მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 23

1დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის წილ ისრაჱლსა ზედა.

2და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და ლევიტელნი.

3და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას.

4ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი,

5და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა.

6და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის,

7და გერსონს და ელიადა და სემის,

8ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს;

9ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს მთავარნი ტომთანი ელიადანისა.

10და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი სემეისნი ოთხნი.

11და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია. არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად.

12და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.

13და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე საუკუნოდ საუკუნედმდე;

14და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად ლევისა.

15ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ;

16ძენი გერსამისნი: სუბელ.

17და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ;

18და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი.

19და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი, იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე;

20ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი;

21ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი: ელეაზარ და კის.

22და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა;

23ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.

24ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი.

25და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ.

26და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი ჭურჭელი სამსახურებელად მისა;

27რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი.

28რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და მსახურებასა სახლისა ღმრთისასა,

29პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა საწყაულსა,

30და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და ეგრეცა მწუხრი

31ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა, შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა.

32და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა.


წინა თავი შემდეგი თავი