მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
თავი 5

სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს:

1შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.

2მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა.

3სძალი იტყჳს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარმე შევიმოსო იგი? დავიბანენ ფერჴნი ჩემნი, ვითარმე შევაგინნე იგინი?

4ძმისწულმან ჩემმან მოყო ჴელი მისი სარკუმლით გამო და მუცელი ჩემი აღიძრა მის ზედა.

5აღვდეგ მე განღებად კარისა ძმისწულისა ჩემისა, ჴელთა ჩემთა დასწუთა მური, თითთა ჩემთა მური სავსედ კართა ზედა საჴშველისათა.

6განუღე მე ძმისწულსა ჩემსა, ძმისწული ჩემი წარვიდა და სული ჩემი განვიდა სიტყუასა მისსა თანა. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, უჴმობდ მას და არა ჴმა-მცა.

7მპოვეს მე მჴუმელთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა, მცეს და მწყლეს მე და განმძარცუეს სამოსელი ჩემი მცველთა ზღუდისათა.

8გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას, ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა.

9ასულთა იერუსალიმისათა და მცველთა ზღუდისათა ჰკითხეს სძალსა: რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, შუენიერო დედათა შორის? რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, რამეთუ ეგრეთ გუაფუცებ ჩუენ?

10სძალმან წამ-უყო ძმისწულისათჳს, ვითარ-რაჲ იყო და ეტყჳს: დისწული ჩემი მწყაზარ და მწითურ, გამორჩეულ შობითგან ბევრეულთაგან;

11თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა ყორანი;

12თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა;

13ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა ნელსაცხებელთმგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ.

14ჴელნი მისნი - ოქროჲსანი, წახნაგებულ, აღვსებულ თარშითა, მუცელი მისი, ვითარცა ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, თუალსა ზედა საფიროვნსა;

15წჳვნი მისნი - სუეტნი მარმარილოსანი, დაფუძნებულნი ხარისხსა ზედა ოქროჲსასა; ხილვაჲ მისი, ვითარცა ლიბანი რჩეული და ვითარცა ნაძუნი;

16ჴორჴი მისი - სიტკბოებაჲ და ყოვლად საწადელ. ესე არს ძმისწული ჩემი და ესე არს მახლობელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო.

17ჰკითხვიდეს ასულნი იერუსალიმისანი, სადა წარვალს ძმისწული მისი: ვიდრე ვიდა ძმისწული შენი, შუენიერო დედათა შორის? ვიდრე მიიმართა ძმისწულმან შენმან? და ვიძიოთ იგი შენ თანა?


წინა თავი შემდეგი თავი