მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
თავი 8

1ვინ მოგცნეს შენ, ძმისწულო ჩემო, წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე, ამბორს- გიყავ შენ, და არა შეურაცხ-გყავ.

2მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მუცლადმღებელისა ჩემისათა. და გასუა შენ ღჳნისაგან სულნელთასა, სინედლისაგან ბროწეულთა ჩემთასა.

3მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი გარემომეხჳა მე.

4გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა მიმართ და ძლიერებათა მიმართ აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ენებოს.

5ასულნი და დედოფალნი ეტყჳან: ვინ არს ისი აღმომავალი უდაბნოთ? დავამტკიცოთ იგი სიყვარულსა მისსა ზედა; ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე შენ. მუნ ელმოდა შენთჳს დედასა შენსა, მუნ ელმოდა მშობელსა შენსა. დამდვეს მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა შენსა,

6რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ.

7წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყვარულისა. მდინარენი ვერ წარღუნიან მას, უკუეთუ მისცეს კაცმან ყოველი ცხორებაჲ თჳსი სიყვარულსა, შეურაცხ-ყონ იგი შეურაცხებით

8ქალწულნი იტყჳან: ჯ დაჲ ჩუენი მცირე არს და ძუძუნი არა ასხენ, რაჲმე უყოთ დასა ჩუენსა დღესა, რომელსა ითქუას მისსა მიმართ?

9უკუეთუ ზღუდე არს, აღვაშენნეთ მას ზედა აღსამატებელნი ვეცხლისანი და, უკუეთუ კარი არს, დავამსჭუალოთ მას ზედა ფიცარი ნაძჳსაჯ.

10სძალმა იკადრა და ეტყჳს: მე - ზღუდე და ძუძუნი ჩემნი - გოდოლნი. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა მპოვნელი მშჳდობისა.

11ვენაჴი იყო სოლომონისი ვევლამონოს.

12ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა, მამაკაცი არს ჟამსა მისსა ათასის ვეცხლის, ათასნი - სალმონს და ორასნი - მცველთა ნაყოფისა მისისათა,

13რომელი მჯდომარე არს მტილთა შინა, მოყუასნი მოელოდეს: ჴმაჲ შენი მასმინე!

14ივლტოდე, დისწულო ჩემო, და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთასა.


წინა თავი