მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სოფონია წინასწარმეტყველი |
თავი 2 |
1შეკერბით და თან შეიკრენით ნათესავი უწურთელი. 2უწინარეს ქმნისა თქუენისა, ვითარცა ყუავილი თანაწარმვლელი დღისაჲ, პირველ მოსლვისა თქუენ ზედა დღისა მის რისხვისა გულისწყრომისა უფლისსა. 3იძიეთ უფალი ყოველთა მდაბალთა ქუეყანისათა, მსჯავრსა იქმოდეთ, სამართალი მოიძიეთ და მიუგებდით მათ, რათა დაიფარნეთ დღესა შინა რისხვისა უფლისსა 4მით, რამეთუ ღაზაჲ დატაცებული იყოს და ასკალონი უჩინოსაქმნელად და აზოტი შუადღე განიგდოს და აკარონი აღმოიძიროს. 5ვაჲ დამამკჳდრებელთა თანა ნაწილის საზომსა ზღჳსასა, მსხემთა კრიტელთა სიტყუა უფლისაჲ თქუენ ზედა. ქანაან, ქუეყანაჲ უცხო ტომითაჲ და წარგწყმედ თქუენ მკჳდრობისაგან. 6და იყოს კრიტი საძოვარ სამწყსოთა და ბაკ ცხოვართა. 7და იყოს წილისსაზომი ზღჳსაჲ დაშთომილთა სახლისა იუდაჲსთად. მათ ზედა ძოვდენ სახლთა შორის ასკალონისათა, მიმწუხრი დაივანებენ პირისაგან ძეთა იუდაჲსთაჲსა, რამეთუ მოიხილა მათ ზედა უფალმან ღმერთმან და მოაქცია ტყუეობა მათი. 8მესმნეს ყუედრებანიცა მოაბისნი და ჴუედნანი ძეთა ამმონისთანი, რომელთა მიერ ჰყუედრიდეს ერსა ჩემსა და განდიდნებოდეს საზღუართა ზედა ჩემთა. 9ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ, - მით, რამეთუ მოაბი ვითარცა სოდომაჲ იყოს. და ძენი ამმონისნი ვითარცა გომორრაჲ და დამასკოჲ განფიწლულ, ვითარცა ხუავი კალოჲსა ზედა უჩინოქმნილი საუკუნოდ და ნეშტნი ერისა ჩემისანი ჰბასრობდენ მას და ნეშტთა ნათესავისა ჩემისათა დაიმკჳდრნენ იგინი. 10ესე მათ გინებისა წილ მისისა მით, რამეთუ აყუედრეს და განდიდნეს უფლისა ზედა, ყოვლისა მპყრობელისა. 11საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა, ყოველნი ჭალაკნი წარმართთანი. 12და თქუენცა, ეთიოპნი, წყლულებ მახჳლისა ჩემისა იყვნეთ. 13და განვირთხამ ჴელსა ჩემსა ბღუარსა ზედა და წარვსწყმედ ასსურასტანელსა და დავდვა ნინევი ურწყულად ვითარცა უდაბნოჲ. 14და ძოვდენ საშუალ მისსა სამწყოსნი და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი, და მიწისლომნი, და ექინნი ბაგოვნებისა შორის მისისა დაწვენ. და მჴეცნი ჴმობდენ ნათხართა შორის მისთა, ყორანნი ბჭოოვნებისა შორის მისისა მით, რამეთუ ნაძჳ აღსადგომელ მისსა. 15ესე ქალაქი ხენეშაჲ, დამკჳდრებული სასოებით, მეტყუელი შორის გულისა თჳსისა: მე ვარ და არა იყოს ჩემ თანა მერმე, ვითარ იქმნა უჩინოსაქმნელად საძოარ მჴეცთა. ყოველმან თანწარმავალმან მის მიერ დაისტჳნოს და შეძრნეს ჴელნი თჳსნი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |