მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 24

1და ძეთა აჰრონისთა განყოფად: ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ

2და მოსწყდეს ნადაბ და აბიუდ წინაშე მამისა მათისა და შვილნი არა ესხნეს მათ და მღდელობდეს ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.

3და განყუნა იგინი დავით - სადუკ. ძეთაგან ელიეზარისათა, და აქიმელექ, ძეთა ითამარისთა, ახილვისაებრ მათისა და მსახურებად სახლად და სახლად მამულთა მათთა.

4და იპოვნეს ძენი ელიეზერისნი უმრავლეს მთავრად ძლიერთა და უფროს ძეთა ითამარისათა და განყუნა იგინი, და ძენი ელიეზერისნი დაადგინა მთავრად სახლთა მამულთა მათთა ათექუსმეტ და ძეთა ითამარისთა სახლად მამათა რვა.

5და განყუნა იგინი წილითი ესენი ამათ მიმართ, რამეთუ იყუნეს ესენი მთავარნი წმიდათანი და მთავარნი უფლისანი ძეთა შორის ელიეზერისათა და ძეთა შორის ითამარისათა.

6და აღწერნა იგინი სემაია, ძემან ნათანელისამან, მწიგნობარმან ლევისგანმან, წინაშე მეფისა და მთავართა, და სადუკის მღდელსა და აქიმელიქისასა. ძისა აბიათარისასა, მთავართა მამადმამათა მღდელთასა და ლევიტელთა, სახლისა მამულისათა, ერთ-ერთი ძეთაგან ელიეზარისა და ერთ-ერთი ძეთაგან ითამარისა

7და გამოუჴდა წილი პირველი არიმას, მეორე ანინას, მესამე ქალებს, მეოთხე სეორიმს,

8

9მეხუთე მელქიას, მეექვსე მერარს,

10მეშჳდე აკოსსა, მერვე აბიათს,

11მეცხრე ისუს, მეათე ისქანიას,

12მეათერთმეტე ელისიბას, მეათორმეტე სალაკიმს,

13მეათცამეტე ოფას,

14მეათოთხმეტე იზბაალს, მეათხუთმეტე ქელგას, მეათექუსმეტე ემერს,

15მეათჩჳდმეტე იელირას, მჴეათრვამეტე აფესეს,

16მეათცხრამეტე ოფეთიას, მეოცე იეზეკიელს,

17მეოცდაერთე იექენს, ოცდამეორე გამუელს,

18ოცდამესამე გალიას, მეოცდაოთხე მოზიას,

19ესე არს ახილვა მათი მსახურებისაებრ მათისა შესლვად სახლსა უფლისასა, სამართლისაებრ მათისა, ჴელითა აჰრონის, მამისა მათისათა, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა.

20და ძეთა ლევისთა, ნეშტთა ძეთა აბრამისთა: სუბაელ, იადაია, არადია.

21ძე რააბიასი: მთავარი იესია.

22და ძეთაგან იესარაისთა: ალმოთ და ძეთაგან სალომომისათა: ანოთ.

23და ძეთაგან ქებრონისთა: იედუთისა პირმშო, ამასია მეორე, იაზიელ მესამე, იეკემია მეოთხე.

24და ძეთაგან ოზიელისთა: მიქა პირმშო და უსა მეორე. ძე მიქასი: სამერ.

25ძმა მიქასი ესია, ძე ესიასი - ზაქარია.

26ძეთაგან მერარისთა: მოოლი და მუსი, ოზიანის ძეთაგან ბონი.

27ძენი მისნი: ზაკქუ და ობდია.

28მოოლის ელეზარ და კის, ძე მისი.

29ძე კისისი: ისმაელ.

30და ძეთაგან მუსისთა: მოოლი, და ედერ, და იერმოთაეს. ესენი ძენი ლევიტელთანი სახლად და სახლად მამულთა მათთა.

31და განიგდეს მათცა წილი ვითარცა ძმათა მათთა და ძეთა არონისთა წინაშე მეფისა, და სადუკისსა და აქიმელიქისასა და მთავართა ტომთასა მღდელთასა და ლევიტელთასა, ტომნი პირველნი, ვითარცა ძმანი მისნი უმრწემესნი.


წინა თავი შემდეგი თავი