მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 27

1განიზრახა დავით გულსა თჳსსა და თქუა: მე უწყი, რამეთუ შე-სამე-ვარდე დღესა ერთსა ჴელთა საულისთა, და არა კეთილ იყოს იგი ჩემდა, არამედ წარვიდე მე ქუეყანასა მას უცხოთესლთასა. და თუ მეძიებდეს მე საულ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა, ხოლო მე განვერე ჴელთაგან მისთა.

2და წარვიდა დავით ექუს ათასითა მით კაცითა და მივიდა იგი ანქუშისა, ძისა მის მოაქისა, მეფისა მის გეთელთასა.

3და დადგა დავით ანქუშის თანა გეთსა შინა, იგი თავადი და ერი იგი და ყოველი სახლი მათი და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტერი და აბგეა, ცოლი იგი ნაბალისი კარმელელისა.

4და უთხრეს საულს, ვითარმედ: წარვიდა დავით სივლტოლით გეთად, ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, და არღარა შესძინა საულ ძიებად დავითისა.

5და ჰრქვა დავით ანქუშს: უკუეთუ მიპოვნიეს მადლი მონასა შენსა წინაშე შენსა, მიბოძე მე ადგილი ქალაქსა ერთსა და მუნ დავჯდე და რასა ვზი მონა შენი ქალაქსა სამკჳდრებელსა სამეფოსა შენსა?

6და მისცა მას ანქუშ მას დღესა შინა სეკელა, რამეთუ იყო სეკელა მოაქა-ჟამამდე მეფისა მის ჰურიასტანელთასა.

7დაყო მუნ დავით აგარაკსა მას უცხოთესლთასა ოთხ თთვე.

8და გამოვიდეს დავით და კაცნი იგი, რომელნი მის თანა იყუნეს, და დაესხნეს მახლობელსა მას სოფლებსა გესირს და ამალეკსა და ყოველსა ქუეყანასა, რომელ-იგი მკჳდრ იყუნეს მშჳდობით გესურითგან ვიდრე ქუეყანამდე ეგჳპტისა.

9მოსრვიდეს ქუეყანასა მათსა და არა აცხოვნებდეს მამაკაცსა, არცა დედაკაცსა; და წარმოსტყუენვიდეს ცხოვარსა და მროწეულსა მათსა, რემაკებსა აქლემთა, ვირთა, სამოსელთა და მოვიდეს ანქუშისავე.

10და ჰრქუა ანქუშ დავითს: ვიდრე კერძო მივეტევნეთ დღეს? მაშინ ჰრქუა დავით: სამხრით კერძო ჰურიასტანით და იერამელის კერძო და კენეზის კერძო.

11და მოსრვიდა დავით მამაკაცსა და დედაკაცსა ერთბამად და არა შეუტევებდა მთხრობელსა გეთად, რამეთუ ესრეთ თქუეს: ნუუკუე უთხრან გეთელთა, ვითარმედ დავით ამას იქსო. და ესე საქმე იყო დავითისი ყოველთა დღეთა, ვიდრე იგი დამკჳდრებულ იყო ადგილსა მას უცხოთესლთასა.

12სარწმუნო ეყო დავით ანქუშს ფრიად და თქუა ანქუშ: სირცხჳლ-უჩნდეს დავითს მისლვად აწ ერისა მის ისრაჱლისა, არამედ იყოს ესე ჩემდა მონა უკუნისამდე ჟამთა.


წინა თავი შემდეგი თავი