მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მეფეთა წიგნი |
თავი 28 |
1და იყო, მათ დღეთა შინა შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაიტელთა მათ. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყოდე, რამეთუ დღეს ჩემ თანა ყოფად ხარ ერითურთ შენით წყობად ისრაჱლისა! 2და თქუა დავით: აქა ვარ, აწ სცან, რასა იქმოდის მონა შენი წინაშე შენსა! და ჰრქუა ანქუშ დავითს: მაგასა ზედა დაემტკიცე და ჴელმწიფედ უფალ-გყო შენ სახლსა ზედა ჩემსა ყოველთა დღეთა. 3და მოკუდა სამოველ და დაიტყება ყოველმან ისრაჱლმან. და დაფლეს იგი არმათემს ქალაქსავე თჳსსა. და საულ მოსრა ყოველი მისანი გრძნეული და ულუკი სოფლისაგან თჳსისა ქვეყანასა ზედა. 4და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და მოვიდეს და დაიბანაკეს სომანს, და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა და დაიბანაკეს გელბუეს. 5რაჟამს იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთა, შეეშინა ფრიად და განვარდა გული მისი. 6და იწყო კითხვად უფლისაგან და არა მიუგო მას უფალმან. და იკითხჳდა ჩუენებათაგან და წინასწარმეტყუელთა და არა ვინ ყო მისა სიტყჳსგება. 7მაშინღა ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი ერთი ულუკი, მივიდე და ვიკითხო მისგან სიტყუაჲ. და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა, ესერა, არს დედაკაცი ერთი ულუკი აენდორსა შინა. 8და შეიმოსა საულ სხუაჲ სამოსელი და ვერღარა საცნაურ იყო იგი მეფედ; და დაიბურა თავი თჳსი და თანაწარიყვანა ორნი მონანი. და მივიდა იგი დედაკაცისა მის ღამე და ჰრქუა დედაკაცსა მას: მიმისნე მე ულუკებითა შენითა და აღმოიყვანე ჩემს წინაშე, რომელსა ვეძიებ მე. 9და ჰრქუა დედაკაცმან მან: შენ თჳთ უწყი, რაჲ ყო საულ, რამეთუ მოსრნა მან ყოველნი მეცნიერნი და მისანნი და ულუკნი და ქუეყანით მეტყუელნი. აწ შენ რად მოინადირებ სულსა ჩემსა, რათამცა მომაკუდინა მე? 10ეფუცა მას საულ ღმრთისა მიმართ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა. 11და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოვიყვანო შენდა? და ჰრქუა მას საულ: სამოველ აღმომგვარე მე! 12და იხილა დედაკაცმან სიკრულასა მას შინა თჳსსა პირველად საულ, ჴმაო ჴმითა დიდითა დედაკაცმან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს შემიტყუე მე, რამეთუ შენ თავადი თვით საულ ხარ? 13მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: გარქვი შენ პირველვე, ვითარმედ, ნუ გეშინინ შენ, არამედ რა იხილო, მითხარ მე! რქვა დედაკაცმან საულს: ვხედავ მე კერპთა მრავალთა აღმომავალთა ქუეყანით. 14და ჰრქვა საულ: რა გულისხმა-ყავ? რქვა დვდაკაცმან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ჩუდკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას! და გულისხმა-ყო საულ, ვითარმედ სამოველ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას. 15მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო. 16ჰრქუა სამოველ: რა გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან თჳსთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი? 17და გიყო შენ უფალმან, ვითარცა-იგი გეტყოდა ჩემ მიერ. და განხეთქოს უფალმან ღმერთმან მეფობა შენი და მისცეს მოყუასსა შენსა დავითს! 18რამეთუ არა ისმინე შენ ბრძანება იგი უფლისა და არცა დააცხრევ რისხვა გულისწყრომისა მისისა ამალეკსა ზედა. ამისთჳს ყო ეგე შენ ზედა უფალმან. 19და მისცეს უფალმან შენითურთ ისრაჱლი უცხოთესლთასა და ხვალე ამას ჟამსა შენ და ძენი შენნი დაეცეთ პირითა მახჳლისათა, და ერი იგი ისრაჱლისა მიეცეს ჴელთა უცხოთესლთასა. 20დაეცა საულ ქუეყანასა ზედა პირდაქცევით, რამეთუ ზარი გაჰჴდა მას სიტყუათა მათგან სამოველისათა, და ძილი არღარა იყო მის თანა, რამეთუ არცა ეჭამა რა მას დღესა და ღამესა, არცა ესვა რა. 21და დედაკაცმან მან იხილა საულ, რამეთუ შეურვებულ იყო ფრიად და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისა და შევიპყრენ სულნი იგი ჴელთა შინა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი! 22აწ შენცა ისმინე მჴევლისა შენისა, და დაგიგო პური და ჭამე, რამეთუ მოგზაურ ხარ შენ. 23ხოლო მან არა ინება. და აწვევდეს მას მონანიცა იგი თჳსნი და დედაკაციცა იგი, და იგი არა ისმენდა ჴმასა მათსა. მაშინღა ადგა იგი და დაჯდა სავარძელთა ზედა. 24და დაკლა დედაკაცმან ჴბო ერთი მწოვარი და შექმნა პური უფუველად ტაფილად. 25და დაუგო იგი წინაშე მათსა, და ჭამეს იგი და წარვიდეს გზასა თჳსსა ღამე ყოელ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |