მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 29

1და ჰრქუა მეფემან დავით ყოველსა მას კრებულსა: სოლომონ, ძე ჩემი, რომელი სათნო-იყო უფალმან, ყრმა არს და ჩჩჳლ და საქმე დიდ არს, რამეთუ არა კაცთა შენება არს, არამედ უფლისა ღმრთისა.

2და აჰა, ესერა, ყოვლისაებრ ძალისა ჩემისა მოუმზადე სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა ოქრო და ვეცხლი, პილენძი და რკინა, ძელი და ქვა, და სოომი და აღსრულებისა ქვები მრავალი და პატიოსანი და თჳთოფერი. და ყოველი ქვა პატიოსანი და მარმარილო მოღებულ არს ფრიად.

3და მერმეცა სათნო-ყოფისათჳს ჩემდა სახლსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა არს ჩემი, რომელი მომიგიეს მე, ოქრო და ვეცხლი. და, აჰა, ეგერა, მივეც სახლისათჳს ღმრთისა ჩემისა სიმაღლედ თჳნიერ მისა, რომელი მოუმზადე სახელისათჳს წმიდათასა,

4სამ ათასი ტალანტი ვეცხლისა გამოცდილისა დამორჩუნვად მით კედელნი ტაძრისანი ჴელითა ხუროთაჲთა,

5და ვინ არს გულსმოდგინე აღვსებად ჴელი მისი დღესა უფლისა?

6და გულსმოდგინე იქმნნეს მთავარნი ტომთანი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათა ათასისთავნი და ასისთავნი, და ზედმდგომელნი საქმისანი და მნენი მეფისანი.

7და მოსცეს საქმესა მას სახლისა უფლისასა ოქრო ტალანტი ხუთი ათასი და ბევრი დრაკანი და ვეცხლის ტალანტი ათი ათასი და პილენძი ტალანტი ბევრი და რვა ათასი, და რკინის ტალანტი ასი ათასი.

8და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ანთრაკი, მოსცეს საუნჯესა უფლისასა ჴელითა ერიელისითა, ძისა ესრომისითა.

9განიხარა ერმან გულსმოდგინებისათჳს, რამეთუ გულითა სავსითა გულსმოდგინე იქმნნეს უფლისა მიმართ, და დავითცა მეფემან განიხარა ფრიად.

10და აკურთხევდა დავით მეფე ღმერთს წინაშე კრებულისა მის და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, მამათა ჩუენთაო, საუკუნითგან და ვიდრე საუკუნეთამდე.

11შენდა, უფალო, დიდებაჲ, ძალი და სიქადული, ძლიერებაჲ და სიმტკიცე, რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათა, და პირისა შენისაგან ძრწიან ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და თესლები.

12შენ მიერ დიდებაჲ და სიმდიდრე! შენ ყოველთა ჰმოს, მთავრობათა უფალო და მთავარო ყოვლისა მთავრობისაო; და ჴელსა შენსა არს ყოვლისა შეწევნა და სიდიდე განდიდებად და განძლიერებად ყოველთა.

13და აწ, უფალო, აღგიარებთ შენ და ვაქებთ სახელსა სიქადულისა შენისასა.

14ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.

15რამეთუ მწირ ვართ ჩუენ შენს წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი, ვითარცა აჩრდილნი არიან დღენი ჩუენნი შენს წინაშე და არა არს დადგომა,

16უფალო, ღმერთო ჩუენო, და ყოვლისა ამისთჳს სიმრავლისა მოუმზადე შენებად სახლი სახლისათჳს წმიდისა შენისა, და ჴელისაგან შენისა არს, და შენგან არს ყოველი.

17და ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ განმკითხველი გულისა და სიმართლე გიყუარს. და განმარტებულითა გულითა გულს-ვიდგინე მე ესე ყოველი. და აწ, უფალო, ერი ესე შენი, რომელი იპოვა აქა, ვიხილე, რამეთუ სიხარულით გულსმოდგინე არს შენდა მიმართ.

18და აწ, უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკ და ისრაჱლისო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, დაუმარხე ესე გონებასა გულისა ერისა შენისასა უკუნისამდე და წარმართე გულსა მათსა შენდამი.

19და სოლომონ ძესა ჩემსა, მოეც გული კეთილი ყოვლად მცნებათა შენთა, და წამებათა შენთა და ბრძანებათა შენთა, და სრულიად აღსრულებად საქმე სახლისა შენისა.

20და ჰრქუა დავით ყოველსა მას კრებულსა: აკურთხეთ უფალი, ღმერთი ჩუენი! და აკურთხა ყოველმან მან ერმან უფალი, ღმერთი მამათა მათთა, და მოიდრიკნეს მუჴლნი და თაყუანი-სცეს უფალსა მეუფესა მათსა.

21და შეწირა დავით მსხუერპლები და მოართვა ყოვლად დასაწველები ღმერთსა ხვალისაგან პირველსა დღესა ზვარაკი: ათასი ვერძი, ათასი კრავი, ათასი ღჳნო, შესაწირავი სიმრავლედ მოართვა ყოველსა მას ერსა.

22ჭამეს და სუეს წინაშე უფლისა სიხარულით მას დღესა შინა და მეფედ ყვეს მეორედ სოლომონ, ძე დავითისი, და სცხეს მას წინაშე მეფედ და სადუკს მღდლად.

23დაჯდა სოლომონ საყდარსა დავითის, მამისა თჳსისა, და წარემართა მეფობა მისი და ერჩდა მას ყოველი ისრაჱლი.

24და მთავარნი ძლიერნი და ყოველნი ძენი დავითის მეფისანი, მამისა მისისანი, დაემორჩილნეს მას.

25და განადიდა უფალმან სოლომონ ზემო კერძო წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა და მოსცა მას დიდებაჲ მეფობისა, რომლისა თანა არა იყო ყოვლისა მეფობისა უწინარესისა მისისა.

26და დავით, ძე იესესი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორმეოც წელ;

27და ქებრონს - შჳდ წელ, იერუსალჱმს - ოცდაცამეტ წელ.

28და აღესრულა დავით მეფე სიბერითა კეთილითა სავსე დღითა სიმდიდრითა და დიდებითა. და მეფობდა სოლომონ, ძე მისი, მის წილ.

29ხოლო სხუანი დავითის მეფისანი, პირველნი და უკუანასკნელნი წერილ არიან სიტყუათა შინა სამოელ წინაწარმეტყუელისათა, სიტყუათა შინა ნათანის წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა შინა გადისთა მხილველისათა.

30ყოვლისათჳს მეფობისა მისისა და ყოვლისა ძლიერებისა მისისა და ჟამნი, რომელნი იყუნეს მას შინა და ისრაჱლსა ზედა. და ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა. დაესრულა ნეშტთა თავი.


წინა თავი