მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 14

1და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2ესე არს შჯული კეთროვნისაჲ, რომელსა დღესა განწმიდნეს, და მოიყვანოს იგი მღდელისა მის

3და განვიდეს მღდელი იგი გარეშე ბანაკსა მას და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, განკურნებულ არს შედებაჲ იგი კეთროანებისაჲ კეთროვნისა მისგან.

4და უბრძანოს მღდელმან მან და მოართუნენ განწმედილსა მას ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი.

5და უბრძანოს მღდელმან მან და დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა. და ქათამი იგი ერთი მოიღოს მან და ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეგრაგნილი იგი მეწამული და უსუპი და დააწოს იგი

6და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა.

7და აპკუროს განწმედილსა მას კეთროვნებისაგან შჳდგზის და წმიდა იყოს და განავლინოს ქათამი იგი ცოცხალი ველად.

8და განირცხეს განწმედილმან მან სამოსელი თჳსი და დაიყჳნოს ყოველი თმაჲ მისი და დაიბანოს წყლითა და წმიდა იყოს. და მისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და იქცეოდის იგი გარეშე სახლსა თჳსსა შჳდ დღე.

9და იყოს, შემდგომად შჳდისა დღისა დაიყჳნოს ყოველივე თმაჲ მისი, თავი მისი და წარბნი და ყოველივე თმა მისი დაიყჳნოს, და განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს გუამი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

10დღესა მერვესა მოიბნეს ორნი ტარიგნი უბიწონი წელიწდეულნი და ცხოვარი ერთი წელიწდეული უბიწოჲ და სამი ათეულისაგანი სამინდოჲ შესაწირავად შესუარული ზეთითა და საწყაული ერთი ზეთისაჲ.

11და დაადგინოს მღდელმან მან განმწმედელმან კაცი იგი განწმედილი და ესე ყოველი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12და მოიბას მღდელმან მან ტარიგი ერთი და მოჰგვაროს, რომელ-იგი ბრალისათჳს არს და საწყაული იგი ზეთისაჲ და განაჩინოს განჩემებით წინაშე ღმრთისა.

13და დაკლან ტარიგი იგი ადგილსა მას, სადა-იგი დაკლიან მრგულიად დასაწუელები, და რომელ-იგი ცოდვისათჳს ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს იგი ცოდვისაჲ და ბრალისაჲ მღდელისა მის: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

14და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს მღდელმან მან ყურის ძირსა განწმედილსა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფვრჴისა მისისა მარჯუენისასა.

15და მოიღოს მღდელმან მან საწყაულისა მისგან ზეთისა ჴელსა მღდელისა მარცხენესა და დააწოს თითი მარჯუენე ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა.

16და დააპკუროს ზეთითა შჳდგზის წინაშე ღმრთისა, ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი ჴელსა ზედა ედგას მღდელსა მას, სცხოს ყურისა ძირსა განწმედილისასა მას მარჯუენესა

17და მწუერვალსა ჴელისა მისისა მარჯუენისასა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა სისხლისა მისგან ბრალისაჲსა.

18ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი იყოს ჴელსა მღღელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა.

19და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა, და ყოს მღდელმან მან ცოდვისაჲ იგი, და ლხინება-ყოს მღდელმან განწმედილისა მისთჳს ცოდვისაგან მისისა

20და ამისა შემდგომად დაკლას მღდელმან მან ყოვლად დასაწველი იგი და შესაწირავი საკურთხეველსა ზედა წინაშე ღმრთისა, და ლხინება-ყოს და განწმიდნეს.

21უკუეთუ გლახაკ იყოს და ჴელმან მისმან არარაჲ პოვოს, მოიბას ტარიგი ერთი წელიწდეული, რომლისათჳს-იგი ცოდა, შესაწირავად და მეათე სამინდოჲსაჲ შესუარული ზეთითა, მსხუერპლად დასაწუელი იგი ზეთისაჲ ერთი.

22და ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და რაოდენ-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან, და იყოს ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად.

23და მოართვას იგი დღესა მეშჳდესა განსაწმედელად თჳსა მღდელსა მას კარად კარვისა საწამებელისა წინაშე ღმრთისა.

24და მოიღოს მღდელმან მან ტარიგი იგი ბრალისაჲ და საწყაული ზეთისაჲ და დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

25და დაკლას ტარიგი იგი, რომელ არს ბრალისათჳს, და მოიღოს მღდელმან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს ძირსა ყურისასა მის განწმედილისასა მარჯუენესა

26და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისა მისისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯვენისა მისისათა.

27და ზეთისა მისგან დაასხას მღდელმან ჴელსა მღდელისა მის მარცხენისა და აპკუროს მღდელმან მან თითითა მარჯვენითა ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მისსა მარცხენესა, შჳდგზის წინაშე ღმრთისა.

28და დაასხას მღდელმან მან ზეთისა მისგანი, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა, ყურისა ძირსა მის განწმედილისასა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა ადგილსა მას სისხლისასა, რომელ-იგი არნ ბრალისაჲ მის.

29ხოლო ნეშტი იგი ზეთისაჲ მის, რომელ-იგი იყოს ჴელსა მის მღდელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა.

30და ყოს ერთი იგი გურიტთაგანი, ანუ ერთი იგი ტრედისა მართუეთაგანი, რაჲცა-იგი პოვა ჴელმან მისმან,

31ერთი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად და შესაწირავსა თანა და ლხინება-ყოს მღდელმან მან განწმედილისა მისთჳს წინაშე ღმრთისა.

32ესე არს შჯული, რომლისა თანა იყოს შეხებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, და რომელმან არა პოვოს ჴელითა თჳსითა განსაწმედელად თავისა თჳსისა.

33და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

34რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელსა მე მიგეც თქუენ ნაწილად და მოვსცე შეხებაჲ კეთროვანებისაჲ სახლთა მათ ქუეყანისათა მონაგებისა თქუენისათა,

35და თუ იყოს სახლსა ვისსამე და უთხრას მღდელსა მას და ჰრქუას, ვითარმედ: შეხებაჲ კეთროვანებისაჲ ვიხილე სახლსა ჩემსა,

36და უბრძანოს მღდელმან მან გამოკრებაჲ ჭურჭრისა სახლისა მისგან შესულადმდე მღდელისა მის და ხილვად სახლისა მის, და რათა არაწმიდა იქმნეს, რაოდენი-რაჲ იყო სახლსა მას შინა.

37და ამისა შემდგომად შევიდეს მღდელი იგი ხილვად სახლისა მის. და იხილოს მღდელმან მან შეღებაჲ იგი კედელთა მის სახლისათაჲ ჴჳფლოვნად მომწუანედ გინა მოწითლედ, პირი უმდაბლეს კედელთა მათ.

38გამოვიდეს მღდელი იგი სახლისა მისგან კართა ზედა მის სახლისათა და განაშოროს სახლი იგი შჳდ დღე.

39და კუალად მოვიდეს მღდელი იგი დღესა მეშჳდესა და იხილოს სახლი იგი და, აჰა, ესერა, განფენილ არს შეხებაჲ იგი კედელთა მის სახლისათა.

40და უბრძანოს მღდელმან მან და გამოიხუნეს ქვანი იგი, რომელთა არს შეხებაჲ იგი და განიხუნენ იგინი გარეშე ქალაქსა მას ადგილსა არაწმიდასა და სახლი იგი მოხუეტონ გარემოჲსი და შინაგანი და განსთხიოს მტუერი იგი გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

41და მოიხუნენ ლოდნი გამოთლილნი და კუალად შეუსხნენ ლოდთა მათ წილ პირველთა და განგოზონ სახლი იგი, უკუეთუ მოუჴდეს კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას.

42და აღმოსცენდეს კუალად სახლსა მას შინა შემდგომად გამოღებისა მის ლოდთაჲსა, და შემდგომად მოხუეტისა მის სახლისა და შემდგომად გაგოზისა მის მისისა,

43და შევიდეს მღდელი იგი და იხილოს: უკუეთუ განეფინა კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს სახლსა მას შინა, არაწმიდა არს იგი. დაარღჳონ სახლი იგი და ყოველი ძელი მისი და ქვანი და ყოელივე მტუერი სახლისა მის განიღონ გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

44და რომელ-იგი შევიდეს სახლსა მას, რომელ-იგი განშორებულ არს, არაწმიდა არს იგი ვიდრე მწუხრადმდე, და რომელი დაწვეს სახლსა მას შინა, განირცხეს სამოსელი თჳსი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მიმწუხრადმდე. უკუეთუ მოვიდეს მღდელი იგი და იხილოს და, აჰა, ესერა, არა განფენით განიფინა სახლსა მას შინა შეხებაჲ იგი შემდგომად განგოზისა მის სახლისა და წმიდა-ყოს მღდელმან მან სახლი იგი.

45რამეთუ განიკურნა სახლი იგი.

46და მოიხუნეს განსაწმედელად

47სახლისა მის ორნი ქათამნი ცოცხალნი

48წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი

49და დაკლან ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა ტყავსა ზედა ცხოველსა

51და მოიღოს ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეძახილი იგი მეწამული და უსუპი, და ქათამი იგი ცოცხალი, და დააწოს სისხლსა მას ქათმისა მის დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა და აპკუროს ამით სახლსა მას შჳდგზის.

52და განწმიდოს სახლი იგი სისხლითა მით ქათმისაჲთა და წყლითა მით ცხოველითა და ძელითა მით ნაძჳსაჲთა და უსუპითა და შეგრაგნილითა მით მეწამულითა.

53და განუტეოს ქათამი იგი ცოცხალი გარეშე ქალაქსა მას ველად და ლხინება-ყოს სახლისა მისთჳს და განწმიდნეს.

54ესე არს შჯული ყოველსა ზედა შეხებასა

55კეთროვანებისასა

56და სჳრინგისასა და კეთროვანებასა სამოსლისასა და სახლისა და ბრძჳლისასა და ნიშისასა და ბრწყინვალისასა

57და მითხრობისათჳს, რომელსა დღესა არაწმიდა იყოს, და რომელსა დღესა განწმიდნეს. ესე არს შჯული კეთროვანებისათჳს.


წინა თავი შემდეგი თავი