მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ტობითის წიგნი |
თავი 14 |
1და ვითარცა დასცხრა აღსარებისაგან ტობი, 2იყო წლისა ორმეოცდაათურამეტისა, ოდეს წარწყმიდნა თუალნი და შემდგომად რვისა წლისა აღიხილნა. 3და იქმოდა ქველისსაქმესა და შესძინა შიში უფლისა ღმრთისა და აუარებდა მას. 4და ფრიად დაბერდა და იხარებდა ცხორებასა შინა თჳსსა კეთილსაგრობითა, და შიშითა ღმრთისათა წარვიდა მშჳდობით. 5და მოუწოდა ძესა თჳსა ტობიას და ექუსთა ძისწულთა მისთა და ჰრქუა მათ: წარიყვანენ ძენი შენნი, რამეთუ განსლვასა ცხორებისასა ზედა ვდგა მე და წარვედ ხუჟიკეთა შვილითურთ. 6მრწამს მე, რამეთუ რაოდენსცა იტყოდა იონა წინაწარმეტყუელი ნინევისათჳს, იყოს, და დაქცევად არს, ხოლო ხუჟიკეთს იყო მშჳდობაჲ ვიდრე ჟამად რაოდენადმდე. რამეთუ ძმანი ჩუენნი განიბნინენ კეთილისაგან ქუეყანისა, და იერუსალჱმი იყოს ოჴერ და სახლი ღმრთისა, რომელ არს მუნ შინა, დაიწვეს და ოჴერ იყოს ვიდრე ჟამ რაოდენმე. 7და კუალად შეიწყალნეს იგინი ღმერთმან და მოაქცინეს ქუეყანასა მათსა, და აღაშენონ სახლი იგი, არამედ არა ვითარ პირველ, ვიდრემდე აღივსნენ სნენ ჟამნი საუკუნონი, და ამისა შემდგომად მოიქცენ ტყუეობისაგან და აღაშენონ იერუსალჱმი პატიოსნად, და სახლი ღმრთისა მას შინა აღაშენოს ყოველთა მიმართ, და ნათესავთა საუკუნეთა შენებულითა დიდებულითა, ვითარცა იტყოდეს მისთჳს წინაწარმეტყუელნი, 8და ყოველნი წარმართნი მოიქცენ ჭეშმარიტად და ეშინოდის უფლისა ღმრთისა და დაჰფლნე კერპნი მათნი ქუეყანასა. 9და აკურთხევდეს ღმერთსა და აღამაღლოს უფალმან ერი თჳსი და უხაროდის ყოველთა მოყვარეთა უფლისა ღმრთისათა ჭეშმარიტებით და სიმართლით, და ჰყოფდენ წყალობასა ძმათა ჩუენთასა. 10და აწ, შვილო, წარვედ ნინევით, რამეთუ ნანდვილვე იყოს, რომელსა იტყოდა წინაწარმეტყუელი. 11ხოლო შენ დაიმარხენ შჯულნი და ბრძანებანი და შენ, შვილო, იყავ მოწყალებისა მოყუარე და მართალ, რათა კეთილი გეყოს შენ. 12დამფალ მე და დედა შენი კეთილად და ნუღარა იყოფი ნინევს შინა (შვილო, უწყი, რა-იგი უყო ადამ აქიაკაროსს, მპოხელსა თჳსსა, ვითარ-იგი ნათლისაგან შეიყვანა ბნელად, ვითარ-იგი მიაგო მას უფალმან და აქიაკაროს განარინა, ხოლო მას მისაგებელი მიაგო და შთაჴდა იგი ბნელსა. და მანასე, იქმოდა ქველისსაქმესა და განერა იგი საბრჴისაბან სიკუდილისა, რომელი დარწყუა მან თავისა თჳსისა, ხოლო ადამ შევარდა საბრჴესა და წარწყმდა). 13და აწ, შვილო, იხილე მოწყალებაჲ, რასა იქმს, და ვითარ-იგი სიმართლე იჴსნის. ხოლო ვითარ-იგი ამას იტყოდა, მოაკლდა სული მისი ცხედარსა ზედა. და იყო იგი ასორმეოცდაათექუსმეტის წლისა და დაფლეს იგი პატიოსნად. 14და ოდეს მოკუდა ანნა, დედა მისი, დაფლა იგი მამისა თჳსისა თანა, ხოლო ტობია წარვიდა სარრას თანა, ცოლისა თჳსისა, და ძეთა მისთა თანა ეგბატანად ჰრაგუელისა, სიმამრისა თჳსისა. 15და დაბერდა პატიოსნად და დაფლა სიმამრი და სიდედრი თჳსი დიდებულად და დაიმკჳდრა ნაყოფი მათი და სახლი ტობისი, მამისა თჳსისა. 16და მოკუდა იგი ასოცდაშვიდის წლისა ეგბატანს, რომელი არს ხუჟიკეთისასა. 17და ესმა უწინარეს სიკუდილისა მისისა წარწყმედა ნინევისა, რამეთუ წარტყუენა იგი ნაბოქოდონოსორ და ასჳეროს და განიხარა ვიდრე სიკუდიდმდე მისა. |
წინა თავი |