მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მეფეთა წიგნი |
თავი 3 |
1და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდელისა და სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ, არცა განცხადებაჲ წინასწარმეტყუელებათა. 2და იყო მას დღესა შინა, ეძინა ელის ადგილსა თჳსსა და იწყეს თუალთა მისთა დამძიმებად და ვერ ხედვიდა 3სანთელსა მას ღმრთისასა ვიდრე აღგებადმდე. სამოველს ეძინა ტაძარსა მას შინა უფლისასა, სადა-იგი დგა კიდობანი იგი ღმრთისა. 4და უწოდა უფალმან სამოველს და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო და რქვა სამოველ: აქა ვარ, უფალო. 5და მირბიოდა სამოველ ელისა და ჰრქუა: რომლისათჳს მიწოდე მე? ჰრქუა მას ელიმ: არას გიწოდე შენ, მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და მივიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა. 6და შესძინა უფალმან წოდებად ყრმისა მის მეორედ და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! განჰკრთა სამოველ და მირბიოდა ელისაკე და ჰრქვა: რომლისათჳს მიწოდე მე? და რქუა მას ელიმ. არას გიწოდდი შენ, შვილო, მივედ და დაიძინე ადგილსავე თჳსსა. 7და სამოველ არა უწყოდა, ვითარმედ უფლისა რამე განცხადებულებაჲ არს მისა მიმართ. 8და შესძინა უფალმან წოდებად სამოველისა მესამედ, და აღდგა სამოველ და მირბოდა ელისაკე და ჰრქუა: აქა ვარ! რაჲსა მიწოდე მე? და გულისჴმა-ყო ელიმ, ვითარმედ უფალი უწოდდა მას. 9და რქუა მას: მოვედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, რქვა მას, ვითარმედ: ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა. 10და მოვიდა უფალი და დაადგა მას ზედა და უწოდა მას, ვითარცა-იგი პირველად და რქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო სამოველ და ჰრქუა: იტყოდენ უფალი, რამეთუ ესმის მონასა შენსა. 11და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ესერა, მე აღვასრულებ ყოველთა სიტყუათა ჩემთა ისრაჱლსა ზედა, რათა ყოველსა, რომელსა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი მისნი. 12დღესა მას, რომელსა აღვადგინო, ელის ზედა დავდვა, რასაცა ვიტყოდე და ყოველსა სახლსა მისსა ზედა დავდვა, და აღვასრულო. 13და უთხრა მას: რამეთუ მოვიგო შური სახლისა ჩემისა სახლსა მისსა ზედა უკუნისამდე ჟამთა უსჯულოებათათჳს ძეთა მისთასა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს ძენი მისნი და არა განსწავლნა. 14ხოლო მე არა ესრე აღვთქუა, ვითარმედ ულხინო უსჯულოებათა სახლისა მის ელისთა მსხუერპლითა მით და საკუმეველითა უკუნისამდე ჟამთა. 15დაიძინა სამოველ მუნვე ვიდრე ცისკრადმდე და აღიმსთო განთიად და განახუნა კარნი იგი ტაძრისანი. და ვერ იკადრა სამოველ თხრობად ელისა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ ეშინოდა, რომელი იხილა მისთჳს. 16მიუგო ელიმ სამოველს და ჰრქუა: შვილო! ხოლო მან რქუა მას: აქა ვარ! 17რქუა მას ელი: მითხარ მე სიტყუაჲ იგი, რომელი იყო შენდა მომართ ამას ღამესა, და ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა! ესე რაჲმე გიყავნ შენ უფალმან და ესე დაგირთენ, უკუეთუ დამიმალო ერთიცა სიტყუაჲ. 18მაშინ უთხრა მას სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელსა ეტყოდა უფალი და არა დაუმალა ერთიცა სიტყუაჲ. და თქუა ელი: აღასრულენ უფალმან ყოველივე, რაჲცა სათნო-უჩნს, რამეთუ იგი მხოლო უფალ არს. 19და განძლიერდა სამოველ და უფალი იყო მის თანა და არა დავარდებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაჲ. 20და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან დანითგან ვიდრე ბერსაბედამდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოველ წინაწარმეტყუელად უფლისა. 21აუწყა უფალმან სამოველს სელომს შინა, ოდეს გამოეცხადა უფალი სიტყჳსაებრ უფლისა. და სარწმუნო იყო სამოველ ყოველსა ზედა ისრაჱლსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ძენი მისნი ვიდოდეს გზასა უსჯულოებისათა წინაშე უფლისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |