მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ტობითის წიგნი |
თავი 1 |
1წიგნნი სიტყუათა ტობისნი, ძისა ტობელისნი, ძისა ანნიასნი, ძისა ანაველისნი, ძისა გაბაელისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი, 2რომელი წარიტყუენა დღეთა სალმანასარ მეფისა ასურასტანისათა თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კერძოსა ნეფთალიმისი, გალილეას ზემო კერძო ასეირსა. 3ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ. 4ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული. 5 რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა, 6და ხოლო ტობი მარტო მივიდის მრავალგზის იერუსალჱმდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაჱლისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა, და პირველ ნარისუავი ცხოვართა მიიღის და მისცის იგი მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მისცემდის ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალჱმს, 7და მეორე ათეული დაჰყიდის და მივიდის, შეამსახურის იერუსალჱმს თჳთეულსა წელიწადსა. 8ხოლო მესამე ათეული მისცის, ვიეთა-იგი ჯერ-არნ, ვითარცა-იგი ჯერარს, ვითარცა-იგი ამცნო მას დებორა, მამისდედამან მისმან, რამეთუ ობოლი დაშთა მამისაგან თჳსისა. 9და ოდეს იქმნა მამაკაც, მოიყვანა ანნა ცოლად ნათესავისაგან მამისა მისისა და ესვა მისგან ტობია. 10და სიყრმითვე ასწავლიდა შაშთა ღმრთისათა და ყოველთა ცოდვათა განშორებასა. 11და რაჟამს წარიტყუენნეს ნინევად, ყოველნი ძმანი და ნათესავისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა. 12ხოლო მან დაიცვა სული თჳსი ჭამისაგან, რამეთუ მოეჴსენა მას ღმერთი ყოვლითა გულითა.
13და მისცა მას მაღალმან მადლი და ხატოვნება წინაშე სალმანასარ მეფისა და იყო მისა ვაჭარი. 14და მიეცა მას ჴელმწიფება, სადაცა ენება წარსლვა, და თავისუფლება, რაჲთა ენება ქმნად. 15და მივიდის ყოველთა ტყვეთა თანა და ნუგეშინის-ცემდის. 16როგუელისა ქალაქთა ხუარკეთისათა პატივ-სცეს და მოსცეს ათი ტალანტი ვეცხლი. 17და მუნ კრებულთა შორის გაბაელ იხილა დავრდომილი და ვედრი დადვა ვეცხლისა მის თანა და მოუღო ჴელით-წერილი. 18და ოდეს მოკუდა სალმანასარ, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ და გზანი მისნი შფოთ იყვნეს და ვერღარა იკადრებდა მისლვად ხუჟიკეთა. 19და დღეთა სალმანასარისთა მოწყალებასა მრავალსა ჰყოფდა ძმათა ჩუენთათჳს. 20პურსა მისსა ცემდის მშიერთა და სამოსელსა შიშველთა, უკუეთუ სადა ვინ იხილის ნათესავისა ჩუენისაგანი მომკუდარი და განგდებული უკანა კერძო ზღუდესა ნინევისასა, დაჰფლევდის მათ, და რაოდენთა მოსწყუედდა სენიქერიმ მეფე. 21მო-რა-ვიდა სენაქერიმ სივლტოლით ჰურიასტანით, დაჰფლევდის მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით და ეძიებდა მეფე გვამებსა მათსა და არა იპოვა. 22მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა მისათჳს მეფესა, ვითარმედ იგი დაჰფლევდა მკუდრებსა მას და დაემალა, რამეთუ აგრძნა, ვითარმედ ეძიებს მას მოკლვად, შეეშინა და ივლტოდა და აღჭრეს ყოველი ნაყოფი მისი. 23და არა რა დაშთა მის თანა თჳნიერ ხოლო ანნასა, ცოლისა მისისასა, და ტობიასა, ძისა მისისასა. 24და არღარა წარსულ იყვნეს ერგასისნი დღენი და მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არარატით კერძო და მეფობდა ასარდან, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქაიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული თჳსი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა და ევედრა აქიაქაროს მისთჳს მეფესა. 25და მოვიდა ნინევად, რამეთუ იქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა გამგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ; და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა, ხოლო იყო იგი ძმისწული მისი. და ოდეს მოვიდა სახიდ მისად და მისცეს მას ანნა, ცოლი მისი, და ტობია, ძე მისი. |
შემდეგი თავი |