მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე სოლომონისა*
თავი 7

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15მიგითხრა თქუენ და არა დავფარო თქუენგან საიდუმლო ღმრთისაჲ, რამეთუ იგი თავადი არს სიბრძნისა წინამძღუარი და ბრძენთა განმგებელი,

16ხოლო ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი. ყოველი გონიერება და საქმეთა მეცნიერება,

17რამეთუ მან მომცა მე ყოფილთა ცნობა, შესაქმე სოფლისა, შეწევნანი წესთანი, დასაბამი და დასასრულამდე,

18განზოგება ჟამთა, სახეთა ცვალებანი და ქცეულება ჟამთა,

19წელიწადისა სრბა და ვარსკულავთა დგომა,

20ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომანი მჴეცთანი, სულთა სიმძაფრე და გულისზრახვანი კაცთანი, თითოსახენი ნერგთანი,

21რაოდენ-რა არს დაფარული და გამოუჩინებელი - ვცან, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა მე სიბრძნე.

22რამეთუ ამას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისა მრავალკერძო. ვინა ვიწულევ კეთილად, იძლევის, წარჩინებულ, შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე მალე დაუყენებელ ქველისმოქმედ,

23კაცთმოყუარე, მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ ყოვლად, ძლიერ, ყოვლისა მსახურ, და ყოველთა სულთა მიერ დაეტევის მეცნიერებითა წმიდათა მწულილთა,

24რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამებისა უმალე არს სიბრძნე, მისწუთების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით,

25რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა და დიდებით ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა არარა მიეძლევის,

26რამეთუ გამობრწყინვებულ არს იგი ნათლისა მის სამარადისოსა და სარკე უბიწო ღმრთისა შეწევნითა. და ხატი სახიერებისა მისისა,

27ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც. და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს.

28არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან,

29რამეთუ არს იგი უშუენიერეს უფროს ყოველთა ვარსკულავთა.

30


წინა თავი შემდეგი თავი