მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სოფონია წინასწარმეტყველი
თავი 3

1ეჰა, საჩინო და გამოჴსნილი ქალაქი. ტრედმან

2არა ისმინა ჴმისა, არ შეიწყნარა წურთაჲ, უფლისა მიმართ არა ესვიდა და ღმრთისა მიმართ მისისა არ მიეახლა.

3მთავარნი მისნი მის შორის, ვითარცა ლომნი მყჳრალნი. მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი, არა მოაკლდებოდეს განთიადმი.

4წინაწარმეტყუელნი მისნი, სულშემოსილნი მამრნი, შეურაცხისმყოფელნი. მღდელნი მისნი შეაბილწებენ წმიდათა და აუთნოებენ შჯულსა.

5ხოლო უფალი მართალი საშუალ მისსა და არა ყოს უსამართლოჲ. განთიად-განთიად მოსცეს მსჯავრი თჳსი ნათლად. და არ დაიმალა და არა ცნა უსამართლოება მიჴდასა შინა.

6და არა ძლევისა მიმართ უსამართლოება, დავამჴუენ ამპარტავანნი; უჩინო იქმნნეს ყურენი მათნი. მოვაოჴრენ გზანი მათნი, რაჲთურთით არ წარსავლელად მოაკლდეს ქალაქნი მათნი. ამისთჳს არცა ერთისა ვის ყოფისა, არცა დამკჳდრებითა.

7ვთქუ: გარნა შეშინდით ჩემგან, და შეიწყნარეთ წურთაჲ, და არ მოესრულნეთ თუალთაგან მისთა ყოველნი, რაოდენნი შურ-ვიგენ მის ზედა. განემზადე, აღიმსთუე, განხრწნილ არს ყოველი მოკუფხლვაჲ მათი.

8ამისთჳს დამითმე მე, - იტყჳს უფალი, - დღედ მიაღდგომისა ჩემისა საწამებელად ჩემდა მით, რამეთუ მსჯავრი ჩემი შესაკრებელისა მიმართ ნათესავთაჲსა შეწყნარებად მეფეთა გარდაცემად მათ ზედა რისხვაჲ ჩემი, ყოველივე რისხვა გულისწყრომისა ჩემისა მით, რამეთუ ცეცხლისა მიერ შურისა ჩემისაჲსა განილიოს ყოველი ქუეყანაჲ.

9რამეთუ მაშინ მოვაქციო ერთა ზედა ენათასა ნათესავადმი მისსა, ხდად ყოველთა სახელი უფლისაჲ. მონებდენ იგინი მას ერთსა ქუეშე უღელსა.

10კიდეთაგან მდინარეთა ეთიოპიისათა, შეიწყნარნე განთესულთა შორის ჩემთა. მომართუმიდენ მე მსხუერპლთა ჩემთა.

11მას დღესა შინა არსირცხჳლეულ იქმნე ყოველთაგან სიმარჯუეთა შენთა, რომლითა იუთნოე ჩემდამო, რამეთუ მაშინ მოგძარცუნე შენგან სიხენეშენი გინებისა შენისანი და არღა მერმე შესძინო დიდმოქადულობად მთასა ზედა წმიდასა ჩემსა.

12და დაუტეო შენ შორის ერი მშჳდი და მდაბალი და მკრძალობდენ სახელისაგან უფლისა

13ნეშტნი ისრაჱლისანი და არა იქმოდიან უსამართლოსა, არცა იტყოდიან ამაოთა. და არა იპოოს პირსა შინა მათსა ენაჲ მზაკვარი მით, რამეთუ ძოვდენ და დაწვებოდიან და არა იყოს შემაშინებელი მათი.

14იხარებდ ფრიად ასული სიონისაჲ! ქადაგებდ ასული იერუსალჱმი. იშუებდ და ძნობდინ ყოვლით გამო გულით შენით ასული იერუსალჱმისაჲ!

15მოგძარცუნა უფალმან უსამართლოებანი შენნი, გიჴსნა შენ ჴელისაგან მტერთა შენთასა. მეფობდეს უფალი შორის შენსა. არა იხილნე ბოროტნი არღა მერმე.

16მას ჟამსა შინა ჰრქუას უფალმან იერუსალჱმსა: მინდობით იყავ, სიონ, ნუ დაჰჴსნდებიედ ჴელნი შენნი,

17უფალი ღმერთი შენი შენ შორის ძლიერი ჴსნად შენდა და მოაწიოს შენ ზედა შუებაჲ და განგაახლოს შენ შეყუარებისა მიერ მისისა. და იშუებდეს შენ ზედა ძნობისა მიერ, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა.

18და შეკრიბნეს შემუსრვილნი. ვაჲ, ვინ მოიღო მის ზედა ყუედრებაჲ?

19აჰა, ესერა, მე ვჰყოფ შენ შორის შენთჳს. მას ჟამსა შინა იტყჳს უფალი: და აცხოვნეს განრწმუნებული, და განგდებული შევიწყნარო, და დავსხნე მე იგინი საქადულად, და სახელოვნად ყოველსა ზედა ქუეყანასა.

20და არა ჰრცხუენოდისყე მას ჟამსა შინა, ოდეს კეთილი გიყო თქუენ და ჟამსა შინა, ოდეს შეგიწყნარნე თქუენ მით, რამეთუ მიგცნე თქუენ სახელდებულად და საქადულად ყოველთა შორის ერთა ქუეყანისათა მოქცევასა ჩემგან ტყუეობისა თქუენისასა წინაშე თქუენსა, - იტყჳს უფალი.


წინა თავი