მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე სოლომონისა*
თავი 14

1კუალად სიმდიდრისათჳს წარსულსა და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრესსა უღაღადებდეს,

2რამეთუ იგი გულისთქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ ხუროვებამანვე სიბრძნისამან ქმნა.

3მამაო, შენი წინასწარგანზრახვა იღუწის მას, რამეთუ მიეც ზღუასა ზედა გზა და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი.

4აჩუენენ, რამეთუ ძალ-გიცს ყოვლით კერძოვე ცხორებად. დაღათუ ხუროებისა თჳნიერ ვინმე შევიდეს.

5რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა საქმე. ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სლვა და ღელვანი ძელითა განვლიან,

6რამეთუ დასაბამსა მასცა წარწყმედასა ამპარტავანთასა სასოება სოფლისა ძელსა შევედრა და დაუტევა საუკუნოსა მას თესლი ნათესაობისა,

7რამეთუ ჴელითა შენითა ცხონდა და განერა, რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება.


წინა თავი შემდეგი თავი