მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 7

1და ესენი არიან ძენი ისაქარისნი: თოლა, და ფუა, და იასუფ და სამბრამ, ოთხნი ესე,

2და ძენი თოლასნი: ოზი და რაფე და იერიელ და იემუ და იებასან და სამუელ, თავადნი სახლად ტომთა მათთა თოლასნი, ძლიერნი ძალითა ნათესავებისაებრ მათისა. და რიცხჳ მათი დღეთა დავითისათა ოცდაორ ათას და ექუსას,

3და ძენი ოზისნი: იეზრაია; და ძენი იეზრაასანი: მიქაელ და ობდია და იოელ და იესია, ხუთნი, მთავარნი ყოველნი,

4და მათ თანა ნათესავთაებრ მათთა სახლად ტომთა მათთა ძლიერნი წყობასა ბრძოლისასა ოცდაათექუსმეტ ათას, რამეთუ განიმრავლეს ცოლები და ძეები.

5და ძენი მათნი ყოველთა მიმართ ტომთა ისაქარისათა ძლიერნი ძალითა, ოთხმეოცდაშჳდ ათას იყო რიცხჳ მათ ყოველთა.

6და ძენი ბენიამენისნი: ბალე და ქობორ და იადიელ, სამნი.

7ძენი ბალესნი: ეასებონ, და ოზი, და ოზიელ და იარიმუთ და ური, ხუთნი ესე მთავარნი სახლთა მამულთანი ძლიერნი ძალითა და რიცხჳ მათი ოცდაორ ათას და ოცდათორმეტ.

8და ძენი ბოქოქრისნი: ზამრია, და იოას, და ელიეზერ, და ელიოენი, და ნადავ და ამარია, და იერიმოთ, და აბიუდ, და ანათოთ და ელმეთემ, ესე ყოველნი ძენი ბოქორისნი.

9მთავარნი სახლისა მამულისა მათისანი ძლიერნი ძალითა ოც ათას და ორას.

10და ძენი ადიელისნი: ბაალან. და ძენი ბაალანისნი: იაიოს, და ბენიამენ, და იაოთ, და ქაანა, და იეთან, და თარსის და აქისაარ.

11ესე ყოველნი ძენი ადიელისნი, მთავარნი ტომთანი, ძლიერნი ძალითა; ათჩჳდმეტ ათას და ორას, რომელნი გამოვიდოდეს ძლიერებით ბრძოლად:

12და საფი და აფიმ და ძე ოვრასი. ასობ, ძე მისი - ათერ.

13და ძენი ლეფთალიმისნი: ასელ, და გუვინი, და ისაარ, და სელუმ, ძე ბალასი.

14და ძენი მანასესნი: ასიელ, რომელი უშვა ხარჭმან მისმან ასურმან; შვა მაქირ, მამა გაალადისი.

15და მაქირ მოიყვანა ცოლი აფინ და სეფიმ. და სახელი დისა მისისა მოოქა, და სახელი მეორისა სალფაად, და ესხნეს სალფაადს ასულნი.

16და შვა მოოქა, ცოლმან მაქირისმან, ძე და უწოდა სახელი მისი ფარეს; და სახელი ძმისა მისისა სოროს და ძენი ამისი - ულამ და რეკემ.

17და ძე ულამისა: ბადან. ესენი არიან ძენი გაალადისნი, ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი.

18დამან მისმან მალექეთ უშვა ისუდ და აბიეზერ და მაოლა.

19და იყუნეს ძენი სემირასნი: აინ, და სჳქემ, და ლაკეი და ანანიამ.

20და ძენი ეფრემისნი: სოთოლა და ბარად, ძე მისი, ათათ, ძე მისი, ელეა, და ძე მისი, ნომეე, ძე მისი, ნაბედ, ძე მისი,

21სოთოლე, ძე მისი, იეზერ, ძე მისი, ელდად, ძე მისი. და მოსრნეს იგინი კაცთა გესელთა, ნაშობთა მის ქუეყანისათა, რამეთუ გარდასულ იყუნეს იგინი ტაცებად საცხოვარისა მათისა.

22და ეგლოვდა მათ ეფრემ, მამა მათი, დღეთა მრავალთა და მოვიდეს ძმანი მისნი ნუგეშინის-ცემად მისა.

23და შევიდა ცოლისა თჳსისა, და მუცლად-იღო, და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი ბარია, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ბოროტსა ჟამსა მეშვა, იქმნა ბოროტი სახლსა ჩემსა.

24და ასული მისი სარრა, და სხუათა მათ ნეშტთათჳს აღაშენა ბეთორონი ქვემო კერძო და ზემო. და ძენი ოზანისნი: სეერა,

25და რაფე, ძე მისი, და რასეფ, და თალე, ძე მისი, და ლაადან, ძე მისი, ნაათაან, ძე მისი,

26ამელ, ძე მისი, ელისამა, ძე მისი,

27ნუნე, ძე მისი, იესუე, ძე მისი,

28და სამკჳდრებელი მათი და საყოფლები მათი: ბეთელი და დაბნები მისი, მზისა აღმოსავალით, და აზერი და დაბნები მისი, და სჳქემი და დაბნები მისი ვიდრე გაზადმდე და სოფლები მისი.

29და ვიდრე ზღუარადმდე ძეთა მანასესა და დაბნები მათი, ბეთსანი და დაბნები მისი, თანაქი და დაბნები მისი, გეგალაადი და დაბნები მისი, მეგედონი და დაბნები მისი, დორი და დაბნები მისი. ამათ შინა დაემკჳდრნეს ძენი იოსებისნი, ძისა ისრაჱლისნი.

30და ძენი ასერისნი: იორმინა და ესულ და იესუი და ბარია, და სარია - და მათი.

31და ძენი ბარიასნი: ქაბელ, მელქიელ, ესე არს მამა ბერზეთისი.

32და ქაბერ შვა იაფალეტი, და სომერ, და ქოთამი და სოლა, დაჲ მათი.

33და ძენი იაფალეტისნი: ფესექი, და ნაბელი და ასითი: ესე ძენი იაფალეტისნი.

34და ძენი სომერისნი: აქურ და ობა, და ოგა და არამ.

35და ძენი სელამისნი, ძმისა სოფორისა: იმანა და სელეს, და ამალ.

36და ძენი სოფასნი: სუე, არნაფარ, და სუალ, და ბარი, და იემრა,

37და ბასარ, და ოდ, და სამა, და სალისა, და იეთერა და აბერა.

38და ძენი იეთერისნი: იეფინა და ფასფე და არიან.

39ძენი ოლისნი: ორექ, ანიელ და რასია.

40ესე ყოველნი ძენი ასერისნი: ყოველნივე მთავარნი ტომთანი რჩეულნი, ძლიერნი ძალითა, მთავარნი და წინამძღუარნი: წყობასა ბრძოლისასა კაცნი რიცხჳთ ოცდაექუს ათასნი.


წინა თავი შემდეგი თავი