მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითის წიგნი
თავი 11

1და წარვიდა ტობია სიხარულით და აკურთხევდა ღმეროსა ცისა და ქუეყანისასა, ილოცვიდა და თქუა: მეყავნ მე პატივის-ცემა სიმამრისა ჩემისა და სიდედრისა ჩემისა, ვითარცა მამა-დედათა ჩემთა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა. და წარვიდეს გზასა მათსა და მოვიდეს ვიდრე წინაშე ნინევისა.

2და ჰრქუა რაფაელ ტობიას: შენ იცი, ვითარ დაუტევე მამა შენი.

3აწ წარუსწროთ და მზა ვიყოთ სახლი, ხოლო ცოლი შენი მოვიდეს მოცალედ შემდგომად ჩუენსა. და წარვიდეს ორნივე. ხოლო ძაღლი იგი რბიოდა უწინარვს მათსა. ჰრქუა რაფაელ ტობიას:

4მიიღე ნავღელი თევზისა მის ჴელსა შენსა. და იყოს, ვითარცა მიეახლო მამასა შენსა, იგი მოგიჴდეს შენ ამბორის-ყოფად და თუალნი მისნი აღებულ იყუნენ, ხოლო შენ აწთვე ნავღელი თუალთა მისთა. და შესტკივეს წამალი იგი და მოჰჴადოს ზედა თეთრი იგი და აღიხილნეს თუალნი მამამან შენმან და იხილოს ნათელი.

5და ანა, დედა მისი, დგა გარე და ხედვიდა გზასა და იხილა, ძაღლი იგი წინა რა ურბიოდა მათ, და შერბიოდა შინა და ჰრქუა ტობის:

6აჰა, ძე შენი მოვალს. და

7კუალად განვიდა ანნა მიგებებად ძისა თჳსისა.

8და მოეხჳა მას და დავარდა ქედსა მისსა ზედა და თქუა:

9ვინათაგან გიხილე შენ, შვილო, აწ თუ მოვკუდე, არღარა ვწუხდე, რამეთუ ვიხილე პირი შენი.

10და აღდგა ბრმა მამა მისი და ეჩქვეფებოდა და ჴელი უპყრა ყრმასა და შეემთხჳა შვილსა.

11და შეიტკბეს და ამბორს-უყვეს მანცა და ცოლმან მისმანცა და სიხარულითა ტიროდენ ერთბამად.

12თაყუანი-სცეს ღმერთსა და მადლობდეს და დასხდენ.

13და შთააწვეთნა ნავღელი იგი თევზისა თუალთა მისთა და დაიწუხნა ტობი თუალნი თჳსნი, რამეთუ, შესტკივეს. და თქუა ტობი: რა ჰყავ ესე, შვილო? და ჰრქუა: დაითმინე, მამაო, რამეთუ წამალი მიტევებისა არს.

14და შეახო მამასა თჳსსა. და მოჰჴადა წამალმან მან თეთრი იგი თუალთაგან მისთა.

15და აღიხილნა და იხილა ნათელი, და აკურთხევდა ღმერთსა, და მიხედა ძესა თჳსსა და ამბორს-უყოფდა მას.

16და ტიროდა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, და კურთხეულ არს სახელი შენი უკუნისამდე და კურთხეულ არიან ყოველნი წმიდანი შენნი ანგელოზნი.

17რამეთუ განმსწავლე და შემიწყალე მე და ვიხილე ტობია, ძე ჩემი. და შევიდეს ტობი და ანნა, ცოლი მისი, და უხაროდა მათ და აკურთხევდეს ღმერთსა ყოვლისა მისთჳს, რაოდენი იქმნა მათთჳს. და უთხრა ტობია მამასა თჳსსა, ვითარ-იგი წარემართა გზა მისი და მოიყვანა სარა, ასული რაგუელისი, თჳსა ცოლად და მოიღო ვეცხლი იგი. და, აჰა, ესერა, არს, და მახლობელად ბჭეთა მოვალს. და განიხარეს ტობი და ანნა.

18და განვიდეს მიგებებად სძლისა მის, ძისა ცოლისა მათისა, და იხილეს ნათესავთა მათთა. და ყოველნი, რომელნი შეემთხუეოდეს, დაუკჳრდა, რამეთუ ვიდოდა ტობი ყოვლითა ძალითა თჳთ ღა არა ვინ წინაუპყრობდა მას, და აკურთხევდა მაღლითა ჴმითა ღმერთსა. და შეიწყალა იბი ღმერთმან.

19და აღიხილნა თუალნი მისნი. და ოდეს მიეახლა ტობი სარას, ძისცოლსა თჳსსა, აკურთხა იგი და თქუა: მოგვალე, რამეთუ ცოცხლებით მოხვედ, ასულო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგიყვანა შენ ჩემდა, კურთხეულ მამა შენი და კურთხეულ დედა შენი და კურთხეულ ტობია, ძე ჩემი, და კურთხეულ იყავ შენ, ასულო. და იყო სიხარული დიდი ყოველთა ურიათა, რომელნი იყუნეს ნინევს შინა.

20და მოვიდეს მისა აქაკაროს და ნაბალ, ძმათა შვილნი მისნი, და უხაროდა ტობის თანა.

21და ყვეს ქორწილი შჳდ დღე ყოვლითა სიხარულითა. და ოდეს აღასრულეს ქორწილი იგი,


წინა თავი შემდეგი თავი