მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 24

1და წარვიდა დავით და დაადგრა ძნელოვანსა მას გადდესა.

2და იყო, ვითარცა მოიქცა საულ უცხოთესლთა მათგან, უთხრეს მას, ვითარმედ: აჰა, ესერა, დავით მოსრულ არს უდაბნოსა მას გადესსა!

3და წარიყვანა საულ მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ყოველთაგან ისრაჱლთასა და მივიდა ძიებად დავითისა და ესეკ სადამისისა ადგილთა კაპანთა ფრიალოთა.

4და მოვიდა იგი ადგილსა მას მწყემსთასა. და იყო მუნ ქვაბი ერთი. და შევიდა მუნ საულ განსვენებად მას შინა. და დავით ერითურთ მისით დამალულ იყო შინაგან ქვაბთა.

5და ჰრქუეს კაცთა მათ დავითს, რომელნი მის თანა იყუნეს: ესე დღე მათ დღეთაგანი არს, რომელსა დღესა აღგითქვა ღმერთმან მოცემად მტერთა შენთა ჴელთა შინა შენთა. აწ ყავ, რომელი კეთილ არს შენ წინაშე! და მოვიდა დავით მსწრაფლ საულისა და მოჰკუეთა ფრთე ერთი ქლამინდისა მისისისა.

6და შეინანა ფრიად დავით გულსა შინა თჳსსა, რამეთუ მოჰკუეთა ქლამინდსა მისსა.

7და ჰრქუა დავით ერსა მას: ნუ იყოფინ ჩემდა ეგე უფლისა მიერ, რათამცა ვნებაჲ რამე შევამთხჳე უფალსა ჩემსა, რამეთუ ცხებული უფლისა არს იგი!

8და შეაჯერა დავით სიტყჳთა ამით ერსა მას მისსა და არა ვის უტევა მოკლვად საულისა. და გამოვიდა საულ ქვაბისა მისგან და წარვიდა გზასა თჳსსა.

9შემდგომად მისა გამოვიდა დავითცა და უჴმობდა მიმართ და თქუა: უფალო ჩემო მეფე! და გარეუკმოიხედნა საულ და დადრკა დავით და დამხედ თაყუანი-სცა მას.

10ჰრქვა დავით მეფესა: რადმე ისმენ სიტყუასა მონათა შენთასა, რომელნი გითხრობენ, ვითარმედ დავით გიმზირს შენ მოკლვად?

11აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა შენ უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა ქვაბსა ამას შინა და მე არა მოგკალ, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, რამეთუ უფალი არს ჩემი.

12და აწ იხილე, რამეთუ კიდე ქლამინდისა შენისა არს ჴელთა შინა ჩემთა, რომელი მოვკუეთე, და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს უკეთურება ჩემ თანა და არცა შეურაცხება და უთნოობა, და არცა გავნე შენ, და შენ მდევნი მე.

13და აწ საჯენ უფალმან ჩემ შორის და შენ შორის! და სამართალი გამომეცინ მე უფალმან შენგან, რამეთუ ჴელმან ჩემმან არა გავნო შენ.

14ვითარცა-იგი თქჳან პირველთა მათ სიტყჳსჯერად, ვითარმედ: ჴელთაგან უსჯულოსათა გამოჴდეს ცოდვა. აწ, ესერა, ჴელნი ჩემნი შენდა მიმართ არა შეიგინნეს!

15და ვის შეუდგნ და სდევნ მეფე ეგე ისრაჱლისა, ძაღლსა ერთსა მკუდარსა უკანაშეუდგ და სდევნი, ანუ თუ გრწყილსა ერთსა დასდევ უდაბნოსა ამას ზედა?

16საშჯელი ყავნ უფალმან შენდა და ჩემ შორის და სამართალი გამომეცინ ჴელთაგან შენთა!

17და იყო, ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე დავით, ჰრქუა საულ: ესე შენი ჴმა არს, შვილო ჩემო დავით? და ტიროდა საულ ჴმითა მაღლითა.

18და თქუა: ყოველი სამართალი შენი უფროს არს, ვიდრე ჩემი, შვილო! რამეთუ შენ მომაგე მე კეთილი და მე მიგაგე შენ ბოროტი კეთილისა წილ.

19და დღესცა შენვე მომაგე კეთილი, ვითარ-იგი შენ მითხარ, რამეთუ შემომამწყუდია უფალმან დღეს ჴელთა შენთა, და შენ არა მომკალ მე.

20და ვინმე არს, რომელმანცა პოვა მტერი იწროებასა შინა და არა მოკლა იგი, არამედ განუტევა იგი გზასა თჳსსა კეთილობითა? უფალმან მიაგოს მას კეთილი, ვითარცა ესე შენ ყავ დღეს ჩემთჳს!

21და აწ ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და მიიწიოს უფლება შენი ყოველსა ზედა ისრაჱლსა!

22და აწ მოვედ და მეფუცე მე უფალსა, რათა არა აღჴოცო შემდგომად ჩემსა ნათესავი ჩემი და არა წარსწყმიდო სახელი ჩემი სახლისაგან მამისა ჩემისა!

23და ეფუცა დავით საულს. და წარვიდა საულ სახიდ თჳსა და დავით და მისთანანი იგი აღვიდეს მასეფთად იწროსა მას.


წინა თავი შემდეგი თავი