მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 11

1და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: ესე არიან საცხოვარნი, რომელსა ჰჭამდეთ ყოველთაგან საცხოვართა ქუეყანისათა:

3ყოველსა საცხოვარსა, რომელსა განყოფილ იყოს ჭლაკი და ფრჩხილითა ფრცხენდეს და აღმოიცოხნიდეს საცოხნელსა საცხოვართა შორის ესე ჭამეთ.

4ხოლო მათგანი არა ჰჭამოთ, რომელნი არა აღმოიცოხნიან, და რომელთაჲ არა განყოფილ არს ჭლაკი და რომელნი ფრცხენენ ფრცხილითა: აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;

5და ყურგდელი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;

6და მაჩჳ, რამეთუ აღმოიცოხნის ესე და ჭლაკი არა განპებულ არს. არა არს წმიდაჲ ესე თქუენდა;

7და ღორი, რამეთუ განპებულ არს ჭლაკი მისი და ფრცხენს ფრცხილითა ჭლაკისაჲთა და ესე არა აღმოიცოხნის, არაწმიდაჲ არს თქუენდა;

8ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორსა მათსა არა შეეხნეთ, რამეთუ არაწმიდა არიან ესენი თქუენ შორის.

9და ამათ ჭამდით ყოველთაგან, რომელნი არიან წყალთა შინა:

10ყოველსა, რომელსა არს მათ თანა ფრთე და ქეცი წყალთა შიდა, და ზღუათა შინა და მდინარეთა, მას ჭამდით.

11და ყოველსა, რომელსა არა ესხას ფრთე და არცა ქეცი წყალთა შინა, გინა თუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა, რომელთა გამოსცემენ წყალნი, ყოვლისაგან სულისა ცხოველისა, რომელნი არიან წყალთა შინა, საძაგელ არს და საძაგელ იყვნენ თქუენდა

12ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორი მათი გძაგდინ.

13და ყოველსა, რომელსა არა არს ფრთეებ და ქეც წყალთა შინა, საძაგელ არს ესე თქუენდა.

14და ესე გძაგდინ მფრინველთაგან და არა ჰჭამოთ, რამეთუ საძაგელ არს:

15ორბი და ყანჩი, და ძერი, და ზარნასოვი, და ძერქორი და მსგავსი მათი, და ყორანი და მსგავსი მისი, და სირი და ჭაჰრი და მსგავსი მისი, და ქორი და მსგავსი მისი;

16ბუვი, და ღამის მჴმობარი და მინინოჲ

17და ძენძერუკი და დედამთრვალი

18და ვარჴჳ, და მღრინავი, და ტივყუავი, და ბუკიოტი და მსგავსი მისი;

19და ოფოფი და მღამიობი.

20და ყოველი ქუეწარმავალი ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, საძაგელ არს თქუენდა.

21ხოლო სჭამდეთ ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, რომელთა ასხენ წვივნი უზეშთაეს ფერჴთა მისთა ხლდომად ქუეყანასა ზედა.

22ესე არს, რომელსა სჭამდეთ მათგან: ბოცომკალი და ყოველი მსგავსი მისი, მჭრინავი და ყოველი მსგავსი მისი, [გველისმბრძოლი] და ყოველი მსგავსი მისი, მკალი და ყოველი მსგავსი მისი.

23მფრინველთაგან, რომელთა ასხენ ოთხ ფერჴ, საძაგელ არს თქუენდა და მით არა შეიგინნეთ.

24ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდაჲ იყოს იგი მწუხრადმდე.

25და ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, განირცხენ სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

26ყოველთა შორის პირუტუთა, რომელთა ჭლაკი განყოფილ არს და ფრცხილითა ფრცხენს და აღმოცოხნით არა აღმოიცოხნის, არაწმიდა იყოს თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათგანსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

27და ყოველი რომელი ვალს ჴელითა, ყოველთა შორის მჴეცთა, რომელი ვალს ოთხითა, არაწმიდა არს იგი თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

28და რომელმან აღიღოს ჴელითა მკუდარი მათგანი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანენ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

29რამეთუ არაწმიდა არს ესე ყოველი თქუენდა. და ესეცა თქუენდა არაწმიდა არს ქუეწარმავალთაგანი, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა:

30ქურცინი, და თაგჳ, და ხჳთქი, და თაგჳ ქურცინი, და მსუენ-ლომი, და მხულივი და მსუენი და მთხუნველი. ესე ყოველი არაწმიდა არს თქუენდა ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა. ყოველი რომელი შეეხოს მათგანსა მძორსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

31და ყოველსა, რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს.

32ყოველსავე ჭურჭელსა ძელისასა, გინა სამოსელსა, გინა ტყავსა, გინა ძაძასა.

33ყოველივე ჭურჭელი, რომლითა იქმნების საქმე, წყლითა განირცხეს და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე და არაწმიდა იყოს. და ყოველი ჭურჭერი კეცისაჲ, რომელსა შთავარდეს მათგანი შიდა, რაოდენ-რაჲ იყოს მას შინა, არაწმიდა არს და იგი შეიმუსრენ.

34და ყოველი საჭმელი, რომელი იჭამების, რომელსა მივიდეს წყალი, არაწმიდა იყოს, და ყოველი სასუმელი, რომელი ისუმების ყოვლითა ჭურჭრითა, არაწმიდა არს იგი.

35და ყოველსავე ზედა, რომელსა დავარდეს მკუდარი მათგანი, არაწმიდა იყოს: თორნენი და ყუერბნი დაირღუედ, რამეთუ არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს თქუენდა,

36თჳნიერ წყაროთა წყალთასა და ჯურღმულისა და დასაკრებელისა წყალთასა, ესე ხოლო წმიდა არს.

37ხოლო რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდა იყოს. უკუეთუ დავარდეს მძორი იგი მათგანი ყიველსავე თესლსა სათესავსა, რომელი ითესვის, არაწმიდა იყოს.

38უკუეთუ დაესხას წყალი ყოველსა მას ზედა თესლსა და დავარდეს მათგანი მძორი მას ზედა, არაწმიდა იყოს იგი თქუენდა.

39უკუეთუ მოკუდეს პირუტყუთაგანი, რომლისა არს ესე მისა საჭმელი, რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

40და რომელმან ჭამოს მკუდარი ამათგან, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და რომელმან აღიღოს მძორი ამათგანისაჲ, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე.

41და ყოველივე ქუეწარმავალი, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისასა, საძაგელ არს ესე თქუენდა, არა იჭამოს. ყოველი, რომელი ვალს მუცლითა

42და ყოველი, რომელი ვალს ოთხითა მარადის, რომელი მრავალფერჴ არს ყოველთა შორის ქუეწარმავალთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, არა ჰჭამოთ იგი, რამეთუ საძაგელ არს.

43და არა საძაგელ-იყვნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა, არა შეიგინნეთ ამით და არა არაწმიდა იყუნეთ ამით.

44რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და განწმიდენით და იყვენით წმიდაჲ,

45რამეთუ წმიდა ვარ მე, უფალი თქუენი და არა შეაგინნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი იძრვიან ქუეყანისა ზედა, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთ და იყვენით წმიდაჲ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი.

46ესე შჯული არს საცხოვართათჳს და მფრინველთათჳს და ყოვლისა სულისა ქუეწარმავლისა ქუეყანასა ზედა

47განშორებად შორის არაწმიდათა და შორის წმიდათა და სწავლად ძეთა ისრაჱლისათა შორის მაცხოვნებელთა საჭმელთა და შორის არამაცხოვნებელთა საჭმელთა.


წინა თავი შემდეგი თავი