მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 20

1და წარმოვიდა დავით ნავათით არამასისით და შეემთხჳა იონათანს და ჰრქუა: რა შევსცოდე, ანუ რა ბოროტი ვყავ მამისა შენისა მიმართ, რამეთუ მეძიებს მე მოკლვად?

2მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ! რამეთუ არა მოჰკუდე! რამეთუ არა იყოს სიტყუაჲ მამისა, რომელიმცა არა ვსცან კეთილი, გინა ბოროტი. და ყოველივე გაცნობო შენ.

3მიუგო დავით იონათანს და ჰრქუა: რამეთუ უწყის მამამან შენმან, ვითარღა მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა და ესრე ჰნებავს, ვითარმედ, ნუმცა უწყის იონათან სიტყუაჲ ესე, რათა არა უმხილოს დავითს. ხოლო ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, რამეთუ ჭეშმარიტად განმზადებულ არს სიკუდილი წინაშე მამისა შენისა.

4და ჰრქუა იონათან დავითს: და რა გნებავს, თქუ, და იგიცა ვყო.

5ჰრქუა დავით იონათანს: აჰა, ესერა, ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა. და ჩემდა ჯერ-არს პურის რთვა მეფისა, და შენ განმავლინე მე, და მე მივიდე და დავემალო ველსა გარე სამ დღე!

6და უკუეთუ მიკითხევდეს მამა შენი, ჰრქუა მამასა შენსა, ვითარმედ: იჯმნა დავით ჩემგან და მივიდა ბეთლემად, ქალაქად თჳსა, რამეთუ დღესასწაული არს მსხუერპლთა შესაწირავისა ნათესავ-ტომითურთ მისით.

7უკუეთუ თქვას მამამან შენმან, რამეთუ: კეთილ არს! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს მონისა შენისა. უკუეთუ ფიცხლად რამე მოგიგოს შენ, უწყოდე, რამეთუ ყოვლად ბოროტი ჰნებავს ჩემთჳს.

8ხოლო შენ წყალობა-ყავ ჩემთჳს, მონისა შენისა, რამეთუ აღთქმით წინაშე ღმრთისა მომიყვანე მე დღესა, და უკუეთუ შეცოდება რაჲმე ჰპოო ჩემ თანა, მონისა შენისა, შენ მომკალ მე და ნუ შემიყვანებ მე წინაშე მამისა შენისა.

9მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე! უკეთუ ვსცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად განრისხებულ არს მამა ჩემი შენთჳს, მოვიდე და გაუწყო შენ და მეოტ იქმნა.

10და ჰრქუა დავით იონათანს: და აწ ვინმე მოვიდეს და მითხრას მე ფიცხლად, თუ რაჲმე მოგაგოს შენ მამამან შენმან ჩემთჳს?

11მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: მოგვალე და განვიდეთ ველად! და განვიდეს.

12რქვა იონათან დავითს: უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან უწყის, გამოვკითხო მამასა ჩემსა შენთჳს, რაჟამს მარჯვე იყოს ორგზის და სამგზისცა. და თუ კეთილი რაჲმე თქუას შენთჳს, გინა ბოროტი, გამოგივლინო კაცი და გაუწყო შენ.

13ესე და ესე უყავნ, უფალო, იონათანს, უკუეთუ ყოველივე ადრე არა გაუწყო შენ და წარგავლინო შენ ჩემგან მშჳდობით. და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა, ვითარცა იყო მამისა ჩემისა თანა.

14და ცოცხალიღა თუ ვიყო მე, ყავ ჩემდა მომართ წყალობაჲ! უკუეთუ მოვკუდე,

15ნუვე დააყენებ წყალობასა სახლისა ჩემისათჳს უკუნისამდე ჟამთა და რომელსა ჟამსა მოჰჴოცნეს უფალმან ყოველნი მტერნი დავითისანი თითოეულად პირისაგან ქუეყანისა!

16რათა იპოებოდეს სახელი იონათანისი სახლსა დავითისისა, იძიენ უფალმან ჴელთაგან მტერთა დავითისათა!

17და შე-ღავე-სძინა იონათან ფიცად დავითის მიმართ, რამეთუ უყუარდა იგი ფრიად.

18და ჰრქუა მას იონათან: ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა და

19ხილვით იხილოს საჯდომელი შენი და შენ სამგზის იხილო, და მოხჳდე ადგილსა მას, სადაცა დამალულ იყო დღესა მას საქმისასა მაგას ქვეშე.

20და მე მოვიდე და განვსტყორცნე სამნი ისარნი უტევნად.

21და მივავლინო ყრმა ჩემი, და ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ: მომართვენი ისი ისარნი ჩემნი, რომელ შევსტყორცენ! უკუეთუ ვრქვა, ვითარმედ: ეგერა, ისარნი იგი შენ კერძო! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს და არა არს სიტყუაჲ ბოროტი. ცხოველ არს უფალი!

22უკუეთუ ესრე ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ შენითგან მიმართ მი-რე-იძიე, აღდეგ და ივლტოდე, რამეთუ წარგგზავნა შენ უფალმან.

23ხოლო სიტყჳსა მისთჳს, რომელსა ვიტყოდეთ შენ და მე, მოწამე არს შორის ჩემდა და შორის შენსა ღმერთი, ნათესავისა ჩემისა შორის და ნათესავისა შენისა უკუნისადმე ჟამთა!

24და დაემალა დავით ველსა მას შინა, და იყო დღესასწაული იგი თთვისთავისა. და მოვიდა მეფე ტაძრად პურის-ჭამად.

25და დაჯდა მეფე საინაჴესსა თჳსსა და შემდგომად მისა დაჯდა იონათან, და მოვიდა აბენერ და დაჯდა გუერდით კერძო საულისსა, ხოლო ადგილი იგი დავითისი ცუდად დაშთომილ იქმნა.

26და საულ არა თქუა მას დღესა შინა, რამეთუ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ ნუთუ ზრუნვასა რასმე შეპყრობილ იყოს გული მისი და არა განწმედილ იყოს.

27და იყო ხვალისაგან, მეორესა დღესა მის თვისასა მიხედა საულ და იხილა ადგილი იგი დავითისი ცალიერადვე და ჰრქუა იონათანს, ძესა მისსა: რადმე არა შემოვიდა ძე იესესი გუშინ, ანუ დღეს პურის-ჭამად?

28მიუგო იონათან და ჰრქუა: იჯმნა ჩემგან მისლვად ბეთლემად, ქალაქად თჳსა.

29რამეთუ ესრე მრქუა, ვითარმედ: განმიტევე მე, რამეთუ შესაწირავი უყოფიეს ნათესავთა ჩემთაო და კაცი მომივლინესო ძმათა ჩემთა, რათა მივიდეო.აწ მიპოვნიეს თუ მადლი წინაშე შენსა, მივიდეო და ვიხილნე ძმანი ჩემნი და მის გამო არა შემოვიდა პურის-ჭამად შენს წინაშე.

30და განრისხნა საულ ფრიად იონათანის ზედა და ჰრქუა: შობილო ქალო, გულ-დედალო, მდედრ გაზრდილო! მე არა ვიცი, რამეთუ შენ ერთგულ ხარ ძისა იესესისა სირცხჳლად შენდა და საგინებელად გამოჩინებისა სარცხჳნელისა დედისა შენისა?

31რამეთუ ყოველთა დღეთა, ვიდრე ცოცხალ იყოს ძე იესესი ქუეყანასა ზედა, არა განგემარჯოს მეფობაჲ შენი. აწ წარავლინე ადრე და შეპყრობად-ეც იგი და მოყვანებად, რამეთუ შვილი სიკუდილისა არს იგი!

32მიუგო იონათან მამასა თჳსსა და ჰრქვა: რასათჳს მოკუდების იგი, რა შეუცოდებიეს?

33და აღიტაცა საულ ლახვარი იგი, რათამცა მოკლა იონათან, და სცნა იონათან, განაღაობით ნებავს მამასა მისსა მოკლვა დავითისი.

34აღდგა იონათან ტაბლისა მისგან გულისწყრომით, გამოვიდა და არა ჭამა პური, რამეთუ განტყდა გული მისი დავითისათჳს, რამეთუ განიზრახა მამამან მისმან მოკულა დავითისი.

35და იყო ხვალისაგან, გამოვიდა იონათან ველად პაიმანისა მისებრ, რომელ დაედვა დავითის თანა და ყრმა ერთი მცირე მის თანა.

36და ჰრქუა იონათან ყრმასა მას: გვალე, მომართვენ ისარნი ჩემნი, რომელ გავსტყორცნო! და წარვიდა ყრმა იგი და განსტყორცნა ისარნი მოღებად.

37და მირბიოდა ყრმა იგი ადგილსა მას ისართასა, რომელ-იგი სტყორცნა იონათან და უჴმო უკანა ყრმისა მის იონათან და ჰრქუა: შენსა მიმართრე არს ისარნი.

38და უჴმო იონათან ყრმასა მას და ჰრქუა: მიისწრაფე ადრერე და ნუ დაიყოვნი! და აკრიბნა ყრმამან ისარნი იგი და მოართუნა უფალსა თჳსსა.

39ხოლო ყრმამან მან არა იცოდა ზრახვა იგი მათი, გარნა იონათან და დავით.

40და აღჴსნა იონათან მშჳლდი იგი და ისარნი და მისცა ყრმასა და ჰრქუა: გვალე, ადრე მიისწრაფე ქალაქად!

41და წარვიდა ყრმა, და აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის; და პირსა აკოცნეს ურთიერთას და ტიროდეს განყენებისა მათისათჳს მყოვარ ჟამ.

42და ჰრქუა იონათან დავითს: აწ გვალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! და ვითარცა ვფუცეთ ურთიერთარს სახელსა მას უფლისასა და ვთქუ, ვითარმედ მოწამე არს უფალი შორის შენსა და ჩემსა და შორის ნათესავისა ჩუენისა, ეგრეცა იყავნ ვიდრე საუკუნომდე!

43და აღდგა დავით და წარვიდა, და იონათან შევიდა ქალაქად თჳსსა.


წინა თავი შემდეგი თავი