მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 22

1და ჰრქუა დავითს: ესე არს სახლი უფლისა ღმრთისა და ესე საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა ისრაჱლისა.

2და უბრძანა დავით შეკრებაჲ ყოველთა მწირთა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ისრაჱლისასა და დაადგინნა ქვისმკუეთელნი და ქვის თლილისა შენებად სახლსა უფლისასა.

3და რკინა ფრიად სამჭუალად კარებისა და ბჭეთა და კურტიმლები მომზადა დავით, და რვალი ფრიად, რომელსა არა იყო სასწორი.

4და ძელი ნაძჳსა, რომლისა არა იყო რიცხჳ, რომელსა მოიღებდეს სიდონელნი და ტჳროსელნი ძელსა ნაძჳსასა მრავალსა დავითისსა.

5და თქუა დავით: სოლომონ, ძე ჩემი, ყრმა არს ჩჩჳლ. და სახლისა შენებად უფლისა სიდიდედ და სიმაღლედ სახელად და დიდებად ყოვლისა ქუეყანისა მოუმზადო მას და მოამზადა დავით სიმრავლედ უწინარეს აღსრულებისა მისისა.

6და მოუწოდა სოლომონს, ძესა თჳსსა, და ამცნო მას შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

7და ჰრქუა დავით სოლომონს: შვილო, გულსა ჩემსა იყო შენებად სახლისა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა.

8და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა: სისხლი ფრიად დასთხიე და ბრძოლანი დიდნი ჰყვენ, არა მიშენო მე სახლი სახელისათჳს ჩემისა, რამეთუ სისხლი მრავალი დასთხიე წინაშე ჩემსა ქუეყანასა ზედა.

9და, აჰა, ეგერა, ძე გეშვების შენ, ესე იყოს კაცი განსვენებისა. და განუსუენო მას მტერთაგან გარემო, რამეთუ სოლომონ იყოს სახელი მისი, მშჳდობაჲ, და დაყუდებაჲ მოსცეს ისრაჱლსა დღეთა მისთა.

10მაშინ მიშენოს სახლი სახელისათჳს ჩემისა. და იგი იყოს ჩემდა ძე და მე მისად მამა. და აღუმართო საყდარი სუფევისა მისისა ისრაჱლსა ზედა ვიდრე საუკუნომდე.

11და აწ, შვილო, იყოს უფალი შენ თანა. და წარგიმართოს შენ და უშენო სახლი უფალსა ღმერთსა შენსა, ვითარცა-იგი იტყოდა შენთჳს.

12არამედ მოგეცინ შენ უფალმან სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, და განძლიერდი ისრაჱლსა ზედა დამარხვად და ყოფად სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა.

13და მაშინ წარგიმართოს, უკუეთუ დაიმარხნე ყოფად ბრძანებანი და სამართალნი, რომელი ამცნო მოსეს უფალმან ისრაჱლისა მიმართ: მჴნე იყავ და განძლიერდი, ნუ გეშინინ და ნუცა შეძრწუნდები.

14აჰა, ესერა, მე სიმკოდოვნობისაებრ ჩემისა განუმზადე სახლისათჳს უფლისა ტალანტი ასი ათასი და ვეცხლი ტალანტი ათასი ათასეული და რვალი და რკინა, რომლისა არა არს სასწორი, რამეთუ მრავალ არს, ძელი და ქვა მოუმზადე. და ამას ზედა შენ შესძინე.

15და შენ თანაშერთე სიმრავლედ მოქმედთათჳს საქმისათა, ხურონი და მაშენებელნი ქვისანი. და მოქმედნი ძელისანი და ყოველი ბრძენი ყოველსა საქმესა.

16ოქროთა, ვეცხლითა, რვალითა და რკინითა, რომლისა არა არს რიცხჳ. აღდეგ და იმოქმედე და უფალი შენ თანა.

17და ამცნო დავით ყოველთა მთავართა ისრაჱლისთა, რათა შეეწეოდიან სოლომონს, ძესა მისსა.

18და ჰრქუა მათ: ანუ არა უფალი თქუენ თანა არს? და განგისუენა თქუენ გარემოთგან, რამეთუ მოგცნა ჴელთა თქუენთა მკჳდრნი ქვეყანისანი და დამორჩილებულ არს ქუეყანა წინაშე უფლისა, წინაშე ერისა მისისა.

19და აწ მოსცენით გულნი თქუენნი და სულნი თქვენნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა თქუენისა. აღდეგით და აშენებდით სიწმიდესა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა შეღებად მუნ კიდობანი შჯულისა უფლისაჲ და ჭურჭელი იგი წმიდაჲ ღმრთისაჲ სახლსა მას, რომელი იშენოს სახელისათჳს უფლისა


წინა თავი შემდეგი თავი