მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 17

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე აჰრონს და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა.

2და არქუ მათ: ესე სიტყუაჲ არს, რომელ ამცნო ღმერთმან.

3და ჰრქუა: კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან დაკლას ზუარაკი, გინა ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან დაკლას გარეშე ბანაკსა.

4და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.

5არამედ რათა მოიღოდიან ძეთა ისრაჱლისათა მსხუერპლები მათი, რაოდენი-რაჲ დაკლან ველსა ზედა, მოიღედ იგი ღმრთისა კარად კარვისა საწამებელისა მღდელისა მის და შეწიროს იგი მსხუერპლად ცხორებისა წინაშე ღმრთისა.

6და მოასხუროს სისხლი იგი გარემო საკურთხეველსა მას წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

7და შეწიროს ცმელი მისი სულად სულნელად ღმრთისა და არღარა შესწირვიდენ მსხუერპლთა მათთა ამაოთა მიმართ, რათა არა ისიძვიდენ შემდგომად კვალსა მათსა, შჯულად საუკუნოდ იყოს, ესე თქუენდა და ნათესავსა შორის თქუენსა.

8და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაილისათამან, ანუ თუ მწირთაგანმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ყოს მსხუერპლი, გინა შესაწირავი,

9და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს შეწირვად იგი ღმრთისა, მოისპოს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

10და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, გინათუ მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ჭამოს ყოველივე სისხლი, დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, რომელმან ჭამოს სისხლი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა.

11რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.

12ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: ყოველმან კაცმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, არა ჭამოს სისხლი.

13და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი-იგი იყოს თქუენ შორის, რომელმან ინადიროს ნადირი მჴეცი, გინა თუ მფრინველი, რომელი იჭამების, დასთხიოს სისხლი მისი, დაფარენ იგი მიწითა, რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს. და ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: სისხლისა ყოვლისა ჴორციელისაჲ არა ჰჭამოთ.

14რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ არს სისხლი თჳსი.

15ყოველმან, რომელმან ჭამოს იგი, მოისპოს და ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს მკუდრისაჲ, ანუ ნამჴეცავი, მკჳდრთაგანმან, გინა მწირთაგანმან, მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა და რომელი შეეხოს მათგანსა, განირცხეს სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა; და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე და მიერ განწმიდნეს.

16უკეთუ არა განირცხეს სამოსელი თჳსი და არა დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა, მოიღოს მან უშჯულოებაჲ თჳსი.


წინა თავი შემდეგი თავი