მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 10

1და უცხოთესლნი ებრძოდეს ისრაელსა, და ივლტოდეს პირისაგან უცხოთესლთასა, და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.

2და სდევდეს უცხოთესლნი იგი შემდგომად საულისა და შემდგომად ძეთა მისთა, და მოსრნეს უცხოთესლთა იონათან, და ამინადაბ და მელქისუე, ძენი საულისნი.

3დამძიმდა ბრძოლა იგი საულის ზედა, და პოვეს იგი მეისართა კაცთა და მშჳლდოსანთა და წყლეს; და შეელმა ისართა მათგან.

4და არქუა (!) საულ ნიჯოგარსა მას თჳსსა, რომელსა-იგი აქუნდა საჭურველი მისი: იჴადე მახჳლი შენი და განმგუმირე მე! ნუუკუე მოვიდენ წინადაუცვეთელნი იგი და მეკიცხევდენ მე. და არა ინება ნიჯოგარმან, რამეთუ შეეშინა მოკლვად მისა. და მოიღო საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა

5და ვითარცა იხილა ნიჯოგარმან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, და დაეცვა მახჳლისა თჳსსა იგიცა და მოკუდა.

6და მოკუდა საულ და სამნივე ძენი მისნი მას დღესა შინა, და ყოველი სახლი მისი ერთბაშად მოსწყჳდეს.

7და ვითარცა იხილა ყოველმან კაცმან ისრაჱლისმან, რომელი იყუნეს ღელვასა მას, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაემკჳდრნეს მათ შინა.

8და იყო ხვალისაგან, და მოვიდეს უცხოთესლნი იგი ტყუენვად და განცრცვად წყლულთა მათ და პოეს საულ და ძენი მისნი დაცემულნი მთასა ზედა გელბუესა.

9და განძარცვეს იგი და წარიღეს თავი მისი და საჭურველი მისი და მიუძღუანეს იგი გარემო ყოველსა ქუეყანასა უცხოთესლთასა და კერპებთა მათთა და ერთა.

10და დასდვეს საჭურველი მისი სახლსა შინა ღმრთისა მათისასა და თავი მისი დადვეს სახლსა დაგონის.

11და ესმა ყოველთა მკჳდრთა გალაადისთა ყოველი, რაჲ-იგი უყვეს უცხოთესლთა საულს და ისრაელსა.

12და აღდგეს გალადით ყოველნი კაცნი ძლიერებისანი და წარიღეს გუამი საულისი და გუამნი ძეთა მისთანი, და მიიხუნეს იგინი იაბინად და დაფლეს ძუალნი მათნი ქუეშე მუხასა მას იაბინისასა და იმარხვიდეს შჳდ დღე.

13და მოკუდა საულ უსჯულოებითა თჳსითა, რომლითა შესცოდა ღმერთსა სიტყჳსა მისებრ უფლისა, რამეთუ არა დაიმარხა, არამედ იკითხა მუცლითმზღაპრელთა გამოძიებად, და უთხრა მას სამუელ წინაწარმეტყუელმან.

14და არა გამოიძია უფალი, და მოკლა იგი, და მოაქცია მეფობაჲ იგი დავითისა, ძისა იესესი.


წინა თავი შემდეგი თავი