მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითის წიგნი
თავი 13

1და ტობი დაწერა ლოცვა მათ მიმართ სიხარულად და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელი ცხოველ არს საუკუნეთა. და სუფევა მისი ჰგიეს მარადის,

2რამეთუ მან ტანჯის და შეიწყალის, შთაიყვანის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის, და არა ვინ არს, რომელი განერეს ჴელსა მისსა.

3აუარებდით მას ძენი ისრაჱლისანი წინაშე წარმართთა,

4რამეთუ მან მიმოგთესნა თქუენ მათ შორის. მუნ უჩუენეთ დიდებულება მისი, აღამაღლებდით მას წინაშე ყოვლისა ცხოველისა, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ღმერთი, და იგი თავადი არს მამა ჩუენი ყოველთა მიმართ საუკუნეთა.

5მტანჯის ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად შეგჳწყალნის და შემკრიბნის ჩუენ ყოველთაგან თესლთა, სადაცა განვიბნიენით მათ შორის.

6უკუეთუ მოიქცეთ მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა ყოფად წინაშე მისა ჭეშმარიტებისა, მაშინ მოიქცეს იგი თქუენდა და არა გარემიიქციოს პირი მისი თქუენგან.

7და იხილოთ- რა იგი, ყოს თქუენ თანა და აუარებდით მას ყოვლითა პირითა თქუენითა და აკურთხევდით უფალსა სიმართლისასა და აღამადლებდით მეუფესა საუკუნეთასა.

8მე ქუეყანასა ამას ტყუეობისასა აღუარებ მას და ვაჩუენო ძალი სიმდიდრისა მისისა. ნათესავნი ცოდვილთანი მოიქეცით მისა, ცოდვილნო, და ყავთ სიმართლე წინაშე მისა. ვინ უწყის, ინებოს ხოლო თქუენდა, ყოს მოწყალებაჲ თქუენ თანა.

9ღმერთსა ჩუენსა აღვამაღლებდე, და სული ჩემი მეუფესა ცათასა უგალობდეს დიდებულებასა მისსა.

10იტყოდეთ ყოველნი და აუარებდით მას.

11იერუსალჱმს, ქალაქსა წმიდასა. გტანჯოს თქუენ საქმეთათჳს ძეთა შენთასა და კეთილად შეიწყალნეს ძენი მართალთანი.

12აუარებდ უფალსა კეთილად და აკურთხევდ მეუფესა საუკუნეთასა, რამეთუ კუალად კარავი მისი აღეშენოს შენ შორის სი. ხარულითა.

13და იხარონ შენ შორის ტყუეთა, და შეიყუარენ შენ შორის უბადრუკნი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა.

14ნათესავნი მრავალნი მოვიდოდიან სახელისათჳს უფლისა ღმრთისა, ძღუენი ჴელითა მოაქუნდეს, ძღუენი მეუფისა ცათასა. ნათესავმან ნათესავთამან მოსცეს სიხარული,

15რამეთუ სახელ დიდ გიწოდონ შენ,

16და წყეულ არიან ყოველნი მოძულენი შენნი, კურთხეულ არიან ყოველნი მოყუარენი შენნი უკუნისამდე.

17გიხაროდენ და მხიარულ იყავ ძეთა ზედა მართალთასა. შეკრბენ იგინი ერთბამად და აკურთხევდენ უფალსა სიმართლითა ზოგად.

18ნეტარ არიან მოყუარენი მისნი, უხაროდენ მშჳდობასა შენსა ყოვლისა შემდგომად ტანჯვისა და იხარებდეს

19სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა.

20ნეტარ ვიყო, ოდეს შვილთა ჩემთა იხილონ იერუსალჱმი განშუენებულად

21რამეთუ აღაშენოს იერუსალჱმი საფირონითა და ზმარაგდონითა, ქვითა პატიოსნითა, ზღუდენი მისნი და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროთა წმიდითა.

22და ყოველნი უბანნი იერუსალჱმისანი ლვიგირიონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერით გამოთა მოფენილ იყოს.

23და იტყოდიან ყოველთა უბანთა იერუსალჱმისათა: ალელუა! იქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელი არს. ყოველთათჳს უკუნისამდე!


წინა თავი შემდეგი თავი