მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე სოლომონისა*
თავი 5

1მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მათნი,

2იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა.

3და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა სულისათა სულთ-ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი-იგი ოდესმე გუქონდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა.

4ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ,

5ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის ნაწილი მისი.

6შევსცეთით გზისა მისგან ჭეშმარიტებისასა. სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგვიჩნდა ჩუენ.

7უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისათა. ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, და გზა უფლისა არა ვიცანთ.

8რა მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რა შემეწია ჩუენ სიმდიდრე იგი სილაღისა?

9წარჰჴდა იგი, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.

10და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა,

11გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის, ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა.

12ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი.

13ეგრევე ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲთამცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით.

14რამეთუ ეგრეთვე იტყოდიან: ჯოჯოხეთს შინა, რომელთა სცოდეს სასოება უღმრთოთა.

15ვითარცა მტუერი ქარისაგან მოღებული, და ნეფხუა წულილი, ალმური არმურისაგან განიდევნა და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია და ვითარცა ჴსენება მდგურისა ერთდღისა, წარვიდა.

16მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთჳს მაღლისა მიერ.

17ამისთჳს მოიღონ მეუფება შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.

18და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისა და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად მტერთა.

19და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისა და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული.

20მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდე,

21და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.

22და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს

23და კლდისა საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი, განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუნიდენ სასტიკად.

24და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და მოაოჴროს ყოველი ქუეყანა უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.


წინა თავი შემდეგი თავი