მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 21

1და აღდგა შემასმენელი ეშმაკი ისრაჱლსა ზედა და აღძრა დავით აღრაცხად ისრაჱლისა.

2და ჰრქუა მეფემან დავით იოაბს და მთავართა მათ ძლიერებისათა: წარვედით და აღრაცხეთ ისრაჱლი ბერსაბეთგან ვიდრე დანადმდე, და მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხჳ მათი.

3და ჰრქუა იოაბ მეფესა: შესძინენ უფალმან ერსა თჳსსა, რაოდენ არიან აწ ასიღა წილი, თუალნიმცა უფლისა ჩემისა, მონანი. და რასათჳს უფალი ჩემი ეძიებს ამას, რათა არა იყოს ესე ცოდვა ერისა ისრაჱლისა.

4ხოლო სიტყუაჲ იგი მეფისა განძლიერდა უფროს იოაბის მიმართ. და განვიდა იოაბ და განავლინა ყოველნი საზღუარნი ისრაჱლისანი და მოვიდა იერუსალჱმად.

5და მისცა იოაბ მეფესა რიცხჳ ახილვისა მის ერისა. და იყო ისრაჱლი ათას ათასეულ და ას ათას კაცთა მახჳლოსანთა, და იუდა ოთხასორმეოცდა ათას მახჳლოსანი კაცი.

6და ლევი და ბენიამინ არა აღრაცხნა მათ შორის, რამეთუ განძლიერდა სიტყუა მეფისა იოაბისა მიმართ.

7და ბოროტი უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმისა ამისთჳს, და მოსრა ისრაჱლი.

8და ჰრქუა დავით ღმერთსა: ვცოდე ფრიად, რამეთუ ვყავ საქმე ესე. და აწ აღიღე ჩემგან ბოროტი ესე მონისა შენისა, რამეთუ ამაო ვქმენ ფრიად.

9და ეტყოდა უფალი გადსა მხილველსა: მივედ დავითისა და ეტყოდე მას.

10წარვედ და არქუ დავითს: ესრე იტყჳს უფალი: სამი ესე მოვჴადო შენ ზედა. და გამოირჩიე თავისა შენისა ერთი მათგანი და გიყო შენ.

11და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: გამოირჩიე თავისა შენისა:

12გინა სამ წელ სიყმილი, ანუ სამ თვე სივლტოლა შენი წინაშე მტერთა შენთა, მახჳლი მტერთა მოსრვად შენდა, ანუ სამ დღე მახჳლი უფლისაჲ და სიკუდილი ქუეყანასა ზედა, და ანგელოზი უფლისაჲ მოსრვად ყოველსა შორის სამკჳდრებელსა ისრაჱლისასა. და აწ იხილე და ცან, რაჲ სიტყუაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა

13და ჰრქუა დავით გაადსა: იწრო არს ჩემდა ყოველგნით კერძოვე სამივე ესე ყოფად: შევვარდე ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არიან მოწყალებანი მისნი ფრიად, და ჴელთა კაცთასა არა შევვარდე.

14და მოსცა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა და დაეცნეს ისრაჱლისგანნი სამეოცდაათი ათასნი კაცნი.

15და მოავლინა უფალმან ანგელოზი იგი იერუსალჱმდ მოსრვად მათა და ვითარ-იგი მოსრვიდა, იხილა უფალმან და შეინანა ბოროტისა მისთჳს, და ჰრქუა ანგელოზსა მას მომსრველსა: კმა იყავნ შენდა, დააცადე ჴელი შენი და ანგელოზი უფლისაჲ დგა კალოსა ზედა ურნიასა იებუსელისასა.

16და აღიხილნა დავით თუალნი თჳსნი და იხილა ანგელოზი უფლისაჲ მდგომარე შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მახჳლი მისი ჴდილი ჴელსა მისსა, განმრთხმელი ისრაჱლსა ზედა. და დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა

17და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო

18და ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა გაადს, რათა უთხრას დავითს, რათა აღვიდეს და დადგას საკურთხეველი უფლისაჲ კალოსა მას ურნიას იებუსელისასა.

19და აღვიდა დავით სიტყჳსა მისებრ გადისა, რომელსა იტყოდა სახელითა უფლისაჲთა.

20და მოიქცა ურნია და იხილა მეფე და ოთხნი ძენი მისნი მის თანა დაბურვილი და ურნია ლეწვიდა კალოსა ზედა იფქლსა.

21და მოვიდა დავით ურნიასა და ურნია გამოვიდა კალოსა მისგან, და თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა.

22და ჰრქუა დავით ურნიას: მომეც მე ადგილი ესე კალოსა სყიდვით ვეცხლითა, რასა ღირდეს, და ვაშენო მას ზედა საკურთხეველი უფლისაჲ რათა დასცხრეს ტანჯვა ესე ერისა ამისგან.

23და ჰრქუა ორნა დავითს: მიიღე ეგე შენდად. და ყავნ უფალმან ჩემმან მეფემან კეთილი, ვითარცა სათნო-უჩნდეს წინაშე მისსა. აჰა, ესერა, მიმიცემიან ზროხანი მსხუერპლად და საჴნველი, და ურემნი შეშად და იფქლი შესაწირავად. ყოველივე ეგრეთ მიგცე და ყავ, ვითარცა გნებავს

24და ჰრქუა მეფემან დავით ურნიას: არა, არამედ სყიდვით მოვიყიდო ეგე ვეცხლითა, რაცა ღირდეს, რამეთუ არა მოვიღო ეგრეთ, რაჲ არს შენი უფლისად შეწირვად მსხუერპლი უსასყიდლოდ.

25და მისცა დავით ურნიას ადგილისა მისთჳს ოქრო სიკლისა სასწორი ექუსასი.

26და უშენა მუნ დავით საკურთხეველი უფალსა, და შეიწირა მუნ ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა, და ღაღად-ყო დავით უფლისა მიმართ, და შეისმინა მისი ზედა ზეცით ცეცხლითა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად დასაწველთასა. და აღლია ყოვლად დასაწველი იგი.

27და ჰრქუა უფალმან ანგელოზსა მას, და მიაქცია მახჳლი იგი ქარქაშსავე თჳსსა.

28მას ჟამსა, ვითარცა იხილა დავით, რამეთუ შეისმინა მისი უფალმან, კალოსა მას ურნიასა იებუსელისასა ზედა, შეწირა მუნ.

29და კარავი იგი უფლისაჲ, რომელი ქმნა მოსე უდაბნოსა ზედა, და საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა მას ჟამსა შინა ბამასა შინა რომელი არს გაბაონს.

30და ვერ ჴელ-ეწიფა დავითს წარსლვად წინაშე მისსა და გამოძიებად ღმრთისაგან, რამეთუ ისწრაფოდა პირსა წინაშე მახჳლისა მის ანგელოზისა უფლისა.


წინა თავი შემდეგი თავი