მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 10

1და მიიღეს ორთა მათ ძეთა აჰრონისათა, ნადაბ და აბიუდ, კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი, და დადვეს მათ ზედა ცეცხლი და დაასხეს საკუმეველი

2და მოიღეს ცეცხლი უცხოჲ წინაშე ღმრთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ, და შეწუნა იგინი და მოწყდეს წინაშე ღმრთისა.

3და ჰრქუა მოსე აჰრონს: ესე იგი არს, რომელსა ეტყოდა ღმერთი და თქუა: რომელნი მომეახლებოდიან, მათ ზედა განვწმიდნე და ყოველსა კრებულსა შორის ვიდიდო. და წუხნა აჰრონ ფრიად

4და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და ჰრქუა მათ: მოდით და აღიხუენით ძმანი თქუენნი პირისაგან სიწმიდეთაჲსა და განიხუენეთ გარეშე ბანაკსა.

5და მოვიდეს და აღიხუნეს იგინი სამოსლითა მათითა და განიხუნეს გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე.

6და ჰრქუა მოსე აჰრონს, და ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელნი დაშთომილ იყვნეს: თავსა თქუენსა არა აღძარცუთ ვარშამაგი და სამოსელი თქუენი არა დაიპოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ და ყოველსავე კრებულსა ზედა იყოს რისხვაჲ. ხოლო ძმანი თქუენნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, ტიროდიან დაწვასა მას, რომელ დაიწუნეს ღმრთისა მიერ.

7და კარისაგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ზეთი იგი ცხებისაჲ ღმრთისამიერი არს თქუენ ზედა. და მათ ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მოსე.

8და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა:

9ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა მას საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა

10გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა,

11რაჲთა ასწავებდენ ძეთა ისრაჱლისათა ყოველსა მას შჯულსა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მათ ჴელითა მოსესითა.

12და ჰრქუა მოსე აჰრონს და ელიაზარს და ითამარს, ნეშტთა მისთა: მოიღეთ შესაწირავი იგი, რომელი დაშთომილ არს ნაყოფად შეწირულთაგან ღმრთისათა,

13და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩემდა.

14და მკერდსა მას განჩემებულსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ, და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთაგან ისრაჱლისათა.

15მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

16და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,

17და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.

18რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ შინაგან ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.

19და ეტყოდა აჰრონ მოსეს და ჰრქუა: უკუეთუ დღეს-ღა მოუღებიეს ცოდვისა მათისაჲ და მსხუერპლები იგი წინაშე ღმრთისა, და შემხუედა მე ესევითარი და ვჭამო ცოდვისაჲ ესე დღეს, ნუუკუე არა სათნო იყოს ღმრთისა?

20და ესმა ესე მოსეს და სთნდა მას.


წინა თავი შემდეგი თავი