მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 12

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა

2და არქუ მათ: დედაკაცმან, რომელმან მუცლად-იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე, მუნ დღენდმდე განწმედისა წიდოვანებისა მისისა არაწმიდა იყოს.

3და დღესა მერვესა წინადასცჳთოს სხეული წინადაცუეთილებისა მისისაჲ.

4და ჯდეს იგი ოცდაათცამეტ დღე სისხლითა არაწმიდითა მისითა და ყოველსა წმიდასა არა შეეხოს და სიწმიდესა არა შევიდეს ვიდრემდე აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი.

5უკუეთუ ქალი შვეს, არაწმიდა იყოს იგი ორწილ შჳდ დღე მსგავსად წიდოვანებისა მისისა და სამეოცდაექუს დღე ჯდეს იგი სისხლითა არაწმიდითა მისითა.

6და რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი ძესა ზედა, გინა ასულსა, შეწიროს ტარიგი წელიწდეული უბიწოჲ მსხუერპლად და მართუენი ტრედისანი, გინა გურიტნი ცოდვისათჳს კართა თანა კარვისა საწამებელისათა მღდელისა მიერ.

7და შეწიროს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს წყაროჲსა მისგან სისხლისა მისისა. ესე არს შჯული მშობიერისაჲ წულსა ზედა გინა ქალსა.

8უკუეთუ ვერ პოვოს ჴელმან მისმან ტარიგი, მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ მართუენი ტრედისანი: ერთი ყოვლად დასაწუველად და ერთი ცოდვისათჳს და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს.


წინა თავი შემდეგი თავი