავით იყო ძე კაცისა ერთისა ეფრათელისა ქალაქით ბეთლემით, ნათესავისა მისგან იუდასისა, და სახელი მისი იესე, და ესხნეს მას რვა ძენი, და იყო კაცი იგი მოხუცებული. 13და წარვიდეს ძენი იგი მისნი სამნივე უმრწემესნი საულის თანა ღუაწლსა ბრძოლისასა. და ესე სახელები არს სამთა მათ ძეთა იესესთა: ელიაბ პირმშო, ამინადაბ, სამაა. 14დავით - უმრწემესი მათსა, და ესე სამნი მივიდეს საულისსა. 15ხოლო დავით წარვიდა ბეთლემადვე მწყსად ცხოვართა მამისა მისისათა. 16და უცხოთესლმან მან აღიმსთვის და წარმოუდგის დილითგან ვიდრე მწუხრადმდე, აყუედრის ორმეოც დღე. 17ჰრქუა იესემ დავითს, ძესა თჳსსა: მიიღე შენ თანა გრივი ერთი ჴალი, ათი ჴუეზა პური, და მიისწრაფე ბანაკად და მიართუ ძმათა შენთა. 18და ათი ესე ხაჭო მიიპყარ ერისთავსა მას, და სცან სიცოცხლე ძმათა შენთა და მითხარ მე სიცოცხლე მათი. 19და საულ და ყოველი ერი განწყობილად დგა მუხასა მას ქუეშე, რომელი იყო უბესა მას ბრძოლისასა წინაშე უცხოთესლთა მათ. 20და აღიმსთო დავით განთიად და შევედრნა საცხოვარნი იგი მწყემსთა მათ, და ყო, რაჲცა-იგი უბრძანა მას იესემ, და მოვიდა ადგილსა მას ბრძოლისასა. და იყივლეს 21და აღიზახნეს ერმან მან ისრაიტელთამან, შევიდეს და დადგეს თჳთეულად ადგილთა თჳსთა განმზადებულნი ბრძოლად, ეგრეცა უცხოთესლნი იგი მოვიდეს და დადგეს წინაშე ისრაიტელთა მათ. 22და დავით მოიღო ჭურჭელი იგი, და დავედრა ვანისმცველსა მას, და წარვიდა ერისა მის თანა ბრძოლად და ჰკითხვიდა ძმათა თჳსთა მშჳდობასა. 23და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, გამოუჴდა კაცი იგი ამინელი, ფილისტიმელი გეთელი, რომელსა ერქუა გოლიად, უცხოთესლი, და ესმა დავითს და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, რომელი იტყოდა სიტყუასა ამპარტავანებისასა სილაღით. 24და რაჟამს იხილეს მათ კაცი იგი, შეშინდეს ფრიად და სივლტოლად მიიქცეს პირისაგან მისისა. 25და ჰრქუა კაცმან ვინმე ერთმან ისრაიტელთამან მოყუასსა თჳსსა: მე უწყი, ვითარღა ყუედრებად გამოსრულ არს კაცი ესე უცხოთესლი ისრაჱლისა, ხოლო რომელმან მოკლას ეგე, მე ვიცი, რამეთუ მეფემან განამდიდროს, ასული თჳსი მისცეს მას ცოლად და სახლი მამისა განათავისუფლოს ისრაჱლსა შორის. 26და ვითარცა ესმა სიტყუა ესე დავითს, და ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმანცა მოკლა უცხოთესლი ესე, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისა? ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა? 27მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მისგანმან სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი. 28და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა. 29მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე? 30და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე იტყოდა, და მიერ ერისაგან მიუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა. 31და სიტყვა იგი დავითისი უთხრეს საულს, და მიიყვანეს დავით და წარ-ხოლო-უდგინეს საულს. 32სიტყუად იწყო დავით წინაშე საულისა და თქუა: ნუ შეძრწუნდები, უფალო ჩემო მეფევ, რამეთუ მონა შენი განვიდეს და ბრძოლა-უყოს უცხოთესლისა მის თანა. 33მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: შენ ყრმაღა ხარ და იგი განსრულებული კაცი არს და მბრძოლი სიჭაბუკითგან მისით. ვერ შემძლებელ ხარ წინადადგომად მისა. 34სიტყუად იწყო დავით საულისა და ჰრქვა: ოდეს ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩუენისათა უდაბნოსა ზედა, მოვიდის ლომი, ანუ თუ დათჳ და წარიღის კრავი, ანუ თუ ვაცი, 35ვეწივი და პირისა მისისაგან გამოუღი, და თუ ზედამიმიჴდის, მე მკლავნი მოვსცნი, და შევმუსრი და მოვკლი იგი. 36და აწ შერაცხილ იყავნ უცხოთესლი იგი წინადაუცუეთელი, ვითარცა ერთი ბოროტთა მჴეცთაგანი. ვითარ არა მოვიდე და მოვჰკლა იგი და აღვჴოცო ყუედრება ისრაჱლსა შორის დღეს? რამეთუ ვინ არის წინადაუცვეთელი ესე, რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა? 37მაშინ თქუა დავით: თავადმან უფალმან ღმერთმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისასა და მკლავთაგან დათჳსათაგან, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან მის წინადაუცვეთელისა უცხოთესლისათა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გვალე, განვედ მისა და უფალი იყავნ შენ თანა. 38და შთააცვა დავითს ჯაჭვი ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი სპილენძისა დაადგა თავსა მისსა. 39და ჴმალი მისი შეარტყა წელთა მისთა და განსლვასა მისსა კელობად იწყო დავით და ბრკომად, რამეთუ უმეცარ იყო იგი. მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვერ განუჴდე ამით, რამეთუ უმეცარ და უხეშ ვარ ამისა! ფერჴი დაიპყრა დავით და განიძარცვა საჭურველი იგი მისგან. 40და მოიღო არგანი იგი მისი სამწყემსო და გამოირჩივნა მან ხუთნი ქვანი რიყისანი მრგვალნი, და შთასხნა იგინი ვაშკარანსა მას სამწყემსოსა და შურდულნი მისნი მოიხუნა ჴელთა თჳსთა, და განვიდა უცხოთესლისა მის გმირისა. 41და მიერ წარმოემართა უცხოთესლი იგი და მოუვიდოდა დავითს და ვითარცა მოეახლა მას, ფერჴი დაიპყრა, და მეფარე ერთი წინაუფარებდა მას. 42და ვითარცა იხილა უცხოთესლმან მან დავით, რამეთუ ჭაბუკი იყო შუენიერ და მწითურ, შეურაცხ-ყო იგი. 43ჰრქუა უცხოთელსმან დავითს: ძაღლი ნუ ვარ მე, რამეთუ არგნითა და ქვითა გამოხვედ ჩემ ზედა? და ჰრქუა: უაღრეს ძაღლთასა ხარ შენ! და დაწყევა უცხოთესლი იგი დავით კერპითურთ მისით. 44და ჰრქუა უცხოთესლმან: მოგვალე და დავსხნე ჴორცნი შენნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა! 45მიუგო დავით და ჰრქუა: მოგვალე შენ, ეგერა, ჩემ ზედა მოხვალ ჯაჭჳთა, ჰოროლითა და ფარი[თა], ხოლო მე მოგივალ შენდა სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა და, ესერა, ამისგან ისრაჱლისა, რომელსა-იგი შენ აყუედრებდი დღეს! 46რამეთუ შემოგაწყჳდა უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა და მოგკლა შენ ადგილობანსა, მახჳლითავე შენითა მოგკვეთო თავი შენი და დავსხნე ფერჴნი შენნი და ჴორცნი შენნი და ჴორცნი ერისა მაგის უცხოთესლთანი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა! და სცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ არს ღმერთი ისრაჱლსა შორის! 47და სცნას ყოველმან ამან ერმან, რამეთუ არა მახჳლითა, არცა ჰოროლითა და ჯაჭვითა იჴსნის უფალმან, არამედ უფლისა მიერ არის ძლევა ბრძოლასა შინა! და განგწირნეს თქუენ უფალმან ჴელთა მომართ ჩუენთა! 48და მოეახლებოდა უცხოთესლი იგი დავითს და დავით ისწრაფა და განვიდა შემთხუევად უცხოთესლისა მის. 49და შთაყო ჴელი თჳსი დავით ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვა ერთი, და შთადვა იგი შურდულთა მას მისთა და განსტყორცა და მიამთხჳა შუბლსა უცხოთესლსა მას, და შევიდა ჩაფხუტით, შუბლი ჩასტეხა და ტვინად ჩაუგდო და პირდაქვე ზედა ქუეყანასა დასცა. 50და განძლიერდა დავით უფროს უცხოთესლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა და ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი, და მახჳლი საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას. 51ფერჴნი განუტევნა დავით და მოვიდა უხცოთესლისა მის, მუჴლი ყელსა დაადგა და აღმოჰჴადა ჴმალი მისი და თავი ჩაფხუტითურთ მოჰკუეთა. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ მოკლა ძლიერი იგი მათი, მეოტ იქმნნეს. 52და აღიზახნეს ისრაჱლისამან და იუდასამან, ღაღად-ყვეს და მიეტევნეს მათ ზედა და აღჴოცდეს ვიდრე გეთადმდე და ვიდრე ბჭედმდე ასკალონისა. და დაეცნეს წყლულნი მრავალნი უცხოთესლთანი გზასა ზედა, ვიდრე ბჭედ გეთისა და ასკალონისა. 53და მოიქცა ერი ისრაჱლთა, დაესხა ნატყუენავსა და ნაყარსა ბანაკისა მათისასა და სცარცვიდეს მძორებსა მათსა. 54და წარიღო დავით თავი იგი უცხოთესლისა მის, და შეიღო იგი იერუსალჱმად და ჯაჭჳ და საჭურველი მისი მოიღო საყოფელად თჳსა. 55რაჟამს იხილა საულ ზედამისლვა დავითისა უცხოთესლისა მის, ჰრქუა აბენერს, სპასპეტსა თჳსსა: ვისიმე რა შვილი არს ჭაბუკი ისი? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე, არა უწყი. 56და ჰრქვა მეფემან: ჰკითხე მას, უკუეთუ ვისი ძე არს ჭაბუკი ეგე? 57და ვითარცა მოვიდა დავით ახოვანებისა მისგან, რამეთუ მოეკლა უცხოთესლი იგი, უპყრა ჴელი აბენერ და შეიყვანა იგი წინაშე საულისა, და თავი იგი ახოვანისა მის ჴელთა შინა დავითისათა. 58მიუგო დავითს საულ და ჰრქუა მას: ვისი შვილი ხარ, ჭაბუკო? მიუგო დავით და ჰრქუა: ძე ვარი მე მონისა შენისა იესესი ბეთლემელისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |