მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითის წიგნი
თავი 10

1ხოლო ტობი, მამა მისი, რაცხდა დღეთა, რომლითა დღითგან გამოვიდა ტობია, ძე მისი, და ოდეს გარდაჴდეს დღენი იგი, შეწუხნა ტობი.

2და თქუა: მო-სამე-კუდა გაბაელ და არა ვინ მოსცის ვეცხლი იგი ძესა ჩემსა, და მას ჰრცხუენის მოსლვად. და მწუხარე იყო ფრიად.

3და თქვა ანნა: წარწყმდა ძე ჩემი და არღარა არს ცოცხალი, ვინათგან დაიყოვნა.

4და იწყო მან ტირილად და გოდებად მისთჳს.

5და იტყოდა: ვაჲმე, შვილო, ნათელო თუალთა ჩემთაო, რასამე განგიტევე შენ წარსლვად ჩემგან?

6ხოლო ტობი ნუგეშინის-ცემდა მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ, დაო, მოვიდეს ძე ჩუენი ცოცხლებით. დაბრკოლება რამე ეყო მას და მით ყოვნის, ნუ სწუხ, რამეთუ რომელი წარსრულ მის თანა, სარწმუნო არს ძმათა ჩუენთაგან. ნურას დაიდებ გულსა შენსა ბოროტსა.

7და თქუა ანნა: წარმიწყმდა შვილი ჩემი. და განვიდის გზათა, მიმოიმსტრობნ, უკუეთუ მოვალს ძე მისი, ვიდრე მზისა დასლვამდე, და შევიდის სახიდ. თჳსა და არარასა გემო იხილის, არცა დაიძინის. და ვითარცა ადივსნეს დღენი იგი ქორწილისანი ათოთხმეტნი, ვითარცა-იგი ფუცა რაგუელ,

8ჰრქუა მას ტობია: წარმავლინე, მე უწყი, მამა ჩემი და დედა ჩემი ღუაწლსა შინა არიან, რამეთუ არა ჰგონებენ იგინი, ვითარმედ კუალადღა იხილონ პირი ჩემი.

9და თქუა რაგუელ: მე წარვავლინნე მოციქულნი ტობისა, მამისა შენისა, და ვაუწყო შენთჳს, ხოლო შენ იყავდა მცირედ დღე ჩემ თანა.

10და ტობია ჰრქუა მას: ნუსადა, მამაო ჩემო, გლოცავ შენ, წარმგზავნე მე, რათა არა მწუხარე იყოს მამა ჩემი. და აღდგა რაგუელ და მოიყვანა სარა, ასული თჳსი, და მისცა იგი ტობიას და მისცა მას ყოველთაგან მონაგებთა თჳსთა ზოგი მონები და მჴევლები, ზროხა და ცხოვარნი, ვერძები და აქლემები, ოქრო და ვეცხლი, და სამოსელი, დიდძალი ფრიად.

11და აკურთხნა, წარავლინნა იგინი რაგუელ და ჰრქუა: წარვედით, შვილნო, ცოცხლებით! და ღმერთმან ცათამან წარგიმართენ თქუენ და მიხილვანმცა შვილნი თქუენნი პირველ სიკუდილისა ჩემისა. ამბორს-უყო ტობიას და სარას, ასულსა თჳსსა.

12და ჰრქუა მას: ასულო, პატივ-ეც მამამთილსა შენსა და დედამთილსა შენსა, რამეთუ ამიერითგან იგინი არიან დედა-მამანი შენნი, ვითარცა ჩუენ ვიყვენით შენდა, ვიდოდე, ასულო, ცოცხლებით.

13და ჰრქუა ანე ტობიას: წინაშე უფლისა მოგცემ. შენ ასულსა ჩემსა, რათა არა შეაწუხო იგი ყოველთა დღეთა. აჰა, ესერა, მე დედა შენი და სარა დაა შენი, და ამბორს-უყო ორთავე და განვიდეს.


წინა თავი შემდეგი თავი