მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 13

1და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2კაცისა უკეთუ იყოს ვისსამე სხეულსა ფერისა მისისასა ბრძჳრი, ნიში, ანუ თუ თეთრი, და იყოს ჴორცსა ფერისა მისისასა სახე კეთროვანებისაჲ და მოიყვანოს იგი აჰრონის მღდელისა, გინა ერთისა ძისა მისისა მღდელისა.

3და იხილოს მღდელმან მან ნიში იგი ტყავსა ფერისა მისისასა და თმაჲ სახესა მას გარდაიქცეოდის სპეტაკად და პირი იგი ნიშისაჲ მის იყოს მწუხარე ტყავისა მისგან, შედებაჲ კეთროვანებისაჲ. არს და იხილოს მღდელმან მან და შეგინებულად შეჰრაცხოს იგი.

4უკუეთუ ბრწყინვალებაჲ იგი იყოს სპეტაკ ტყავსა მას ფერისა მისისასა და მწუხარე არა იყოს ფერი იგი პირისა მისისა, ტყავი მისგან და თმაჲ მისი არა ფერქცეულ იყოს და თმაჲ სპეტაკ, არამედ მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან, რომელსა-იგი შეედების კეთროვანებაჲ, შჳდ დღე.

5და იხილოს მდღელმან მან ნიში იგი, ჰგიესღა მის თანა და არა მოიქცა ნიში იგი ფერსავე თჳსსა, და კუალად განავლინოს იგი მღდელმან მან მეორედ შჳდ დღე.

6და იხილოს იგი მღდელმან მან დღესა მეშჳდესა მეორედ და აჰა, ესერა, მოშავე არს ნიში იგი, არა იცვალა სხეულისაგან თჳსისა. განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ სასწაულად არს და განირცხეს სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს.

7უკუეთუ გარდაქცევით გარდაიქცა სასწაული იგი სხეულისაგან მისისა შემდგომად ხილვისა მის მღდელისა ღა განწმედისა მისისა და ეჩუენოს მეორედ მღდელსა მას და იხილოს მღდელმან მან და აჰა, ესერა, სასწაულად არს და იცვალა ტყავისაგან მისისა.

8და კუალაღ შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ კეთროვანებაჲ არს.

9უკუეთუ შედებაჲ კეთროვანებისაჲ იყოს ვისთანამე კაცისა, მოვიდეს მღდელისა მის.

10და იხილოს მღდელმან და აჰა, ესერა, ბრძჳრი სპეტაკი არს ჴორცთა მისთა და იგი გარდაიქცა თმად თეთრად ცოცხლისა მისგან ჴორცისა, ცხოველისა ბრძჳრსა მას,

11კეთროვანებაჲ დაძუელებული არს ჴორცსა ფერისა მისისასა. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან და განჴადოს იგი გარე, რამეთუ არაწმიდა არს.

12უკუეთუ ყუავილით ყუაოდის სისპეტაკე იგი სხეულთა მისთა და დაფაროს სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ხილვისა მისისაჲ თავითგან ვიდრე ფერჴადმდე

13ყოვლადვე ხილვად მღდელისა მის, და აჰა, ესერა, დაფარა სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ფერისა მისისაჲ, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი, რამეთუ ყოვლადვე გარდაიქცა სპეტაკად, წმიდა არს იგი.

14და რომელსა დღესა გამოაჩნდეს მას ფერი ცოცხალი, შეიგინა იგი.

15და იხილოს მღდელმან მან ფერი იგი ცოცხალი, და შეაგინოს ფერმან მან ცოცხალმან და არაწმიდა არს იგი.

16უკუეთუ კუალად ეგოს, ფერი იგი ცოცხალი და გარდაიქცეს სპეტაკად,

17მოვიდეს იგი მღდელისა მის. და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა შეხებაჲ იგი სპეტაკად, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი და წმიდა იყოს.

18და უკუეთუ იყოს ჴორცსა ტყავისა მისისასა წყლულებაჲ იგი რაჲმე და განცოცხლდეს

19და იყოს ადგილსა მას წყლულებისასა ბრძჳლი სპეტაკი გინა ბრწყინვალე მოთეთრედ, გინა მოწითლედ, ეჩუენოს იგი მღდელსა მას.

20და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი მისი უმდაბლე ტყავისა მის და თმაჲ მისი გარდაიქცა თეთრად, და შეგინებულ-ყოს მღდელმან, რამეთუ კეთროვნებაჲ არს, რამეთუ წყლულსა მას გამოაჩნდა.

21უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მას ზედა თმაჲ სპეტაკი და უმწუხარეს არა იყოს ფერისაგან მისისა, და იგი იყოს მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე.

22უკუეთუ განეფინოს ტყავსა მას შინა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შედებაჲ არს კეთროვანებისაჲ და წყლულსა მას გამოაჩნდა.

23უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს, ბრძჳლი წყლულებისაჲ არს იგი, განწმიდოს იგი მღდელმან მან.

24უკუეთუ იყოს ჴორცი გუამსა მისსა დამწუარი ცეცხლითა და იყოს ტყავსა მას მისსა განგებულსა ნაწუევისასა მონათლედ ბრწყინვალე, სპეტაკად მოწითლედ, გინა მოთეთრედ.

25იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა თმაჲ იგი სპეტაკად ბრწყინვალედ და პირი მისი უმდაბლეს ტყავისაგან, კეთროვანება არს, დამწუარსა მას გამოაჩნდა და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს.

26და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მოთეთრესა მას თმაჲ სპეტაკი და მდაბალ არა იყოს ტყავისაგან და იყოს მოშავე.

27განჴადოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე და იხილოს მღდელმან დღესა მეშჳდესა, უკუეთუ განფენით განფენილ იყოს ტყავსა მას ზედა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს, წყლულსა მას გამოაჩნდა.

28უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს ტყავსა მას ზედა, და იგი იყოს მოშავე, ბრძჳლი დამწუარისაჲ არს. და განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ ხატი ნამწუარევისაჲ არს.

29და უკუეთუ მამაკაცსა, გინა დედაკაცსა იყოს მათ თანა შედებაჲ კეთროვანებისაჲ, თავსა გინა წუერსა, და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი მისი

30და, აჰა, ესერა, პირი მისი უდაკლებულე არს ტყავისა და მას ზედა არს თმაჲ მოწითურე, გინა მოწითლე მწულილი. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან: დასჳრინგებულ არს კეთროვანებაჲ თავისაჲ გინა კეთროვანებაჲ წუერისაჲ.

31და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი დასჳრინგებისაჲ იგი, და არა იყოს პირი მისი უდაკლებულე ტყავისა და თმაჲ მოწითლე არა იყოს მას შინა, განავლინოს გარე მღდელმან მან შედებული იგი დასჳრინგებისაჲ მის შჳდ დღე.

32და იხილოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი დღესა მეშჳდესა, და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ მოწითლე არა არს მას შინა და პირი სჳრინგებისაჲ მის არა დაკლებულ არს ტყავისაგან,

33და დაიყჳნოს ყოველივე გუამი მისი, ხოლო სჳრინგებული იგი არა დაიყჳნოს და განავლინოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი შჳდ დღე მეორედ. და იხილოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი დღესა მას მეშჳდესა

34და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა შემდგომად დაყუენვისა მისისა და პირი დასჳრინგებისაჲ მის არა უდარე არს ტყავისაგან, და განწმიდოს იგი მღდელმან მან, განირცხეს სამოსელი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

35უკუეთუ განფენით განეფინოს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას ზედა შემდგომად განწმედისა მისისა

36და იხილოს მღდელმან მან და, ესერა, განფენილ არს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა, არა მიხედოს მღდელმან მან თმისა მისთჳს მწითურისა, რამეთუ არაწმიდა არს.

37და უკუეთუ წინაშე ეგოს ადგილობანს დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ შავი აღმოსცენდეს მას ზედა, განიკურნა დასჳრინგებაჲ იგი და წმადა არს და განწმიდოს იგი მღდელმან მან.

38უკუეთუ მამაკაცსა გინა დედაკაცსა იყოს ტყავსა ჴორცისა მისისასა ბრწყინვალებაჲ მობრწყინვალედ მოთეთრედ

39და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, ტყავსა მას ჴორცისა მისისასა მბრწყინვალე მობრწყინვალედ მოთეთრედ არს, მძოვარი არს ყუავილად ტყავისა ჴორცისა მისისა, წმიდა არს იგი.

40უკუეთუ ვისმე თმაჲ დასრულ იყოს თავსა მისსა, სიმტიერე არს, წმიდა არს იგი.

41უკუეთუ იყოს სიმტიერესა მას მისსა გინა სიშულუვესა მას მისსა შედებაჲ სითეთრისაჲ გინა მოწითლედ,

42კეთროვანებაჲ არს სიმტიერესა მას მისსა, ანუ თუ სიშლუესა მისსა გამოაჩნდა.

43და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი შედებისაჲ მის თეთრ არს გინა მოწითლე სიმტიერესა მას მისსა გინათუ სიშლუესა მას მისსა,

44ხატი კეთროვანებისაჲ არს ტყავსა ჴორცისა მისისასა.

45კაცი არს იგი კეთროვანი. შეგინებით შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, თავსა მისსა ზედა არს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ და კეთროვანსა მას, რომელსა იყოს შედებაჲ იგი, კუართი მისი იყავნ წარჴსნილ და თავი მისი დაუბურველ და პირი მისი დაიხურენ, არაწმიდა ეწოდოს მას.

46ყოველთა დღეთა, რაოდენ ჟამ იყოს იგი მის თანა, შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს, განშორებულად ჯდეს იგი, გარეშე ბანაკსა იყოს მყოფებაჲ მისი.

47უკუეთუ სამოსელსა მისსა იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა,

48ანუ თუ სამოსელსა სელისასა, ანუ თუ საგუასლსა, გინათუ ფესუსა, გინათუ მატყლისასა, გინათუ სელისასა,

49გინათუ ტყავისასა, გინათუ ყოველსავე საქმარსა ტყავისასა, იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ მომწუანედ გინა მოწითლედ ტყავსა მას ზედა, გინა სამოსელსა, გინა საგუასლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსა საქმარსა ტყავისასა, და იყოს შეხებაჲ იგი მიმწუანე, ანუ მოწითლე, შედებაჲ კეთროვნებისაჲ არს და უჩუენოს მდღელსა მას.

50და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი და განაშოროს.

51და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ დღესა მეშჳდესა, უკეთუ განფენილ იყოს შედებაჲ იგი სამოსელსა მას, გინა სავაღლსა, გინა ფესუსა, ანუ თუ ტყავსა ყოვლისაებრვე, რაოდენ იქმნეს ტყავის საქმარსა შინა, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს. შედებაჲ იგი არაწმიდა არს.

52დაწუას სამოსელი იგი, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა მატყლისასა, ანუ თუ სელისასა, გინათუ ყოველსავე ქმნილსა ტყავისასა, რომელსაცა შინა იყოს იგი, რამეთუ კეთროვანებაჲ დადგრომილ არს, ცეცხლითა დაიწუნ.

53უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა განეფინა შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსავე ჭურჭერსა ტყავისასა,

54და უბრძანოს მღდელმან მან და განრცხეს, რომელსა ზედა იყოს შედებაჲ იგი. და განაშოვროს იგი მღდელმან შჳდ დღე მეორედ.

55და იხილოს მღდელმან მან შემდგომად განრცხისა მის შედებაჲ იგი და შედებამან მან არა იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და შედებაჲ იგი არა განეფინა, არაწმიდა არს, ცეცხლითა დაიწუნ. მტკეცელი არს სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ტყავსა.

56და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და იყოს შედებაჲ იგი მოშავე შემდგომად განრცხისა მისისა, გამოჰხიოს იგი სამოსლისა მისგან,

57ანუ თუ ტყავსა, ანუ თუ სავაღლსა, გინათუ ფესუსა. უკუეთუ გამო-ღა-აჩნდეს სამოსელსა ანუ თუ სავაღლსა ანუ თუ ფესუსა

58ანუ ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, კეთროვანებაჲ აღმოცენებულ არს, ცეცხლითა დაიწუეს, რომელსა თანა არს შეხებაჲ იგი. და სამოსელი, ანუ ფესჳანი ჭურჭერი ტყავისაჲ, რომელი განირცხეს, და გარდაადგინოს იგი მღდელმან მან და განირცხეს მეორედ და წმიდა იყოს.

59ესე არს შჯული შეხებისა კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა, გინათუ სელისასა, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, გინა ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, გინა თუ განწმედად მისა, გინა შეგინებად მისა.


წინა თავი შემდეგი თავი