მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი ნეშტთა |
თავი 15 |
1და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი. 2მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ. 3და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს. 4და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი, 5ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი, 6და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი ორასერგასისნი, 7და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცდაათნი, 8და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი ორასნი, 9ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი ოთხმეოცნი, 10ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი, 11და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას, და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს, 12და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი, განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას. 13ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა? 14და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ. 15და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა მით მჴრითა მათითა. 16და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა, და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა. 17და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან მისთა- ეთან, ძე კისესი, 18და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია, მეკარენი. 19და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა რვალისათა სასმენელ-ყოფად, 20და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად, 21და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით ებნითა განძლიერებად, 22და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ გულისხმის-მყოფელ იყო, 23და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა, 24და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია, და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა. 25და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან აბედადარისა სიხარულით. 26და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და შჳდსა ვერძსა. 27და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი. 28და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა, ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა. 29და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი გულსა თჳსსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |