მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 2

1და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ,

2დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ.

3ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი, უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან.

4და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი ესე ძენი იუდასნი ხუთ.

5ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ.

6და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და დარა, ესე ყოველნი ხუთ.

7და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა.

8ძე ეთამისი: აზარია.

9და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ, ქალებ და ჰარამ.

10და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი.

11და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს.

12და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე.

13და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე, საამა მესამე,

14ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე,

15ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე

16და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ, სამნი ესე.

17და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ, ისმაიტელი.

18და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა.

19და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას ორ.

20და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ.

21და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ.

22და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ გალაადს.

23და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა.

24და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი.

25და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ, ძმა მისი.

26და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს დედა უონომისი.

27და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და იაბინ და აკორ.

28და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი სამაასნი: ნადაბ და აბისურ.

29და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას ზაბარ და მოლიდა.

30და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და არა ესუა მას შვილი.

31და ძენი აფაიმისნი: იესსი. და ძენი იესესნი: სოსან და ძე სოსანისი - აალი.

32და ძენი ელიასნი, ძმისა აქისამისნი: იეთერ და იონათან. და მოკუდა იეთერ, და არა ესუა მას შვილი.

33და ძენი იონათანისნი: ფელეთ და ოზამ. ესენი იყუნეს ძენი რამელისნი.

34და არა ესხნეს სოსანს ძენი, არამედ ასულნი. და სოსანისი იყო მონა მეგჳპტელი, და სახელი მისი იოქელ.

35და მისცა სოსან ასული თჳსი იექეელს, მონასა თჳსსა, ცოლად და უშვა ეთთი.

36და ეთთი შვა ნათან და ნათან შვა ზაბედ.

37და ზაბედ შვა ოფლალ, და ოფლალ შვა ობედ.

38და ობედ შვა იევუდ, და იევუდ შვა აზარია.

39და აზარია შვა ქელეს, და ქელეს შვა ელეასა.

40და ელეასა შვა სოსომე, და სოსომე შვა სალუმ.

41და სალუმ შვა იექონია, და იექონია შვა ელისამან.

42და ძენი ქალებისნი, ძმისა იერიმელისნი: მარსა, პირმშო მისი. ესე არს მამაჲ ზიფისა, და ძენი მარსასნი, მამისა ქებრონისნი.

43და ძენი ქებრონისნი: კორეე და თაფ და როკომ და სემაა.

44და სემაა შვა რემ, მამაჲ იერკანისი, და იერკან შვა სალამა.

45და ძე მისი მეონ, მამა ბეთსურისი.

46და გეფა, ხარჭმან ქალებისმან, შვა არრან და იოსან და გესუვი.

47და ძენი იადანისნი: რეგემ და იოათამ და გერსომ და ფალეგ და გეფა და საგაფ.

48და ხარჭმან ქალებისმან, მოქა, შვა სიბერ და თექნა.

49და შვა საგაფ, მამაჲ მაგენისი, სულ, მამა მაქაებენასი და მამა ბალისი. და ასული ქალებისი - აქსაბ.

50ესენი იყუნეს ძენი ქალებისნი: ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათასნი, სობალ, მამაჲ კარიათიარიმისი,

51სალმონ, მამა ბეთელომისი, მამა ბეთლემონისი, არი, მამა ბეთეგოვრისი.

52და ესხნეს ძენი სობალს, მამასა კარიათიმისსა, რომელი ხედვიდა ნაწილსა განსუენებისასა.

53და ნათესავისაგან კარიათიმისა: ეთაილიმ, მეფითინ, სამათით, ემასარიმ, ამათგან გამოვიდეს სარათეველნი და ესთაულელნი.

54ძენი სალომისნი: ბეთლემი და ნეტუფატი, ატაროთი, სახლისა იოაბისი და ზოგი მანაათისა - ესარა.

55მამათა მწიგნობართა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს იაბესსა: აგათიმელნი და სუქმითელნი და სამათიმელნი. ესე არიან სახლნი, რომელნი მოვიდეს ემათით, მამისა სახლისა რექაბისნი.


წინა თავი შემდეგი თავი