მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
თავი 7

1ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი, ვითარცა მწყობრი ბანაკთა.

2რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ ჴელოვნისა.

3უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან; მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა;

4ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი ქურციკისანი;

5კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა;

6თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა შენისა, ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის.

7სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა.

8რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?!

9და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი,

10სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა.

11მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი.

12მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა;

13ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ აღყუავნა ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ.

14მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი მწუერვალნი ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო, დაგიმარხო შენ.


წინა თავი შემდეგი თავი