მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 26

1მას ჟამსა მოვიდეს ზიფეანი არმურისა მისგან ბორცვად საულისსა და ჰრქუეს მას: ესერა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის ბორცუსა მას ექელაკისსა, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა.

2და მოვიდა საულ უდაბნოსა მას არმუროვანსა და მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ისრაჱლისა მოძიებად დავითისა უდაბნოსა მას ზიფისასა.

3მოვიდა და დაიბანაკა ბორცუსა მის თანა ექელაკიას, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა, მახლობელად გზასა მას. და დავით ჯდა უდაბნოსა მას და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ საულ მოსულ არს ერითურთ ძიებად დავითისა,

4გუშაგნი წარავლინნა დავით ხილვად, თუ ნანდვილ მოსულ არს საულ კეილად.

5და აღდგა დავით ფარულად და მოვიდა საულისა. და მას ეძინა და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ერთი ენთებოდა წინაშე მისსა. და ერი იგი ყოველი წვა გარემოს მისა.

6მიუგო დავით და ჰრქვა აბიმელექს ქეტელსა და აბესეს, ძესა შარუელისასა, ძმასა მას იოაბისსა: ვინ შემოვიდეს ჩემ თანა ბანაკსა მას საულისასა? და ჰრქუა აბესა დავითს: მე შემოვიდე შენ თანა.

7და შევიდეს დავით და აბესა შორის ბანაკსა მას საულისასა ღამე, და საულს ეძინა და სანთელი და ჰოროლი დგა წინაშე მისსა, და აბენეზერს და ყოველსა ერსა მისსა ეძინა გარემოს მისსა.

8მიუგო აბესა დავითს და ჰრქუა: დღეს შემოაწყუდინა უფალმან მტერნი შენნი ჴელთა შენთა, ვსცე და მოვკლა იგი ჰოროლითავე მისითა, და დავმსჭვალო იგი ქუეყანასა ზედა.

9ჰრქუა დავით აბესას: ნუ იყოფინ, ვითარმცა მოკალ ცხებული უფლისა, და განმართლდეს!

10და თქუა დავით: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა თუ უფალმან მოაკუდინოს იგი, გინა თუ დაეცეს ბრძოლასა შინა.

11მე არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, ხოლო აწ მიიღე ჰოროლი ეგე და გოვზაკი სასთუნალით მაგისა და წარვიდეთ!

12და აღიღო მან ჰოროლი იგი და გოზაკი და წარვიდეს და არა ვინ სცნა საქმე იგი, არცა ვინ განიღჳძა, რამეთუ ყოველნი დასულებულ იყუნეს ძილისა მისგან, რამეთუ თლემულება ძილისა დადებულ იყო მათ ზედა უფლისა მიერ.

13და წიაღჴდა დავით მიერ ჴევსა მას განშორებულადრე, პირისპირ წინაშე მათსა, დადგა იგი თხემსა ზედა მის მთისასა.

14და უჴმობდა დავით მიმართ ერსა მას საულისასა და თქუა: აბენერ, შენ გეტყჳ, არას მომიგებ? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი-ეგე მიჴმობ მე?

15მიუგო დავით და ჰრქუა: არა შენ აბენერ ხარა, რომელი-ეგე კაცი შერჩეული ხარ ისრაჱლსა შორის? და რასათჳს არა იჴმილვე უფალი ეგე შენი მეფე, რამეთუ შევიდა კაცი ერთი ბანაკსა მაგას მოკლვად უფლისა მაგის შენისა მეფისა?

16არა კეთილ არს საქმე ეგე თქუენი, რომელ ჰყავით, ხოლო ცხოველ არს უფალი ჩემი, რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ხართ მცველნი ეგე უფლისა თქუენისა მეფისანი, ცხებულისა უფლისა! აწ აღდეგით და იხილეთ თქუენ ჰოროლი იგი და გოვზაკი მეფისა, რომელი იყო სასთუნალით კერძო მისა!

17და იცნა საულ ჴმაჲ იგი დავითისი და თქუა: ეგე ჴმაჲ შენი არს, შვილო ჩემო დავით! და თქუა დავით: აქა ვარ მონა შენი, მეფე!

18და კუალად თქუა: რასათჳს მდევნი მე, მონასა ამას შენსა, მეფე? რა შეგცოდე, ანუ რაჲ იპოვა ჩემ თანა ბრალი?

19და აწ ისმინე, უფალო ჩემო მეფე, სიტყუაჲ მონისა შენისა! უკუეთუ ღმერთსა აღუდგინებიე შენ მდევრად ჩემ ზედა, იყავნ ნება ღმრთისა. უკუეთუ კაცთა მიერ არს, წყეულ იყუნედ იგინი წინაშე უფლისა! რამეთუ დღეს გამომჴადეს მე მაგათ, რათა არა დავემტკიცო მე სამკჳდრებელსა უფლისასა, და თქუეს: უტევეთ და მივიდეს და ჰმონოს კერპთა მათ უცხოთა!

20და ნუ დავარდებინ სისხლი ჩემი წინაშე უფლისა, რამეთუ გამოსრულ არს მეფე ისრაჱლისა ძიებად სულისა ჩემისა, ვითარცა ვინ ეძიებნ გრწყილსა ერთსა, ანუ თუ მღამიობსა ერთსა უდაბნოსა ზედა!

21და ჰრქუა საულ დავითს: ვცოდე, შვილო დავით. აწ მოიქეც ჩემდა, რამეთუ არარა გავნო ამისთჳს, ვინათგან საყვარელ არს სული ჩემი შენ წინაშე. ხოლო მე ვიდრე დღეინდელამდე ცილისმეძიებელ ვიყავ და დაუდგრომელ ფრიად.

22მიუგო დავით და ჰრქუა: აჰა, ესერა, დამიც ჰოროლი იგი მეფისა ველსა ამასა ზედა. აწ მო-ვინ-ვედინ მონათა შენთაგანი და წარიღენ!

23და უფალმან მიაგენ თჳთეულად სამართალი სიმართლისა თჳსისაებრ, ვითარცა განგწირა შენ უფალმან ჴელთა მომართ ჩემთა, და მე არა მოგკალ, რამეთუ ცხებული უფლისა ხარ.

24და აწ ვითარცა დიდებულ და ჰაეროვან ხარ წინაშე თუალთა ჩუენთა, ეგრე მხიარულ იპოვენ სული ჩემი წინაშე უფლისა და მფარველ მეყავნ, და მიჴსენინ მე და განმარინენ ყოვლისაგან ჭირისა!

25და ჰრქუა საულ დავითს: კურთხეულ ხარ შენ, შვილო დავით! და ყავნ უფალმან წყალობაჲ მისი შენ ზედა და განგაძლიერენ შენ! და წარვიდა დავით გზასა თჳსსა და საულ მიაქცია ადგილად თჳსა.


წინა თავი შემდეგი თავი