მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
რუთი
თავი 3

1ჰრქუა მას ნოომინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ, რათა კეთილი გეყოს შენ?

2და, ეგერა, ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ! და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა.

3და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ შენ კალოდ მისა, და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას, ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა და სუმისა.

4და იყოს, რაჟამს დაწუეს იგი, და დაისწავე ადგილი იგი, სადა დაწვეს მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა! და მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა.

5ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე, რაცა მრქუა, ვყო.

6და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა-იგი ამცნო მას დედამთილმან თჳსმან.

7და ჭამა ბოოზ და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი ზჳნსა მას წერეულისა მისისასა, ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა.

8და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა.

9ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ.

10ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა ღმრთისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანასკნელი უფროჲ პირველისა მის, რამეთუ არა მიხუედ შენ შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ გლახაკისა ვისამე, გინათუ მდიდრისა.

11და აწ ნუ გეშინის ყოვლისავე, რაჲცა მრქუა მე, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ.

12და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე, არამედ არს ნათესავი სხუაჲ უმახლობელესი ჩემსა,

13იქცეოდა ამას ღამესა. და იყოს ხვალისაგან, უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ შენ. უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო მე; ცხოველ არს უფალი! და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე.

14და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და აღდგა იგი უადრეს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას.

15და ჰრქუა ბოოს: მოიპყარ სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს შენ, და განჰმარტე იგი! ხოლო მან მოუპყრა მას, და გარდაუწყო მას ექუსი საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა. და შევიდა იგი ქალაქად.

16და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲცა უყო კაცმან მან.

17და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა.

18ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო შენ, [ვ] ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე.


წინა თავი შემდეგი თავი