მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 3

1და ესენი იყუნეს ძენი დავითისნი, რომელნი ესხნეს მას ქებრონს: პირმშო ამონ აქინამასაგან იეზრაიტელისა; მეორე - დალუა, აბიგეასგან კარმელისა.

2მესამე - აბესალომ, ძე მოქასი, ასულისა თოლმისი, მეფისა გესურისა; მეოთხე - ადონია, ძე ანგითისი.

3მეხუთე - საფატია აბიტალისგან; მეექუსე იეთრამ, აგალისგან, ცოლისა მისისა.

4ესენი ესხნეს ქებრონს; და იმეფა მუნ შჳდ წელ და ექუს თთუე და ოცდაათცამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმსა.

5და ესენი ესხნეს მას იერუსალჱმს: სამაა, სობაბ, ნათან და სოლომონ ბერსაბესგან, ასულისა ამელისა,

6იებაარ, და ელისაუ.

7და ელიფალეტ, და ნაგებ, და ნაფეკ, და ნაფია,

8და ელისამა, და ელიათადა და სოქაინ,

9ყოველნი ესე ძენი დავითისნი ცხრა გარეშე ძეთა ხარჭთა მისთასა,- და თამარ, დაჲ მათი.

10და ძენი სოლომონისნი: რობოამ, აბია, ძე მისი, ასა, ძე მისი, იოსაფატ, ძე მისი,

11იორამ, ძე მისი, ოზია, ძე მისი,

12ამასია, ძე მისი, აზარია, ძე მისი, იოვას, ძე მისი, იოთამ, ძე მისი,

13აქაზ, ძე მისი, ეზეკია, ძე მისი, მანასე, ძე მისი,

14ამონ, ძე მისი, იოსია, ძე მისი,

15და ძენი იოსიასი: პირმშო იოაქაზ, მეორე - იოაკიმ, მესამე - სედეკია, მეოთხე - სალუმ.

16და ძენი იოვაკიმისანი: იექონია, ძე მისი, და სედეკია, ძე მისი.

17და ძენი იოქონისნი: ასირ, სალათიელ, ძე მისი.

18მელქირამ, და ფადია, და სენესარ, და იეკენია, და იოსამოთ და ნადაბია.

19და ძენი სალათიელისნი: ზორობაბელ და სემეა. და ძენი ზორაბაბელისნი: მოსალამოს და ანანია და სალომითი, დაჲ მათი.

20და ასება, და ოლ, და ბარაქია, და ასადია, და სობედ, - ხუთნი ესე.

21და ძენი ანანიასნი: ფალატია და იესეი, ძე მისი, და რაფაია, ძე მისი, ორნა, ძე მისი, აბდია, ძე მისი, სექენია, ძე მისი.

22და ძე სექენიასი: სამეა. და ძენი სამეასნი: ქატუს, და იოელ, და ბარია, და ნოადია და საფატ, ექუსნი ესე.

23და ძენი ნოადიასნი: ელიონე, და ეზეკია და ეზრიკამ, სამნი.

24და ძენი ელიეოასნი: ოდუია, და ელიასიბ, და ფალაგია, აკკუბ, და იონან, და დალეა, და ანანია, - შჳდნი.


წინა თავი შემდეგი თავი