მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 27

1ძენი ისრაჱლისნი რიცხჳსაებრ მათისა, მთავარნი ტომებისანი, ათასისთავები და ასისთავები, მწიგნობარნი, რომელნი მსახურებდეს ერსა და ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა განყოფისა მისებრ ყოვლისა სიტყჳსა, შემავალისა და გამომავალისა თთჳთ თთუედ, ყოველთა თუეთა წელიწდისათა განყოფა

2განყოფასა მას პირველსა პირველისა მის თთჳსასა აესბალა და ბაზელ და განყოფასა მას მისსა ოცდაოთხი ათასი,

3ძეთაგან ფარესისთა მთავარი ყოველთა მთავართა ძლიერებისათა თთჳსა მის პირველისა,

4და განყოფასა მას თთჳსა მეორისასა დოდი და დაქოთი და მაგალოთ, წინამძღუარნი მათნი, განყოფასა მას მისსა ზედა ოცდაოთხი ათასთა,

5მთავარნი ძლიერებისნი: მესამე, თთუესა მესამესა ბანეა, იოვა მღდელი მთავარი, ნაწილსა მას მისსა ოცდაოთხი ათასი.

6ესე ბანეა უძლიერეს იყო ოცდაათთა მათ ზედა და ოცდაათთა ნაწილთა რჩეულთა მას მისსა,

7მეოთხედ, თთუესა მეოთხესა ასაელ, ძმა იოაბისი, და აბდია, ძე მისი, და ძმანი მისნი და განყოფასა მისსა ოცდაოთხ ათასი,

8მეხუთედ, თთუესა მეხუთესა მთავარი სათიოდ, იზა, განყოფილსა მისსა ზედა ოცდაოთხი ათასი,

9მეექუსედ, თთუესა მეექუსესა იებას, ძე ეკესი, თეკონელი, და ნაწილად განყოფილი მისი ოცდაოთხი ათასი,

10მეშჳდედ, თთუესა მეშჳდესა ქელელეს ფალლუსით, ძეთაგანი ეფრემისთა, და განყოფილსა მას მისსა ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,

11მერვედ, თთუესა მას მერვესა უსაქ იეკესთელთა ზარიასი, და განყოფასა მას ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,

12მეცხრედ, თთუესა მას მეცხრესა აბიეზერ ანათოთელი, ქუეყანისაგან ბენიამენისა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

13მეათედ, თთუესა მეათესა მარინოს ტოფატელი ზარაისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

14მეთერთმეტედ, თთუესა მას მეთერთმეტესა ბანეა ფარათონელი, ძეთაგან ეფრემისთა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

15მეთორმეტედ, თთუესა მეთორმეტესა ქოდაი ნეტოფადით, ძე გოთონიელისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი:

16და ტომთა ზედა ისრაჱლისათა: რუბენის მთავარი - ელიეზერ, ძე ზექრისი; სჳმეონისი - საფატია, ძე მექასი,

17ლევისი - ასაბია; ძე კამოელისი, არონისი - სადუკ,

18იუდასი - ელიაბ, ძმათაგან დავითისთა, ისაქარისი - ამბრი, ძე მისაელისი;

19ზაბულონისი - სამიას, ძე აბდიმიასი, და ნეფთალიმისი - არიმოთ, ძე ოზიელისი,

20ეფრემისი - ოსე, ძე ოზიასი, და კერძოსა ნათესავისა მანასესი იოელ, ძე ფადალისი;

21და ერთისა კერძოსა ნათესავისა მანასესი გალადს - ილადაი, ძე ზაბდისი, და ძეთა ბენიამენისთა - ასერ, ძე აბენერისი,

22და დანის - აეზრიელ, ძე იორამისი. ესე ტომთა მთავარნი ისრაჱლისნი.

23და არა მოიღო დავით რიცხჳ მათი ოცით წლითგან და ქვემო კერძოთა, რამეთუ უფალმან თქუა განმრავლებაჲ ისრაჱლისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.

24და იოაბ, ძემან სარუსმან, იწყო აღრაცხვად ერისა, ვერა სრულად აღრაცხა. და იყო ამისთჳს რისხვა ისრაჱლსა ზედა და არა დაიწერა რიცხჳ წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა დავითის მეფისათა.

25და იყო საუნჯეთა ზედა მეფისათა ასმოთ, ძე მოდიელისი, და საუნჯეთა ზედა მერცხლისათა და დაბნებისათა და აგარაკებისათა და გოდლებსა ზედა იონათან, ძე ოზიასი;

26ხოლო ქუეყანისა საქმისა მოქმედთა ზედა ეზრაი, ძე ქელაბისი.

27და ყანებსა ზედა-სემეი, რომელი იყო რამათით საუნჯეთა ზედა დაბნებისა ღჳნისასა და ზაბდი, ძე საფინისი;

28და ზეთისხილოვანსა ზედა, და ლეღოვანთა ზედა ველისა - ბალანას; ძე გედურისი; ხოლო საუნჯეთა ზედა ზეთისათა - იოას;

29და ზროხათა ზედა, რომელნი იყუნეს ღელეთა, - სოფატ, ძე ადაისი;

30და აქლემებსა ზედა - იუბია ისმაელატელი; ხოლო ვირებსა ზედა აიდია მარათონელი

31და ცხოვარსა ზედა - იაზისა აგარეელი. ესე ყოველნი ზედამდგომელნი ნაყოფთა დავითის მეფისანი;

32და იონათან, მამისძმა დავითისი, - თანამზრახვალ, რამეთუ იყო კაცი იგი გულისხმის-მყოფელ და მწიგნობარ. ეიეელი, ძე აქამინისი, - ძეთა თანა მეფისათა;

33და აქიტობელ - თანამზრახვალ მეფისა და ქუსი - პირველი მეგობარი მეფისა;

34და ამისა შემდგომად აქიტობელ, მახლობელი იოდაესა, ძისა ბანეასა და აბიათარ და იოაბ - ერის წინამძღუარი მეფისა;


წინა თავი შემდეგი თავი