მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 21

1და მოვიდა დავით ნობად აბიმელიქსა მღდელისა, და განუკჳრდა აბიმელიქს მღდელსა მისლვა იგი დავითისი და ჰრქუა: რად ეგრე? რაჲსათჳს მარტო მოხვალ და არა ვინ არს შენ თანა?

2მიუგო დავით და ჰრქუა აბიმელიქს, მღდელსა ღმრთისასა: სიტყუაჲ ერთი მიბრძანა მე მეფემან საიდუმლო და მომავლინა, და მონანი ჩემნი განვიშვენ, და მელიან მე ადგილსა, რომელსა ჰრქჳან სარწმუნო ღმრთისა.

3და აწ თუ გიც ხუთი ჴვეზა პურისა და სხუაცა თუ რამე არს ჴელთა შენთა, მომეც.

4მიუგო მღდელმან მან და ჰრქუა: არა არს პური შერეული ჴელთა შინა ჩემთა, გარნა პური იგი შესაწირავისანი. აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ.

5მიუგო დავით მღდელსა და ჰრქუა: დედათაგან წმიდა ვართ, გუშინდლითგან და ძოღანდლითგან, ვინათგან გამოვედით გზასა ამას, წმიდა ვართ, და გზათა, თუ ესე საეჭველ არს, ხოლო დღეს წმიდა ვართ, და ყრმანიცა ჩემნი განწმედილ არიან.

6ამოიღო პური იგი აბიმელიქ და მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა.

7და იყო ვინმე მუნ მონათა მათგანი საულისთა კაცი ერთი, სულით სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მისი დოიკ იდუმელი, მეჯორე საულისი.

8და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, არს თუ სადა შენ თანა ჰოროლი, ანუ ჴმალი, ანუ ლახვარი, რამეთუ ჴმალი ჩემი და საჭურველი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისა მსწრაფლ იყო.

9მიუგო მღდელმან მან და ჰრქვა: აჰა, ეგერა, ჴმალი იგი გოლიადისა, უცხოთესლისა მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელისსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს, იგი თუ მიგაქუს, მიიღე; ხოლო მახჳლი არა არს ჩემ თანა, თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომართუ მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობესი! მოიღო აქიმელექ ჴმალი იგი და მისცა მას.

10და ადგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან, და მოვიდა იგი ანქუშისა, მეფისა მის გეთელთასა.

11მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?

12და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა, მეფისა გეთელისა.

13და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარით კარად მიბჭედმდე ქალაქისა, მერმე იწყო ოთხითა სლვად, გორვად და პეროად და აღავსებდა პერითა მით წვერთა მისთა.

14და ჰრქუა ანქუშ მონათა თჳსთა: სადა ჰპოვეთ კაცი ეგე სულითა სნეული, რამეთუ მოიყვანეთ ეგე ჩემ წინაშე?

15ნაკლულ ნურა ვიყვენით ჩუენ ესევითარითა სნეულითა, რად გამოიყვანედ ესევითარი სნეული წინაშე ჩემსა? აწ ნურღარა შემოვალნ ეგე სახლსა ჩემსა.


წინა თავი შემდეგი თავი