მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 14

1და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.

2და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.

3მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.

4და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,

5და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,

6ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,

7ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.

8და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.

9და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.

10და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.

11და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.

12და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.

13და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.

14და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.

15და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.

16და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.

17და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.


წინა თავი შემდეგი თავი