მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მეფეთა წიგნი |
თავი 4 |
1და იყო მათ დღეთა შინა და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა. და ისრაიტელნი განემზადნეს ბრძოლად და ისრაიტელნი იგი მოვიდეს და დაიბანაკეს აბეზენერს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აფეკს. 2და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი. 3და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა! 4და მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, და რამეთუ დგეს კიდობანსა მას ზედა ქერობინნი; და ორნი იგი ძენი ელისნი ოფან და ფინეზ მოვიდეს კიდობანსა მას თანა სჯულისასა. 5და ვითარცა შეიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ბანაკად, იზახეს ისრაიტელთა მათ ჴმითა დიდითა, და ოხრიდა ქუეყანა იგი. 6ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა, შეძრწუნდეს და იტყოდეს ურთიერთას: რაჲმე არს ჴმაჲ ესე ღაღადებისა ბანაკსა მას ებრაელთასა? და სცნეს ყოველთა, ვითარმედ კიდობანი იგი სჯულისა მოსრულ არს ბანაკსა მათსა. 7და შეეშინა ფრიად და იტყოდეს ურთიერთას: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ღმერთი იგი მათი მოსრულ არს შემწედ მათად! და იტყოდეს: უფალო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მათთა! რამეთუ არა იყო შორის მათსა გუშინ და ძოღან ჴმაჲ ესე საშინელი. 8ვაჲ ჩუენდა, ვინ განმარინნეს ჩუენ ჴელთაგან ღმრთისა ძლიერებისათა? ესე იგი ღმერთი არს, რომელმან დასცა ქუეყანა იგი ეგჳპტისა, და გუემა უდაბნოსა შინა იგი! 9მერმე იწყეს ნუგეშინის-ცემად ურთიერთას და თქუეს: განძლიერდით უცხოთესლნი ეგე. არა დავემორჩილნეთ ებრაელთა, ვითარცა იგინი ჩუენ გუმონებდეს, მჴნე იყვენით და ჰბრძოდით! და ნუგეშინის-იცეს უცხოთესლთა მათ. 10და ბრძოლა-ყვეს, სძლიეს და ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და ივლტოდა ისრაჱლი ბანაკად თჳსა. და იყო დაცემა დიდი, დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათი ათასი კაცი განწყობილი. 11და წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა, და ორნი იგი ძენი ელისნი დაეცნეს მახჳლითა - ოფნი და ფინეზ. 12და ივლტოდა კაცი ერთი იემინელი ბენიამენისა წყობისა მისგან ბრძოლისა. და მოვიდა სელომად მას დღესა კვართდაპებული და მიწაგარდასხმული თავსა ზედა. 13და ელი ჯდა სავარძელსა ზედა მისსა და იხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ იურვოდა კიდობნისათჳს უფლისა. და მოვიდა კაცი იგი ქალაქად და შეიქმნა ღაღადებაჲ. 14და ესმა ელის ჴმაჲ იგი და იკითხჳდა: რაჲ არს ღაღადებაჲ იგი? ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდა კაცი იგი ელისსა და უთხრა ყოველივე, რაჲ-იგი იქმნა. 15და ელი მოხუცებული იყო, რამეთუ იყო იგი ოთხმეოცდათურამეტ წლისა, და თუალნი მისნი დადგომილ იყუნეს, და ვერა ხედვიდა. 16ჰკითხჳდა ელი კაცთა მათ და ჰრქუა: რა არს ჴმაჲ ესე ამბოხისა ამისი? რქუა მას კაცმან მან: მე ვარ, რომელი მოსულ ვარ ბანაკით ისრაიტელთათა ოტებული. 17მიუგო ელიმ და ჰრქუა მას: რა იქმნა, შვილო? მან უთხრა მას: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მებრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისათა, და ორნივე ძენი შენნი მოკლეს; და კიდობანი იგი სჯულისა სიწმიდისა წარიღეს. 18და ელის რაჲ ესმა კიდობნისა მის ღმრთისა წაღებაჲ, ზეუკუნიჭრა სავარძელისაგან თჳსისა და დაეცა ზღურბლთა მათ ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, რამეთუ მოხუცებულ იყო. და იგი სჯიდა ისრაჱლსა ოც წელ. 19და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ჰამბავი ესე, ვითარმედ კიდობანი იგი მიუღებიესთ და მამამთილი მისი და ქმარი მისი მომკუდარ იყუნენ, ტიროდა და შვა. და მოიქცეს საშონი და მოკუდებოდა. 20და ჟამსა მას სიკუდილისასა ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი მახლობელ იყუნეს: ნუ გეშინის, ძე შევ. ხოლო მან არა მიუგო, არცა ცნა, რამეთუ დასულებულ იყო. 21და უჴმობდეს ყრმასა მას სახელით ბექაბოდ: კიდობანსა მას ზედა სჯულისასა მამამთილსა და ქმარსა მისსა ზედა, რამეთუ მომკუდარ იყო. 22სიტყუად იწყეს და თქუეს: მიღებულ არს ჩუენდა დიდებაჲ ისრაჱლისა მიღებითა კიდობნისა ღმრთისათა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |