მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მეფეთა წიგნი |
თავი 22 |
1და წარვიდა დავით მშჳდობით, განერა და მივიდა იგი ქვაბთა მათ ოდოლონისათა. ესმა რა უკუე ძმათა მისთა და ყოველსა სახლსა მამისა მისისასა, და მოვიდეს მუნ. 2და შემოუკრბებოდა მას ყოველი ჭირვეული და იყო მათა ერისთავ და იყუნეს იგინი ვითარ ოთხას ოდენ კაცი. 3და წარვიდა იგი მასეფთად მოაბელთა და ჰრქუა დავით მეფესა მას მოაბელთასა: იყუნედ მამა ჩუენი და დედა ჩუენი შენ თანა, ვიდრემდის ვსცნა, თუ რა ყოს ღმერთმან ჩუენთჳს. 4და შეეაჯა მეფესა მას მოაბელთასა. და იყუნეს მის თანა, ვიდრე იყო დავით ჭირსა მას შინა. 5და ჰრქუა მას გაად წინაწარმეტყუელმან: ნუ ჰზი შენ ქალაქსა ამას, არამედ წარვედ შენ ქუეყანად იუდაისა! და წარვიდა დავით მიერ და მივიდა და დაემკჳდრა ქალაქსა მას სართისა. 6და ესმა საულს, ვითარმედ დავით გამოჩნდა და კაცებიცა იგი, რომელ იყო მის თანა. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა საჴნველთასა, და ჰოროლი ჴელთა ჰქონდა მას, და მონანი იგი მისნი დგეს წინაშე მისსა. 7მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: ისმინეთ ესე, ნაშობნო ბენიამენისანო! უკუეთუ ნანდვილვე ძემან იესესმან მოგცეს თქუენ დაბნები და აგარაკები, გინა ზვრები ვენაჴთა, ანუ თუ დაგადგინეს თქუენ ასისთავად და ათასისთავად? 8რამეთუ ყოველნი სდგათ და არა ვინ იპოვა კაცი ერთი თქუენგანი, რომელმანცა მიმხილა მე, რაჟამს-იგი შეიყოფვოდეს, აღთქუმასა ჰყოფდეს ძე იგი ჩემი იონათან ძისა თანა იესესისა; და არა ვინ იყო თქუენგანი, რომელსამცა გული ელმოდა ჩემთჳს, და მიმხილა მე, რაჟამს აღადგინებდა ძე იგი ჩემი მონასა ჩემსა მტრად ჩემდა, ვითარცა-ესე დღესდღე. 9მიუგო დოიკ იდუმელმან, მეჯორემან საულისამან, და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი, რაჟამს მოსრულ იყო ნოაბად აქიმელექისსა, ძისა აქიტობისა, მღდელისა მის. 10და იკითხჳდა იგი მის მიერ უფლისაგან, და საგზალი მისცა მას და ჴმალი იგი გოლიადისა მისცა მას. 11და წარავლინა საულ მოწოდებად აქიმელექ მღდელისა, ძისა აქიტობისა, და ყოველთა მამისა მისისათა მღდელთა მათ, რომელნი იყუნეს ნობას. და მოკრბეს ყოველნი საულისა. 12და ჰრქუა მას საულ: შენ გეტყჳ, აქიმელექ, ძეო აქიტობისაო! და ჰრქუა მან: აჰა, აქა ვარ! იტყოდეს უფალი! 13ჰრქუა მას საულ: რაჲსათჳს შეეზრახე შენ ძესა იესესსა ჩემთჳს და მიეც მას საგზალი და ჴმალი იგი გოლიადისა? და იკითხვიდიღა მისთჳს უფლისაგან აღდგომად მისა მტერად ჩემ ზედა. ვითარცა ესე დღესდღე. 14მიუგო აქიმელექ და ჰრქუა: ვინ სარწმუნო იყო მონათა შენთაგანი, ვითარ დავით, არამედ სიძეცა გეყო იგი მეფესა და ჴელმწიფე და განმგებელ ყოველსა განსაგებელსა სამეფოსა. 15და დღეს არარომელ მიც კითხვად მისთჳს უფლისაგან, ნუ იყოფინ, მეფე, და ნუ დაჰკრებ მონასა შენსა ზედა ბრალსა, ნუცა სახლსა ზედა მამისა ჩემისასა, რამეთუ არა ვიცი მე ზაკვა მაგას შინა, დიდი სიტყუაჲ ანუ მცირე. 16ჰრქუა მას საულ მეფემან: სიკუდილით მოჰკუდე შენ, აქიმელექ, და ყოველი სახლი მამისა შენისა! 17ჰრქუა საულ მსახურთა მათ მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა: წარიყვანენით მღდელნი ეგე უფლისანი და მოსწყჳდენით ყოველნი! რამეთუ ჴელი მაგათი დავითის თანა არს და უწყოდეს მაგათ სივლტოლა იგი მისი და არა მაუწყეს მე. ხოლო მათ არა ჯერ-იჩინეს მოკლვა მღდელთა მათ უფლისათა. 18და ჰრქუა საულ დოიკ იდუმელსა: მივედ და მოსწყჳდენ მღდელნი ეგე უფლისანი მახჳლითა! მივიდა დოიკ იდუმელი და მოსწყჳდნა მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა, და მოსრნა მან მას დღესა შინა სამასოთხმოცდახუთი კაცნი, რომელნი-იგი წარდგებოდეს მსახურებასა მას უფლისასა. 19ნობა, ქალაქი იგი მღდელთა, მოსრა მახჳლითა მამაკაცითგან მიდედაკაცამდე, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი ყოველი მოსრა პირითა მახჳლისათა. 20და განერა მუნ ძე ერთი აქიმელიქისა, ძისა აქიტობისა, რომლისა სახელი აბიათარ, ივლტოდა და მივიდა დავითისა და იყო მის თანა. 21და უთხრა მას ამოწყუედა იგი მღდელთა მათ. 22და ჰრქუა დავით აბიათარს: ვსცან მასვე დღესა, რაჟამს ვიხილე მე დოიკ იდუმელი იგი, მეჯორე, და ვთქუ-მეთქი: მიუთხრას ესე ყოველი საულს. აწ მე თანამდებ არა ვარ სისხლთა მათთა და ყოვლისა მის სახლისა მამისა შენისასა. 23აწ იყავ შენ ჩემ თანა და ნუ გეშინინ! რამეთუ ვიძიო შური შენი, ვითარ თავისა ჩემისა, ხოლო აწ შენ განრინებულ ხარ და იყავ ჩემ თანა! |
წინა თავი | შემდეგი თავი |