მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 19

1და იყო, ამისა შემდგომად მოკუდა ნაას, მეფე ძეთა ამონისათა. და მეფობდა ანან, ძე მისი, მის წილ.

2და თქუა დავით: ვყო წყალობაჲ ანანის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა ყო მამამან მისმან ჩუენ თანა წყალობაჲ. და მიავლინნა მოციქულნი დავით, რათა ნუგეშინის-სცეს მას მამისა მისისათჳს. და მივიდეს მონანი იგი დავითისნი ქუეყანად ძეთა ამონისთა, ნუგეშინის-ცემად მისა.

3და ჰრქუეს მთავართა ამონისთა ანანს: ნუუკუე დიდებად მამისა შენისა დავით წინაშე შენსა მონანი მისნი მოავლინნა ნუგეშინის-ცემად შენდა? არამედ რათა გამოიკულიონ ქალაქი და განიმსტრონ ესე ქუეყანა, ამისთჳს მოავლინნა შენდა?

4და მოიყვანნა ანან მონანი იგი დავითისნი და დაჰყჳნა მათ წუერი, და მოკუეთა სამოსლისა მათისა ზოგი ვიდრე სარტყლამდე და განუტევნა იგინი.

5და მოვიდეს და უთხრეს დავითს კაცთა მათთჳს. და წარავლინნა მიგებებად მათდა, რამეთუ იყუნეს გინებულ ფრიად და ჰრქუა მათ მეფემან: დასხედით იერიქოდ ვიდრე აღმოგესხას თმა და წუერი თქუენი, და მაშინღა აღმოვედით.

6და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ჰრცხვენა მონათა დავითისთა. და წარავლინნა ანან და ძეთა ამონისთა და მიუძღუანეს ათასი ტალანტი ვეცხლისა, რათა მოინადონ ასურეთით შუამდინარისით ერი. და მოინადეს ასურეთით, და მააქათ და რასუბათ ეტლები და მჴედრები.

7და დაიდგინეს ვეცხლითა თავისა მათისა ოცდაათორმეტი ათასი ეტლები, და მეფე იგი მოაბ და ერი მისი მოვიდეს და დაიბანაკეს წინაშე მედაბასი და ძენი ამონისნი შეკრბეს ქალაქებისაგან მათისა და მოვიდეს ბრძოლად.

8და ესმა დავითს და მიავლინა იოაბ და ყოველი ერი ძლიერთა.

9და გამოვიდა ძენი ამონისნი და განეწყუნეს ბრძოლად ბჭეთა თანა ქალაქისთა. და მეფენი იგი, რომელნი მოსულ იყუნეს, განეწყუნეს თჳსაგან ველსა გარე.

10და იხილა იოაბ, რამეთუ იყუნეს იგინი წინაშე პირისპირ ბრძოლად მისა წინა და უკანა კერძო. და გამოირჩია ყოველთაგან ჭაბუკთა ისრაჱლისათა და ეწყო წინაშე ასურისა მის.

11და ნეშტი იგი ერი მისცა ჴელსა აბესასა, ძმისა მისისასა. და განეწყო ძეთა ამონისთა.

12და ჰრქუა: უკუეთუ განძლიერდეს ასური იგი უფროს ჩემსა, მეყავ მე შემწე, და უკეთუ განძლიერდენ ძენი ამონისნი უფროს შენსა, მე მოვიდე შემწედ შენდა.

13და მჴნე განძლიერდი ერისათჳს ჩუენისა და ქალაქისათჳს ღმრთისა ჩუენისა, და უფალმან ყავნ კეთილი წინაშე თუალთა მისთა.

14და განეწყო იოაბ და ერი იგი მის თანა წინაშე ასურთა მათ ბრძოლად და ივლტოდეს მისგან ასურნი იგი.

15და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ივლტიან ასურნი იგი და ივლტოდეს იგინიცა პირისაგან იოაბისა და პირისაგან აბესასა, ძმისა მისისა, და შევიდეს ქალაქად. და მოვიდა იოაბ იერუსალჱმდ.

16და იხილა ასურმან, რამეთუ იოტა იგი ისრაჱლმან. და მიავლინეს მოციქულნი და მოიყვანნეს ასურნი იგი წიაღ მდინარით და სობოქა ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისა წინაშე მათსა.

17და უთხრეს დავითს. და შეიკრიბა ყოველი ისრაჱლი წიაღ იორდანესა და მოვიდა მათ ზედა და ეწყო მათ. და განეწყო დავით წინაშე ასურთა მათ და ჰბრძოდა მათ.

18და ივლტოდეს ასურნი იგი პირისაგან დავითისა და მოსრა დავით ასურთა მათგანი შჳდ ათასი ეტლი და ორმეოცი ათასი კაცი და სოფაქ, ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისი, მოკლა.

19და იხილეს მონათა მათ ადრააზარისათა, რამეთუ იძლინეს წინაშე პირისაგან ისრაჱლისა. და აღუთქუეს აღთქმა დავითის თანა და ჰმონებდეს მას. და აღარა ინებეს ასურთა მათ მერმე შეწევნად ძეთა ამონისთა.


წინა თავი შემდეგი თავი