მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 16

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს შემდგომად სიკუდილისა ორთა მათ ძეთა აჰრონისთა, რაჟამს მოიღეს ცეცხლი იგი უცხოჲ წინაშე ღმრთისა და მოწყდეს.

2და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ აჰრონს, ძმასა შენსა, რათა არა შევიდოდის იგი ყოველსა ჟამსა სიწმიდესა მას შინა შინაგან კრეთსაბმელისა მის წინაშე პირსა სალხინებელისასა, რომელ არს პირისპირ კიდობანსა მას საწამებელისასა, რათა არა მოკუდეს, რამეთუ ღრუბლითა გამოვჩნდე მე სალხინებელსა მას ზედა.

3და მაშინღა ესრე შევიდეს აჰრონ სიწმიდესა მას ჴბოჲთა ერთითა ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძითა მრგულიად მწუარითა.

4და სამოსელი სელისაჲ განწმედილი შეიმოსოს, და ნიფხავი სელისაჲ იყოს სხეულსა მისსა: და სარტყელი სელისაჲ შეირტყას და ვარშამაგი სელისაჲ დაიბუროს, რამეთუ სამოსელი წმიდა არს, და დაიბანოს წყლითა ყოველი გუამი მისი და მაშინღა შეიმოსოს იგი.

5და კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა მოიბნეს ორნი ვაცნი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი ერთი მრგულიად დასაწველად. მოიბას აჰრონ ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს.

6და მოიბნეს ორნი ვაცნი და წარადგინნეს წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

7დაასხნეს აჰრონ ორთა მათ ვაცთა ზედა წილი: წილი ერთი - ღმერთსა და წილი - ერთი გამომყვანებელსა ველად.

8და მოიბას აჰრონ ვაცი იგი, ერთი, რომელსა ზედა გამოჴდა წილი იგი ღმრთისა.

9შეწიროს იგი ცოდვისათჳს, და ვაცი იგი ერთი,

10რომელსა ზედა გამოჴდა წილი განმყვანებელისა, დაადგინოს ცოცხალი წინაშე ღმრთისა, რათა ლხინება-ყოს მას ზედა, ვითარმედ განვლინებად იგი განყვანებასა მას და განუტეოს იგი უდაბნოდ.

11და მოიბას აჰრონ ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა მისისათჳს და დაკლას ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა.

12და მოიღოს სავსე საცეცხლური ნაკუერცხალი ცეცხლისაგან საკურთხეველისა, რომელ არს წინაშე ღმრთისა.

13და აღივსნეს ჴელნი საკუმეველითა შეზავებულითა მწულილითა და შეიღოს შინაგანსა მას კრეთსაბმელსა მას და დაასხას საკუმეველი იგი ცეცხლსა მას ზედა წინაშე ღმრთისა და დაფაროს კუამლმან მან სალხინებელი იგი, რომელ არს საწამებელთა ზედა და არა მოკუდეს.

14და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა თითითა მისითა და აპკუროს სალხინებელსა მას მზისაღმოსავალით კერძო, წინაშე სალხინებელსა მას აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა.

15და დაკლას ვაცი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა ერისა მისთჳს და შეიღოს სისხლისა მისგანი შინაგან კრეტსაბმელსა მას და ყოს სისხლი იგი მისი, ვითარცა ყო სისხლი იგი ჴბოჲსა მის და აპკუროს სისხლი მისი სალხინებელსა მას წინაშე პირსა სალხინებელისასა.

16და ლხინება-ყოს წმიდათათჳს არაწმიდებათათჳს ძეთა ისრაჱლისათა და სიცრუეთაგან მათთა და ყოველთათჳს ცოდვათა მათთა და ესრეთ უყოს კარავსა მას საწამებელისასა შჱნებულსა მას შორის შინაგან კარავსა მას საწამებელისასა არაწმიდებისაგან მათისა.

17და კაცი ნუ ვინ არნ კარავსა მას საწამებელისასა, შე-რაჲ-ვიდოდის იგი ყოფად ლხინებისა სიწმიდესა მას შინა ვიდრე გამოსლვადმდე და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.

18და გამოვიდეს საკურთხეველად, რომელ-იგი არს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა და სისხლისა მისგან ვაცისა და სცხოს გარემო რქათა მათ საკურთხეველისათა.

19და აპკუროს მას სისხლისა მისგან გარემო თითითა შჳდგზის და განწმიდოს იგი და წმიდა იყოს იგი არაწმიდებათაგან ძეთა ისრაჱლისათა.

20და აღასრულოს ლხინებისა ყოფაჲ იგი წმიდისაჲ, და კარვისა საწამებელისაჲ, და საკურთხეველისაჲ და მღდელთათჳს, განწმიდოს და მოიბას ვაცი იგი ცოცხალი.

21და დაასხნეს აჰრონ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა ვაცისა მის ცოცხალისასა და მიუთხრნეს მას ზედა ყოველნივე უშჯულოებანი ძეთა ისრაჱლისათანი, და ყოველნი სიცრუენი და ყოველნი ცოდვანი მათნი, და დაჰკრიბნეს ცოდვანი მათნი თავსა მას ზედა ვაცისა ცოცხალისასა.

22და განავლინოს იგი ჴელითა კაცისა განმზადებულისაჲთა უდაბნოდ და მოიხუნეს ვაცმან მან მის ზედა სიცრუვენი მათნი ქუეყანად უვალად, განგზავნოს ვაცი იგი უდაბნოდ.

23და შევიდეს აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა და განირცხოს სამოსელი იგი სელისაჲ, რომელ-იგი ემოსა შესლვასა მას მისსა სიწმიდესა მას, და დაასხას იგი მუნ.

24და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ადგილსა წმიდასა, და შეიმოსოს სამოსელი თჳსი, და გამოვიდეს და შეწიროს მრგულიად დასაწველი იგი მისი და ყოვლად სანაყოფე იგი ერისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს, და ერისათჳს, ვითარცა-იგი მღდელთათჳს.

25და ცმელი იგი ცოდვათაჲ შეწიროს საკურთხეველსა ზედა.

26და რომელმან განავლინა ვაცი იგი განჩინებული განტევებად, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა, და ამისა შემდგომად გამოვიდეს იგი ბანაკად.

27და ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ და ვაცი იგი ცოდვისაჲ, რომელთაჲ სისხლი შეიღო ლხინებისა ყოფად სიწმიდესა მას შინა, განიხუნენ იგინი გარეშე ბანაკსა მას და დაწუნენ იგინი ცეცხლითა და ტყავი მათი, და ჴორცი მათი და ფუშნიერი მათი.

28და რომელმან დაწუნეს იგინი, განირცხენ სამოსელი მისი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და ამისა შემდგომად შევიდეს ბანაკად.

29და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ: თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი, ყოველივე საქმე თქუენი არა ჰქმნეთ მას შინა მკჳდრმან და მწირმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის.

30რამეთუ ამას დღესა ლხინებაჲ თქუენთჳს იყოს განწმედად თქუენდა ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა წინაშე ღმრთისა და განიწმიდნეთ.

31შაბათ განსუენების იყუნედ ესე თქუენდა და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი შჯულად საუკუნედ.

32და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელსა-იგი სცხო მას და რომლისანი-იგი სრულ იყუნეს ჴელნი მათნი მღდელობად შემდგომად მამათა მისთა და შეიმოსოს სამოსელი იგი სელისაჲ სამოსელი წმიდაჲ.

33და ლხინება-ყოს წმიდისა მისთჳს წმიდათაჲსა და კარვისა მისთჳს საწამებელისა და საკურთხეველისა მისთჳს ლხინება-ყოს, და მღდელთათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ლხინება-ყოს.

34და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ და ლხინება-ჰყვით ძეთათჳს ისრაჱლისათა ყოველთაგან ცოდვათა მათთა. ერთგზის წელიწადსა იყოს ესე, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.


წინა თავი შემდეგი თავი