მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ტობითის წიგნი |
თავი 5 |
1მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა რომელსა მამცნებ მე, ყოფით ვყო. 2არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ ვედრი გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად? რამეთუ მე არა ვიცი იგი, არცა მან მიცის მე. რა სასწაული მივსცე, რათა იცნას და რწმენეს ჩემ. ი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზა ხუჟიკეთისა ვიცი. 3და მისცა ჴელით-წერილი იგი კაცისა მის, რომლისა თანა იყო ვედრი იგი. 4ჰრქუა: აწ, შვილო, იძიე, ვინ-ა კაცი სარწმუნო, რომელი მოვიდეს შენ თანა და მივსცეთ მას სასყიდელი იგი, ვიდრე ცოცხალღა ვარ. 5და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რათა წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა მეცნიერი გზისა და ჰპოვა რაფაელ მდგომარე წინაშე მისა. 6და არა იცოდა, რამეთუ ანგელოზი ღმრთისა არს. 7და ჰრქუა მას ტობია: ძალ-გიცა მოსლვად ჩემ თანა რაგუელის ქუეყანასა ხუჟიკეთისისა? ანუ სრულ ხარა ადგილსა მას? 8ჰრქუა მას ანგელოზმან: მე წარგიძღუე და მეცნიერ ვარ გზისაცა და ვიცნობ გაბაელს, ძმასა ჩუენსა. 9და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო, ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რათა მოხჳდე ჩემ. თანა და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი. 10და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა, ესერა, ვპოვე კაცი ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარმოვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა. მას: მომიწოდე მე აქა, რათა უწყოდი, რომლისა ტომისა არს, უკუეთუ სარწმუნო არს, რათა წარმოვიდეს შენ თანა. 11და განვიდა ტობია და მოუწოდა მას და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი. ტობი პირველად და თქუა ანგელოზმან: მშჳდობა შენდა! 12და თქუა ტობი: რა მშჳდობა ჩემ ზედა? და მე კაცი მდაბალი ვარ. და უძლური თუალითა და ნათელსა ცისასა არა ვხედავ. 13ჰრქუა მას ტობი: ტობიას, ძესა ჩემსა, ნებავს წარსლვა ხუჟიკეთა. ძალ-გიცა მისლვა მის თანა? და ოდეს მოიქცე, სასყიდელი მოგცე და მიგცე შენ სასყიდელი შენი. 14და თქუა ანგელოზმან: ძალ-მიც, მრავალგზის ხუჟიკეთა სრულ ვარ, და გზანი მისნი ვიცნი და ყოველნი ველნი მისნი განმივლიან და ყოველთა მათთა მისთა მეცნიერ ვარ და შენდავე მივაქციო. 15და ჰრქუა მას ანგელოზმან: ადვილ არს უფლისა მიერ განკურნება შენი. 16და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისა ხარ და რომელთა მამათა, ძმაო? 17ხოლო მან ჰრქუა: რა გნებავს? ტომსა და მამულსა ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი, და რომლისა ნათესავისა ხარ შენ? 18და ჰრქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიასი, სახლისაგან სედემისი დიდისა, ძმათაგან შენთა. 19და ჰრქუა ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხდები, რამეთუ ნათესავთაგან დიდისა ხარ შენ და მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი და აჰა, ესერა, ძმა ჩემი ხარ შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისა, ვიცოდე. 20და მითხარ მე: რა მიგცე შენ სასყიდელი დღისა, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა. და წარვედ ძისა ჩემისა თანა. 21და მერმეღა შევსძინო სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან: ნუ გეშინინ! მე წარვიდე ძისა შენისა თანა, მოვიდეთ და მოვაქციოთ მშჳდობით. 22და მოუწოდა ტობი ძესა თჳსსა და ჰრქვა მას: შვილო, განვედ ძმისა შენისა თანა და მზა იყავ. ხოლო ღმერთმან, რომელი არს ცათა შინა, მიგიყვანენ თქუენ მშჳდობით და მოგაქციენ თქუენ ცოცხლებით და ანგელოზი მისი თანაგივიდოდენ თქუენ. 23და მზა-ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით. და ტიროდა დედა მისი და ჰრქუა ტობის: რასა წარავლინე ყრმა ესე? ანუ არა ეგე არს კუერთხი ჴელისა შენისა? და ესე განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა. 24ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხოვარ იყავნ ძისა ჩემისა, 25ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებაჲ უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდებით. 26და ჰრქვა მას ტობი: ნუ გეშინინ! ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა. ნუ გეშინინ, დაო! 27ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით. მაშინ დასცხრა ტირილად დედა მისი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |