მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 25

1და მას ჟამსა მოკუდა სამოველ და შეკრბა ყოველი ისრაჱლი. და დაიტყებეს იგი და დაფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს და დავით შთავიდა უდაბნოსა მას მაონისასა.

2და იყო მუნ კაცი ერთი მაონას და არვე მისი კარმელს; და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხა და რისვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს.

3სახელი კაცისა - მის ნაბალ და ცოლისა მისისა აბეგა. და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ქმნულებითა, ხოლო ქმარი იგი მისი ფიცხელ და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უღირს გონებითა თჳსითა.

4და ესმა დავითს, ვითარმედ რისავს ნაბალ კარმელს საცხოვარსა თჳსსა.

5და წარავლინა დავით მონანი თჳსნი ათნი და ჰრქუა: მივედით თქუენ კარმელად ნაბაალისსა და არქუთ მას კითხვად მშჳდობისა ჩუენ მიერ.

6და არქუთ მას, ვითარმედ, ესრე თქუა დავით: მშჳდობა და სიცოცხლე შენ თანა იყავნ და სახლისა შენისა და ყოველი, რაჲცა იყოს შენი.

7აწ გვესმა ჩუენ, ვითარმედ რისვა არს მწყემსთა მათ შენთა საცხოვარისა მის შენისა, რომელნი იყოსვე ჩუენ თანა მთასა მას კარმელსა.

8და შენცა ჰკითხე მწყემსთა მაგათ და გითხრან შენ. და აწ პოვედ მონათა მათგან ჩემთა მადლი წინაშე შენსა, რამეთუ ჟამსა დღესა კეთილსა მიმთხუეულ ვართ, აწ მო-რა-მეც შვილსა ამას შენსა, რაჲცა გეპოოს ჴელთა შენთა.

9და მოვიდეს მონანი იგი დავითისნი ნაბალისა და უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

10და განჰკრთა ნაბალ და ჰრქუა მონათა მათ დავითისთა რისხჳთ: ვინ არს დავით, ანუ ვინ არს ძე იგი იესესი? აწ დღეს გან-რამე-მრავლებულ არიან, დაუტეობიან თჳთეულად თჳსნი უფალნი და განძლიერებულ არიან თჳსთა უფალთაგან!

11და აწ მოვიღო პური ჩემი და ღჳნო ჩემი და პატრუჭაკი იგი ჩემი, რომელ დაუკალ მრისველთა ჩემთა და მივსცე კაცთა მათ, რომელ არა ვიცნი, ვინანი არიან?

12და წარმოვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი.

13და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელნი მის თანა იყუნეს: აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი თჳთეულად! და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი და წარვიდეს დავითის თანა, ვითარ ოთხასი კაცი, და ორასნი შინა დადგეს ვანისმცველად.

14და მუნთქუესვე მირბიოდა ყრმა ერთი აბგეასა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი იგი, რაჲცა ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვსცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შერაცხნა იგინი.

15და კაცნი იგი კეთილ იყუნეს ჩუენთჳს და ფრიად, არას გვავნებდეს ჩუენ, ვიდრე-იგი ვიყვენით ჩუენ არეობად.

16და ვითარცა ზღუდე იყუნეს ჩუენთჳს დღე და ღამე ყოველთა დღეთა, ვიდრე-იგი მათ თანა ვიყვენით მთასა მას, შეგვეწეოდეს დღით და ღამით, ვიდრე-იგი ვმწყსიდით საცხოვარსა ამას.

17აწ განიზრახე გონებასა შენსა, რაჲ ყო, რამეთუ მოწევნად არს ბოროტი უფალსა ჩუენსა ზედა და სახლსა ზედა ნაბალისასა, რამეთუ იგი კაცი ჯერკვალი არს და არა ჯერ-არს სიტყჳს-გებად მისა!

18განკრთა აბგეა და აღდგა მსწრაფლ და მოიღო მან ორასი ჴუეზა პური, ორი საწყული ღჳნო და ხუთი ცხოვარი მომზადებული და ხუთი ჴჳმირი ჴალი და ჴჳმირი ერთი სკიჭი, ორასი ლეღვისკვერი, და აჰკიდა იგი კარაულთა.

19და წარსცა იგი წინა მონათა მისთა და ჰრქუა: ვიდოდით თქვენ და მე გეწიო უკანა! და ქმარსა მას მისსა არა უთხრა.

20და ვითარცა-იგი აღჯდა კარაულსა თჳსსა, შთავიდოდა იგი შთამართ მთისასა. და, აჰა, დავით ერითურთ აღმოვიდოდა და შეემთხჳვნეს გზასა ზედა.

21სიტყუად იწყო დავით მიერვე და თქუა: ცუდად ვიდრემე ვსცევდ ყოველსა მას საცხოვარსა ნაბალისასა უდაბნოსა მას ზედა და არა ვის უტევე დაჭირვება მისა და აწ მან მომაგო მე ბოროტი კეთილისა წილ?

22ესე რაჲმე უყავნ ღმერთმან დავითს და ესე შესძინენ, უკუეთუ დაუტეო მე სახლისა მის ნაბალისი ვიდრე განთენებადმდე ყრმაცა ერთი, რომელიმცა მიექცა კედელსა!

23ვითარ იხილა აბგეა დავით, გარდაჴდა სწრაფით კარაულსა თჳსსა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე დავითისა და თაყუანი-სცა მას.

24უპყრა ფერჴთა და ჰრქუა: ჩემდა მომართ არს, უფალო, შეცოდება ესე! აწ იტყოდის მჴევალი ესე შენდა მიმართ და ისმინე მჴევალისა შენისა.

25და ნუ ჰყოფს ბოროტსა უფალი ჩემი კაცისა მისთჳს ბილწისა, რამეთუ შემსგავსებულად საქმისა მისისა არს სახელიცა მისი, რამეთუ ნაბალ ითქმის უწესობა და უგუნურება, ხოლო მე, მჴევალმან შენმან, არა ვიხილენ მონანი იგი შენნი, რომელ აღმოგევლინნეს მუნ.

26და აწ, უფალო ჩემო, ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! რამეთუ დაგაყენა შენ უფალმან, რათამცა არა მოვიდა შენ ზედა სისხლი უბრალო და დაიცვა ჴელი შენი შენ თანა. აწ ნაბალისებრ შეიქმნედ ყოველნი მტერნი უფლისა მაგის ჩუენისანი, რომელთა უნდა ბოროტი უფლისა მაგის ჩუენისა.

27და აწ მოიღე კურთხევა ეგე, რომელ მიგიპყარ მჴევალმან შენმან უფალსა ჩემსა და მიეც მონათა მაგათ შენთა, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ჩემისა.

28და მიუტევე შეცოდება მჴევალსა შენსა და ყოს უფალმან უფლისა ჩემისა სახლი სარწმუნო და ღუაწლი იგი უფლისა ჩემისა. და უფალმან ღმერთმან მოიღუაწოს და ბოროტი შენ თანა არა იპოოს.

29და აღ-თუ-დგეს ვინმე მბრძოლად უფლისა ჩემისა და ვინმე დგეს, ეძიებდეს სულსა შენსა და იყოს სული იგი უფლისა ჩემისა შეკრულ კრულებითა მით ცხორებისათა უფლისა ღმრთისათა და თავი მტერთა შენთა შემუსრო შურდულთა შინა შენთა.

30და ყოს უფალმან უფლისა ჩემისათჳს კეთილი, რომელიცა-იგი აღგითქუა შენ და დაგამტკიცოს შენ უფალმან მთავრად და წინამძღურად ისრაჱლსა ზედა!

31და ნუ შეგემთხუევინ შენ ესე ბილწება და საცთური, უფალსა ჩემსა, დათხევად სისხლისა მართლისა უბრალო! დაიცვეს უფალმან ჴელი უფლისა ჩემისა ბოროტისაგან და ახაროს უფალმან უფალსა ჩემსა და მოიხსენო შენ მჴევალი შენი და კეთილი უყო მას.

32და ჰრქუა დავით აბგეასა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მოგავლინა შენ დღეს აქა შემთხუევად ჩემდა!

33და კურთხეულ ხარ შენ და სახეცა შენი და კურთხეულ იყავ შენ, რამეთუ დამაყენე მე დღესდღე, რათა არა მივიდე მე დათხევად სისხლისა უბრალოსა ჴელითა ჩემითა!

34ხოლო ცხოველ არს ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან დააყენა ჴელი ჩემი ბოროტისა ყოფად თქუენდა მიმართ, თუმცა არა მოსრულ იყავ შემთხუევად ჩემდა, არამცა დამეტევა განთენებადმდე ნაბალისი, რომელმანცა შეაფსა კედელსა.

35და მიიღო დავით ყოველი, რაჲცა მოერთვა აბგეასა, და ჰრქუა მას დავით: წარვედ შენ მშჳდობით სახიდ შენდა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ვისმინე შენი და თუალ-გახვენ შენ.

36და წარვიდა აბგეა მუნვე ნაბალისა, რამეთუ სმა ეყო მას და იშვებდა იგი ტაძრობასა მას სამეფოსა და გული ნაბალისი მხიარულ იყო ფრიად, სთროდა. და მას დღესა არა უთხრა აბგეა სიტყუაჲ დიდი, არცა მცირე ვიდრე განთიადმდე.

37და ვითარცა განთენა და ღჳნო იგი გამოჰქარდა ნაბალს, უთხრა ცოლმან მისმან ყოველი იგი სიტყვა. და მუნთქუესვე მოკუდა გული ნაბალისი და შეიქმნა ვითარცა ქვა.

38და მისა შემდგომად ვითარცა ათი ოდენ დღე წარჴდა, მოაკუდინა უფალმან ნაბალ.

39და ესმა დავითს სიკუდილი ნაბალისი და თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი, რომელმან საჯა სასჯელი იგი ნებისა ჩემისა ჴელთაგან ნაბალისათა და მონა მისი ბოროტის-ყოფისგან დაიცვა და უკეთურება იგი ნაბალისი დაჰკრიბა თავსა მისსა! და მიავლინა დავით აბგეასა მოყვანებად იგი მისა ცოლად.

40და ვითარცა მოვიდეს მოციქულნი დავითისა აბგეასსა კარმელად და ჰრქუეს მას: დავით მოგვავლინნა ჩუენ შენდა მიყვანებად ცოლად მისა!

41ვითარცა ესმა აბგეას, დამხედ თაყუანი-სცა და ჰრქუა მათ: მჴევლებად ღირს ვარ მე და დაბანად ფერჴთა მონათა მათ უფლისა ჩემისათა.

42აღდგა აბგეა სწრაფით და აღჯდა კარაულსა თჳსსა და თანაწარიყვანნა ხუთნი მჴევალნი, აღეგო და წარვიდა მოციქულთა მათ თანა დავითისთა, და ცოლ-ეყო დავითს.

43და მერმე აქინამ იზრაიტელი მოიყვანა დავით. და იყუნეს ორნივე იგი ცოლად დავითისა.

44და საულ მისცა ასული თჳსი მელქოლ, ცოლი დავითისი, ფალტიას, ძესა ამოსიასა.


წინა თავი შემდეგი თავი