მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 1

1და უწოდდა ღმერთი მოსეს. და ეტყოდა მას უფალი კარვისა მისგან საწამებელისა და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:

2კაცი თქუენგანი უკეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან შეწირეთ მსხუერპლი თქუენი.

3უკუეთუ მრგულიად მწუარი იყოს მსხუერპლი იგი მისი: ჴარი ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან, მოიბას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა.

4და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს.

5და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა. და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემოს საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.

6და განჰჴადოს მრგულიად შესაწირავი იგი, და განაგონ იგი ასოდ-ასოდ.

7და დადგან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა მას ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა.

8და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი, და თავი და ცმელი შეშასა მას ზედა, რომელი იყო საკურთხეველსა მას ზედა.

9ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა, ნაყოფი არს ესე შესაწირავი სული სულნელებისაჲ უფლისა.

10უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა კრავთაგან და თიკანთაგან მრგულიად მწუარად, ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი.

11და დასდვან ჴელი მისი თავსა მისსა ზედა და დაკლან იგი გუერდით საკურთხეველსა მას, ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, სისხლი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

12და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი დააგონ მღდელთა მათ შეშასა მას ზედა.

13ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განრცხნეს წყლითა, შეწიროს მღდელმან მან ყოველი ესე და დადგას საკურთხეველსა მას ზედა, ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა უფლისა.

14უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი.

15და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხვველსა ზედა და დასწრიდოს სისხლი მისი ხარისხსა მას საკურთხეველისასა.

16და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა.

17და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან, და არა განყოს და დასდვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას და ცეცხლსა. ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა ღმრთისა.


შემდეგი თავი