მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 5

1ნუ გეიმედება შენი ქონება და ნუ იტყვი, საკმარისი მაქვსო.

2ნუ აყვები შენს სულსა და შენს შეძლებას, ნუ ივლი გულისთქმის კვალზე.

3ნუ იტყვი, ვინ გამიბატონდებაო? რადგან უფალია შენი დამსჯელი.

4ნუ იტყვი, შევცოდე და რა დამემართაო, რადგან სულგრძელია უფალი.

5შეწყალების იმედით უშიშარი ნუ იქნები და ცოდვას ცოდვაზე ნუ დაურთავ.

6ნუ იტყვი, გულმოწყალება მისი დიდია და მრავალ ცოდვებს შემინდობსო, რადგან შეწყალებაცა და რისხვაც მასთანაა და ცოდვილებზე გადმოვა მისი გულისწყრომა.

7ნუ აყოვნებ მოქცევას უფლისაკენ და სახვალიოდ ნუ გადადებ, რადგან მყისვე გადმოვა უფლის რისხვა და შურისგების ჟამს წარიწყმედები.

8ნუ გეიმედება უსამართლოდ მონახვეჭი, რადგან განსაცდელის დღეს სარგებლობას ვერ მოგიტანს.

9ნუ აჰყვები ყველა ქარს და ყოველი გზით ნუ ივლი, როგორც ორპირი ცოდვილები იქცევიან.

10იყავი მტკიცე შენს ცოდნაში და ერთი იყოს სიტყვა შენი.

11იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელობით გაეცი.

12თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.

13პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.

14ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ, რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად.

15ნურც დიდში და ნურც მცირეში უგუნური ნუ იქნები, თუ მოყვარე ხარ, მტრულად ნუ მოიქცევი, რადგან აუგიანი სახელი სირცხვილსა და კიცხვას დაგიმკვიდრებს ორპირი ცოდვილივით.


წინა თავი შემდეგი თავი