მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი ნეშტთა |
თავი 9 |
1და ყოველი ისრაჱლი და განყოფანი მათნი, და ესენი არიან დაწერილი წიგნსა მეფეთა ისრაჱლისათა იუდასთა წარტყუენილთა მათ თანა ბაბილონად უსჯულობითა მათითა, 2რომელნი მკჳდრ იყუნეს პირველ სამკჳდრებელთა მათთა და ქალაქთა მათ ისრაჱლისთა მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი-იგი განჩემებულ იყუნეს. 3და იერუსალჱმს შინა მკჳდრ იყუნეს იუდას ძეთაგანნი და ბენიამენის ძეთაგანნი, და ეფრემის ძეთაგანნი და ძენი მანასესნი: 4გოთი, ძე ამიუდისი, ძისა ამისისი, ძისა ამეკისა, ძისა ბანესი, ძეთა მათ ფარესისთანი, ძისა იუდასნი. 5და სელონისგან: ასაია, პირმშო მისი, და ძენი მისნი. 6და ძეთაგან ზარასთა: იეიელ და ძმანი მათნი ექუსასოთხმეოცდაათ. 7და ძეთაგან ბენიამენისთანი: სალონ, ძე მოსოლამისი, ძისა ოდუიასი, ძისა ასანუასი. 8და იემნან, ძე იერემუასი, და ელ, ძე ოზიასი, ძისა მოქორესი, და მასალამ, ძე საფატიასი, ძისა რაგუელისი, ძისა იბანიისი. 9და ძმანი მათნი ნათესავად-ნათესავადი მათი - ცხრაასერგასისექუსი, და ყოველნი კაცნი მთავარნი ტომთანი სახლად და სახლად მამათა მათთა 10და მღდელთაგანი: იუდაე, და იოიარებ, და იაქიმ, 11და აზარია, ძე ქელკიასი, ძისა მოსოლამისი, ძისა სადუკისი, ძისა მარიოთისი, ძისა აქიტობისი, წინამძღვარი სახლისა მისი ღმრთისაჲ 12და ადაია, ძე იერაამისი, ძისა პასქორისი, ძისა მალაქიასი, და ამასია, ძე ადიელისი, ძისა მოსოლამისი, ძისა მოთოლამოთისი, ძისა ეზარიასი, ძისა ემერისი, 13და ძმანი მათნი სახლისა მამულთანი ათასშჳდას და ოთხმეოცდაათი, ძლიერნი ძალითა საქმესა მსახურებისასა სახლსა შინა ღმრთისასა 14და ლევიტელთაგანნი: სამაია, ძე ასობისა, ძისა ეზრიკამისი, ძისა ასაბისი, ძისა ძეთა მარარისთა, 15და ბაკბაკარ, და არეს, და გოელ, და მათთანაიას, ძე მიქასი, ძისა ზექრისი, ძისა ასაფისი, 16და ობდია, ძე ოსსასი, ძისა ელკანასი, რომელი მკჳდრ იყო დაბნებსა მას ნეტოფატიასსა, 17და ბჭეთმცველნი: სალიომ, და აკობ, და გელმან, და ემან, და ძმანი მათნი, და სალომ იყო მთავარი მათ ზედა. 18და არს ვიდრე აქამომდე ბჭე მეფისა მის აღმოსავლით. ესე არიან ბჭენი ბანაკთა მათ ლევიტელთანი: 19და საჰალომ, ძე ქორებისი, ძისა აბისაფისი, ძისა კორესი, და ძმანი მისნი სახლსა მამისა მისისასა, და ძენი კორესნი ზედა საქმესა მას მსახურებისასა, რომელნი სცვიდეს საცავსა მას კარვისასა, და მამანი მათნი ბანაკსა ზედა უფლისასა სცვიდეს შესავალსა ბჭეთასა. 20და ფინეზ იყო მთავარ მათ ზედა, ძე ელეაზარისი, პირველად და ესენი იყუნეს მის თანა, 21ზაქარია, ძე მოსოლამისი, მეკარე ბჭეთა ზედა კარვისა საწამებელისათა, 22და ყოველნი რჩეულნი ბჭეებისანი, ბჭეთა ზედა კაცნი ორას და თორმეტ: ესენი იყუნეს ეზოთა მათ ზედა ნაწილად ხუედრებულთა მათთა: ესენი დაადგინნეს დავით და სამუელ მხილველმან სარწმუნოებისათა მათთა. 23ესენი და ძენი ამათნი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, და სახლსა მას კარავისა უფლისასა ცვად. 24ოთხთა მათ კერძოთა ცისათა იყუნეს ბჭენი იგი მზისა აღმოსავალითა, ზღჳთ, და ჩრდილოთ და სამხრით, 25და ძმანი მათნი ეზოთა მათთა, რათა შევიდოდიან შჳდ-შჳდ დღით ჟამითი ჟამად ამათ თანა, 26რამეთუ სარწმუნოებით იყუნეს ძლიერნი იგი ბჭეთანი. და ლევიტელნი იგი იყუნეს ტაძრებსა ზედა და საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისა ღმრთისათა. 27და გარემო დაიბანაკიან, რამეთუ მათ ზედა რწმუნებულ იყო ცვა იგი. და ესენივე იყუნეს კლიტეებსა ზედა განთიად და განთიად გაღებად კარებსა მას ტაძრისასა. 28და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სამსახურებელსა, რამეთუ რიცხჳთ მოიღებდიან და რიცხჳთ მიიღებდიან. 29და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სიწმიდისასა, სამინდოსა, და ღჳნოსა, და ზეთსა, და გუნდრუკოვანსა და სულნელთა საცხებელთა. 30და ძეთაგანნი მღდელთანი იყუნეს ნელსაცხებელის-მგებელნი, ნელსაცხებელის სულნელისა. 31და მატტათია ლევიტელთაგანი, ესე იყო პირმშო სელომისი, კორეანი, სარწმუნოებით საქმესა ზედა მსხუერპლთა ტაბაკისასა დიდისა მღდლისათა. 32და ბანეა კათეანი ძმათაგან მათთა იყო პურთა ზედა შესაწირავთა, რათა მზა-ყოს შაბათი შაბათად. 33ესენი იყუნეს მგალობელნი მთავარნი ტომთა ლევიტელთანი დაწესებულნი მსახურებასა დღეთასა, რამეთუ დღე და ღამე იყუნეს მსახურებასა შინა. 34ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთა ნათესავთა მათთა. მთავარნი ესე დაემკჳდრნეს იერუსალჱმს და გაბონს. 35დაემკჳდრა მამა გაბონისი იეიელ, და სახელი ცოლისა მისისა მოოქა. 36და ძე მისი პირმშო აბდონ, და ისირ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნაბად. 37და გუდურ, და ძმანი ზაქურისნი: აიონ, და ზექრი, და მაკელოთი. 38და მაკელოთ შვა საამა. და ამათ ძმათა შორის მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თანა თჳსთა. 39და ნერ შვა კის, და კის შვა საულ, და საულ შვა იონათან, პირმშო, და მელქისუე, და ამინადაბ, და ბაალ, 40და ძე იონათანისი - მემფიბალ, და მემფიბალ შვა მიქა. 41და ძენი მიქასნი: ფიონ, და მალოქ, და თარა. 42და ქააზ შვა იოდა, და იოდა შვა გალემათ, და აზმოთ, და აზმბრი. და აზმბრი შვა მესა. 43და მესა შვა ბაანა და რაფია, ძე მისი; ელეასა, ძე მისი; ესაელ, ძე მისი. 44ესაელს ესხნეს ექუს ძე და ესე არს სახელები მათი: ეზრიკამ, პირმშო მისი, ისმაელ და სარაია, და აბდია, და ამარია და ანან. ესე ძენი ესაილისნი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |