მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი ნეშტთა |
თავი 26 |
1განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა. 2და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ 3მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე. 4და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე, 5ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან. 6და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს. 7ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ. 8ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს. 9და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ. 10და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ. 11ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ. 12ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა. 13განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა. 14და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ, 15აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა. 16მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით. 17ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით, 18დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით, 19ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა. 20და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა, 21ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ, 22და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა, 23ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ, 24და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა, 25და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი, 26ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა, 27რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა, 28და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა, 29ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად, 30ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა, 31ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა. 32და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |